რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი

 

პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის, იდეიდან დაწყებული პრაქტიკული საქმიანობის რეალიზაციის დამთავრებდე, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებაა. საბოლოო ჯამში, მიღებული ცოდნით, გათვალისწინებულია იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმება და სტაბილური შემოსავლებით მათი უზრუნველყოფა.

 

პროექტის მონაწილეები, პირველ დღეს, პროფესორ დავით ჭიოტაშვილის მეშვეობით ბიზნესის საფუძვლებს გაეცვნენ; პროფესორმა ნინო ლიპარტელიანმა კი მონაწილეებს ბიზნესის დაგეგმვასთან დაკავშირებით ლექცია ჩაუტარდა.

 

მომდევნო დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის მომავალი წარმომადგენლები საწყისი მარკეტინგის და რეალიზაციის საკითხებს ასოცირებულ პროფესორ მაკა სოსანიძესთან ერთად განიხილავენ. პროექტის ხელმძღვანელი ლია მამულაშვილი კი მათ ბიზნეს-გეგმების შედგენაში დაეხმარება.

 

თეორიული გამოცდილების მიღების შემდეგ, დაახლოებით 25 იძულებით გადაადგილებული პირი, მათ შორის, ახალგაზრდები რეგიონში არსებულ საწარმოების მაგალითზე მცირე და საშუალო ბიზნესს ადგილზე გაეცნობიან. შეხვედრები იგეგმება ასევე საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

,,ძირითადი კურსის დამთავრების შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, მონაწილეთა მიერ შერჩეულ, კონკრეტულ ბიზნესთან დაკავშირებული რჩევების მისაცემად და ბიზნეს-გეგმების შესადგენად, საკონსულტაციო ცენტრი იმუშავებს" - აღნიშნა ლია მამულაშვილმა. საკონსულტაციო ცენტრი გორის უნივერსიტეტის მე-3 კორპუსში, პირველ სართულზე განთავსდება.

 

პროექტი 2014 წლის 10 სექტემბერს გაიხსნა. პროგრამის მონაწილეებს წარმატებები გორის მერიის და გორის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა უსურვეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.