რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
საცხოვრებელ ზონაში ტელევიზორებისა და რადიომიმღებების ხმის დონე 40 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით, საცხოვრებელ ზონაში ხმაური აიკრძალა.

დღისა და ღამის საათებში ფიზიკური პირი, ხმაურის გამო, 150 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი - 500 ლარით.

კანონპროექტის ავტორებმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ნორმები გაითვალისწინეს.

კერძოდ: ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების აკრძალვა; ტელევიზორების, მუსიკალური ცენტრების, რადიომიმღებების და სხვა ბგერისწარმომქმნელი და ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის ძალიან ხმამაღალზე გამოყენების აკრძალვა (ეს ეხება როგორც საცხოვრებელ შენობებში გამოყენებას, ასევე საცხოვრებელ შენობებთან ახლო მყოფ ავტომობილებში და ღია საზოგადოებრივ ადგილებში გამოყენებას).

მსოფლიოს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა ბიურომ, 2009 წელს მიიღო „ღამის ხმაურის პრობლემებთან დაკავშრებული წესები“, სადაც საუბარია ხმაურის ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზემოქმედების შესახებ, განსაკუთრებით ღამის საათებში. დადგენილი სტანდარტების მიხედვით, ღამის საათებში ხმაურის დონედ განსაზღვრულია 40 დეციბელი. ქალაქის აქტიურ ადგილებსა და ქუჩებში, ხმაურის დონედ, განსაზღვრულია 55 დეციბელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აღიარებს, რომ ევროპის მოსახლეობის ყოველი მეხუთე მოსახლე 55 დეციბელზე მეტი ხმაურის ზონაში იმყოფება.

თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასეთ ხმაურიან გარემოში, არ არის გამორიცხული, რომ მას აუწიოს არტერიულმა წნევამ და პრობლემა შეექმნას გულის ნორმალურ მუშაობას. ასევე, პრობლემები შეექმნება სმენასთან და ძილთან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, მუდმივ ხმაურში ყოფა-ცხოვრებამ ადამიანის ფსიქიკაზე შეიძლება გავლენა იქონიოს და წარმოქმნას სერიოზული პრობლემები მასთან დაკავშირებით.

ხმაურის პრომლემატიკასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა 2002 წელს მიიღო დირექტივა (DIRECTIVE 2002/49/EC) „გარემოში ხმაურის შეფასებისა და მენეჯმენტის შესახებ“.

დირექტივის თანახმად, დადგენილია ხმაურით დაბინძურების დონეები და პრობლემის გადასაჭრელად წევრ-სახელმწიფოების მიერ აუცილებელი ქმედებები. მათ შორის, წევრმა-ქვეყნებმა უნდა დანიშნონ კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან აღნიშნული დირექტივის აღსრულებაზე, ასევე ხმაურის რუკების შედგენასა და მოქმედების გეგმების განხორციელებაზე დასახლებულ ადგილებში, მსხვილ გზებზე, ძირითად სარკინიგზო ხაზებზე და მსხვილ აეროპორტებში.

ხმაურის დონის შეზღუდვის მიზნით განვითარებულ ქვეყნებში მოქმედებს შესაბამისი კანონები და ჯარიმები ხმაურის დასაშვები დონის გადაჭარბებისთვის. მონტენეგროში, კოსოვოში, ხორვატიაში, დიდ ბრიტანეთში მოქმედებს კანონი „ხმაურისგან დაცვის შესახებ“ და კანონშივეა გაწერილი ჯარიმები წესების დარღვევისათვის. მონტენეგროში ჯარიმაა 3400 - 4000 ევრო, კოსოვოში - 500 - 1000 ევრომდე, ხორვატიაში - 1300-დან 2000 ევრომდე, დიდ ბრიტანეთში 5 000 – 20 000 გირვანქა სტერლინგი.
ლატვიაში მოქმედებს კანონი „გარემოს დაბინძურების შესახებ“ და ჯარიმები წესების დარღვევის გამო მოცემულია „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირებისთვის ხმაურის წესების დარღვევისათვის ჯარიმაა 30-355 ევრო, ხოლო იურიდიული პირებისთვის 70-700 ევრო.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალურ დონეზე მოქმედებს კანონი ხმაურის კონტროლის შესახებ. გარდა ფედერალური კანონისა, შტატების და ქალაქების დონეზეც არსებობს ხმაურის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

ნიუიორკში მოქმედებს ხმაურის შესახებ კანონი (Noise Code), რომლის თანახმადაც გადაჭარბებული ხმაურისთვის პირი ჯარიმდება 250 დოლარით პირველ ჯერზე, გამეორებით შემთხვევაში - 500 დოლარით, მესამე ჯერზე - 750, ხოლო მეოთხე ჯერზე - 1000 დოლარით.

რუსეთში მოქმედებს ფედერალური კანონი „მოსახლეობის სანიტარულ-ეპიდემოლოგიური კეთილდღეობის შესახებ“. გარდა ფედერალური კანონისა, დიდ ქალაქებში მოქმედებს ადგილობრივი კანონები ხმაურთან დაკავშირებით. მაგალითად, სანკტ-პეტერბურგში მოქმედებს კანონი „სიჩუმის შესახებ“, რომლის თანახმადაც ხმაურის წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა არის ფიზიკური პირებისთვის მინიმალური ხელფასის ორმაგი ოდენობა - 340 ევრო, თანამდებობის პირებისთვის - მინიმალური ხელფასის ოცმაგი ოდენობა - 3400 ევრო, ხოლო ორგანიზაციებისთვის მინიმალური ხელფასის 50 ოდენობა - 8500 ევრო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.