რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
რა საფრთხეები დაასახელეს გორში უშიშროების საბჭოს წევრებთან
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უშიშროების საკითხებზე საერთო ეროვნულ დისკუსიას განაგრძობს.

ასეთი დისკუსია 15 მარტს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლების, შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრას უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გიორგი ახალკაცი უძღვებოდა.

სიტყვით უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი; უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები: ალექსი ბარამიძე, და თეონა აქუბარდია გამოვიდნენ.

გამომსვლელებმა უსაფრთხოების ბუნების, მისი რეალიზების საშუალებებისა და მიზნების მრავალფეროვნების შესახებ ისაუბრეს.

საჯარო დისკუსია „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ახალ ინიციატივას წარმოადგენს.

უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ვანო მაჭავარიანის თქმით, მნიშვნელოვანია რეგიონებში საზოგადოების წევრების მოსმენა, რომელთა აზრით გათვალისწინებითაც, შესაძლებელია, უსაფრთხოების დოკუმენტის შედგენა.



გიორგი ლომსაძე: სტუდენტი ,,როგორც ვიცით, 2014 წელს, ხელი მოეწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. რომელიმე მათგანს ვკითხოთ, თუ იცის რას მოვაწერეთ ხელი? რას ითვალისწინებს 300 გვერდიანი დოკუმენტი?



სტუდენტი: - ,,არ არის სამუშაო ადგილები. უმჯობესია, დასაქმდეს ადამიანები, რომ შემდეგ აღარ გაუჩნდეს სურვილი ევროპაში წასვლის"



გოგა აფციაური, რადიო თავისუფლება: ,,ყველაზე დიდი საფრთხე მგონია, რომ არის დრო. არ ვიცით, როგორც იმუშავებს ჩვენთვის ეს დრო. საოკუპაციო ხაზზთან აქტიურად მუშაობს პრორუსული ორიენტაციის ძალები"



არინა თავაქარაშვილი: (სამოქალაქო განათლების სპეციალისტი) ,,დიდი ხანია ვამბობ, რომ საჭიროა ახალგაზრდების ნდობა, მათი განათლება. რატომ ხდება, რომ დღესდღეობით, დუგინისა და ფელგენგაუერის ნაშრომები სადღაც სწავლებაშია?"



თამაზ მაყაშვილი: (გორის დარბაზის წარმომადგენელი) - ,,ახალგაზრდები უნდა წავიდნენ ევროპაში. მიიღონ განათლება. გაიზიარონ ევროპული გამოცდილება, თუ როგორ ხდება ბიზნესის დაწყება. როგორც გაყიდოს, მაგალითად, ხელთუბნელმა გლეხმა ვაშლი. ნუ დავძრახავთ, რომ მას ვაშლის გაყიდვა უნდა"



ჩოთა ჩილინდრიშვილი: (გორის ჰოსპიტალის წარმომადგენელი) - ,,აქტიურად უნდა ვიმუშაოთ სკოლებში ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ორი წლის წინ ვცადეთ ამის გაკეთება სურამიდან დაწყებული კასპის სოფლებამდე, მაგრამ რამდენიმე სკოლაში ხელი შეგვიშალეს"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ბაღიდან 500 კილოგრამამდე
ატამი წაიღეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ქურდობა ხშირია.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში ბაღიდან 500 კილოგრამამდე ატამი წაიღეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში ქურდობა ხშირია.
17:38 / 06.09.2026
ძამის ხეობის გზაზე უმეთვალყურეოდ მყოფი ცხენების გამო ავტოსაგზაო
შემთხვევის რისკი გაიზარდა. მოქალაქეები უწყებებს რეაგირებისკენ
მოუწოდებენ.
ძამის ხეობის გზაზე უმეთვალყურეოდ მყოფი ცხენების გამო ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი გაიზარდა. მოქალაქეები უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
16:23 / 06.09.2026
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლას
კოლეჯ „ქართლის“ შენობის ნახევარი ფართობი გადაეცემა.
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ხაშურის ეპარქიის სასულიერო სკოლას კოლეჯ „ქართლის“ შენობის ნახევარი ფართობი გადაეცემა.
14:22 / 06.09.2026
გორის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. გოგონა კლინიკაში
გარდაიცვალა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი დაკავებულია.
გორის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა. გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი კი დაკავებულია.
13:17 / 06.09.2026
ქარელში 2024 წელს დასრულებული მზოვრეთის გზა, რომელზეც 2.3 მილიონი
ლარი დაიხარჯა, მასშტაბურად დაზიანდა.
ქარელში 2024 წელს დასრულებული მზოვრეთის გზა, რომელზეც 2.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, მასშტაბურად დაზიანდა.
12:16 / 06.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.