სამინისტრომ, ზოგადად, 2007-2014 წლების (პირველი ექვსი თვის) მონაცემები გამოაქვეყნა. საქართველოში სულ 2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) პერიოდში დაფიქსირდა 1102 ძალადობის ფაქტი, მათში მონაწილე 2223 პირით.
მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 1014, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 82-ს. აღნიშნულ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1010 ქალი და 117 მამაკაცი.
ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფიზიკური (36%) და ფსიქოლოგიური ძალადობა (55%), ხოლო დანარჩენ ოჯახურ ძალადობებზე მთლიანად მოდის - 9%.
დაზარელებულად ცნობილია 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.
2007-2014 წლებში დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის 852 შემთხვევა, ფსიქოლოგიური ძალადობის - 775, ეკონომიკური ძალადობის - 85, სექსუალური ძალადობის - 26, იძულების - 40 და სხვა სახის ძალადობის 31 ფაქტი.
კონკრეტულად, 2014 წელს (იანვარი-ივნისი), საქართველოში, ფსიქოლოგიური ძალადობის 122; ფიზიკურის - 77; ეკონომიკურის - 12; იძულების - 19; სექსუალურის - 1; სხვა შემთხვევის - 1 ფაქტი დაფიქსირდა. 2011 წელთან შედარებით ფსიქოლოგიური ფაქტორი ბევრად მეტია. 2011 წელს ფსიქოლოგიურის და ფიზიკური ძალადობის შეფარდება 77/126 იყო. 2012 წელს მათი შეფარდება 126/113 იყო.
ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2007 წელს დაფიქსირდა. მოძალადე მამაკაცების რაოდენობა 265 იყო, ქალების კი 25. ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალი 2009 წელს იყო, მამაკაცების მხრიდან - 61;, ქალის მხრიდან კი - 2. 2013 წელს, მოძალადე მამაკაცების რაოდენობა ქალებზე 18-ჯერ მეტი იყო, თანაფარდობა 126/7-ზე.
სამინისტროს ცნობით, ოჯახური ძალადობის ფაქტების რაოდენობით პირველ ადგილზეა თბილისი (692 ფაქტი), მეორე ადგილზე – ქვემო ქართლი (145), ძალადობის 88 შემთხვევა მოხდა აჭარაში, 43 იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმ - ქვემო სვანეთში, 36 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 32 მცხეთა-მთიანეთში, 25 შიდა ქართლში, 16-16 კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში, 9 ფაქტი მოხდა გურიაში. 10 000 მოსახლეზე ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თბილისში (5,8), შიდა ქართლი 0,8; ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში (0,4).
საანგარიშო პერიოდში, ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი (91,6%) ფიქსირდება 14 წლამდე დაზარალებულ არასრულწლოვან ბიჭებში, გოგონების შემთხვევაში კი უდიდესი ხვედრითი წილი (40,0%) 17 წლის ასაკობრივ მაჩვენებელზეა.2013-2014 წლების 6 თვეში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულია 18 მცირეწლოვანი და 18 არასრულწლოვანი.
ოჯახური კონფლიქტები
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 12.06.2012 წ. ამოქმედდა სსკ 1261 (“ოჯახში ძალადობა”) და სსკ 11 (“პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისათვის”) მუხლები. 2013-2014 წ.წ (6 თვეში) ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით დევნა დაწყებულ იქნა 310 პირის მიმართ, აქედან 289 -მამაკაცი და 21 -ქალი.
დაზარელებულად ცნობილ იქნა 468 პირი, აქედან მამაკაცი - 96, ქალი - 372.
2013-2014 წ.წ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის მეტი დაზარალებული ფიქსირდება კახეთში (85 პირი). ,ნაკლებათ გურიაში ( 4 პირი). რეგიონების მიხედვით ოჯახურ ძალადობაში მონაწილე პირთა რაოდენობა, რომელთა მიმართ დაწყებულ იქნა დევნა ყევლაზე მეტი დაფიქსირდა თბილისში (48 პირი) , შიდა ქართლი - 33; ხოლო ყველაზე ნაკლები - გურიაში (1 პირი)
2013-2014 წ.წ. (6 თვეში) ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულია (18) მცირეწლოვანი და (18) არასრულწლოვანი. ოჯახური ძალადობის ფაქტების რაოდენობა, რომლებზეც გამოძიება დაწყებულ იქნა სსკ 11¹ და 126¹ მუხლებით რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი ფიქსირდება თბილისში (90 ფაქტი), ყველაზე ნაკლები გურიაში (1 ფაქტი).
2007-2014 წლების (იანვარ-ივნისი) მონაცემებით, საქართველოში სულ დაფიქსირდა 4 935 ოჯახური კონფლიქტი და ამ კონფლიქტებში მონაწილე 10 188 პირი. ოჯახურ კონფლიქტებში მონაწილე მამაკაცების, ისევე როგორც ქალების უმეტესობა ასევე 25-44 ასაკობრივ კატეგორიას ეკუთვნის. რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ოჯახური კონფლიქტი მოხდა თბილისში (1103 ფაქტი), იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში 1045 ფაქტი ), შიდა ქართლი/ სამცხე-ჯავახეთი - 894; ხოლო ყველაზე ნაკლები კახეთში (180 ფაქტი). 10 000 მოსახლეზე კონფლიქტების ფაქტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მცხეთა- მთიანეთში (30,3) შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთი - 16,9. ხოლო ყველაზე დაბალი კახეთში (4,4).
2010-2014 წლის (6 თვეში) ოჯახურ კონფლიქტებში მონაწილე 10 188 პირიდან 5 276 იყო მამაკაცი, 4 912 ქალი.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები