რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად გადასული გენადი ბესტაევი მესამედ დააკავეს (VIDEO)
ფოტოზე: კიაზო გობოზოვი გენადი ბესტაევის სახლს გვაჩვენებს

ზარდიანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევისთვის დე-ფაქტო პროკურატურა ორწლიან სასჯელს ითხოვს. ბესტაევი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მესამედ დააკავეს, ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორშია. მას სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეთნიკურად ოსი, საქართველოს მოქალაქე ცხინვალში სამივეჯერ ეთნიკურად ქართველი ცოლისა და ორი შვილის სანახავად მიდიოდა. მისი ოჯახი ცხინვალში 2008 წლის ომის შემდეგ გადასახლდა. იმ დროს გენადი ბესტაევი საქართველოს ციხეში მკვლელობის ბრალდებით 14 წლიან სასჯელს იხდიდა, შინ დაბრუნებულს კი მავთულხლართები და ცარიელი სახლი დახვდა.


სახლი საგუშაგოებს შორის


გენადი ბესტაევის საცხოვრებელი სახლი ზედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე დგას. ,,მწვანე ღობე“ მისი ბინის კედელთანაა გავლებული. სახლი, ფაქტობრივად, ე.წ. ,,უკონტროლო ზონაშია“, რომელიც ერთმანეთისგან 300 მეტრით დაშორებულ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მდებარეობს.

ამ ზონაში ათიოდე სახლია. იქ შესვლა, მხოლოდ, ქართველი პოლიციელების თანხლებით შეიძლება. მწვანე ღობესთან 50 მ მანძილზე მიახლოება, პოლიციელების თანხლებითაც, შეუძლებელია. გენადი ბესტაევის სახლი, სწორედ, ამ 50 მ-იან სიახლოვეს დგას. მას რუსი სამხედროები იქ შესვლის ნებართვას აძლევენ, თუმცა ღობეზე გადასვლას არ პატიობენ.

ზარდიანთკარელების სახლების შემდეგ ცხინვალის რაიონის სოფელი ხელჩუა იწყება. ხელჩუას ერთ-ერთ სახლშია განთავსებული რუსული საგუშაგო.

ამ შემოდგომით, ვიდრე გენადი ბესტაევს დააკავებდნენ, ,,უკონტროლო ზონაში“ ფაქტობრივად სამი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ორია, მათ შორის, მარტოხელა 94 წლის კიაზო გობოზოვი.



ფოტოზე: საგუშაგოებს შორის მოქცეული ერთ-ერთი ბოლო სახლი ხელჩუას ,,მწვანე ღობესთან“


როგორ აღმოჩნდა გენადი ბესტაევის ოჯახი ცხინვალში


გენადი ბესტაევს 14 წლიანი პატიმრობის ვადა 2017 წლის მაისში ამოეწურა. 2003 წელს, როდესაც დააკავეს, ბავშვები პატარები იყვნენ. მეუღლე ტყვიაველია, ამიტომაც მცირეწლოვანი შვილიშვილების მოსავლელად ტყვიავიდან დროებით ზარდიაანთკარში გადავიდა გენადის სიდედრი, ნაზო ტერაშვილი. აგვისტოს ომის შემდეგ, ბესტაევების სახლი ზარდიანთკარში ზედ გამყოფ ხაზზე აღმოჩნდა, გენადის ცოლ-შვილი ცხინვალში წავიდა, ნაზო ტერაშვილი კი ტყვიავში დაბრუნდა.

,, ვეხმარებოდი ჩემს შვილს. თვითონ ხილს კრეფდა ცხინვალის გარშემო სოფლებში. მერე ომიც დაიწყო და მათ სახლში ცხოვრება აღარც შეიძლებოდა. ჩემთან რომ გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად, შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ჩემი სახლი. აქ როგორ უნდა ეცხოვრათ?“, - გვეუბნება ნაზო ტერაშვილი და ტყვიავში თავის სახლს გვათვალიერებინებს, - „ჩემს გოგოს ოსმა ქალებმა ურჩიეს, მათკენ გადასულიყო და ისევ გაეგრძელებინათ მუშაობა ხილის კრეფაზე. ისევ ის ქალები დაეხმარნენ, ვისთან ერთადაც მუშაობდა. ცოტა ხანს მაზლის ცოლთან ვლადიკავკაზში წავიდა შვილებით, თუმცა იქ დიდხანს ვერ გაძლო. ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ჩავიდა. როგორც ბესტაევი (ქმრის გვარზე დარჩა), ცხინვალში ოროთახიანი ბინა მისცეს და დღემდე იქ ცხოვრობს. ფაქტიურად, მე შვილს ვკარგავ, რადგან ძალიან მიჭირს მასთან კონტაქტი. ჩვენ ტელეფონებს მაგათთან მიღება არა აქვს.“


ფოტოზე: ნაზო ტერაშვილი, გენადი ბესტაევის სიდედრი


ბავშვებმა სკოლა ცხინვალში დაამთავრეს. უფროსი, ვაჟი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, ქალიშვილი კი ცხინვალის უმაღლეს სასწავლებელში სწავლობს.

,,რომ გამოვიდა, ჯერ ჩემთან მოვიდა სიძე. არ შემოვუშვი სახლში. მკვლელი ხარ-მეთქი და გავაგდე. მერე გადასულა ცხინვალში ცოლთან. ერთი თვე უცხოვრია, მაგრამ ვერ გაძლო, ისევ გადმოვიდა ზარდიანთკარში. მეზობელ სოფელ მერეთში და ჰყავს გათხოვილი. იქაც არ ჩერდება. იპარება თავის სახლშიო. ახლა გავიგე, რომ ისევ დაუკავებიათ. რას იზამენ, არ ვიცი... გამოვა ჩემი შვილიშვილი ჯარიდან და ალბათ მერე გადაწყვეტენ.“ - ამბობს ნაზო ტერაშვილი.

გენადის შვილებს კარგად იცნობს მოხუცებული კიაზო გობოზოვიც. ამბობს, რომ მამა-პაპისეულ სახლში ისინი ხშირად მიდიან.

,,ძალიან კარგი შვილები ჰყავს გენადის. ბიჭი მოდის ხოლმე აქ, სამხედროშია. გოგო უკვე სწავლობს. სულ აფრთხილებდნენ და მეც ვეუბნებოდი, ნუ გადახვალ იქით, ნუ გადახვალ-მეთქი, მაგრამ არ გაიგონა. სამჯერ გადავიდა ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად“, - ამბობს კიაზო გობოზოვი.

,,როგორც ჩანს, დალია და გადავიდა. წინა შემთხვევაზე ვიცი, რომ ცხინვალში დააკავეს, ახლა არ ვიცი, სად დააკავეს. შეიძლება მანდვე, ხელჩუაში. ძალიან მეცოდება. მარტო ცხოვრობს მაგ სახლში „- გვითხრა ზარდიანთკარელმა თინა ტერაშვილმა.

ორწლიანი სასჯელის მოლოდინში



 

ფოტოზე: თინა გუდაძე, გენადი ბესტაევის და

გენადი ბესტაევის და, თინა გუდაძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი ძმის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ცხინვალის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას არ აძლევენ, ზარდიანთკარში კი სრულიად მარტოა, ყურადღების გარეშე.

,,ხომ ნახეთ სახლი? ზედ საზღვარზეა. მეც არ მიშვებენ მაგ სახლში. სახიფათოა მიახლოებაც კი. ჩემი ძმა მანდ ცხოვრობს, ზოგჯერ საკვების მიწოდებაც ხომ უნდა?. ღობის იქით, რომ დაბალი სახლია, იქ რუსის სამხედროები არიან. სამადლოდ გადმოუგდებენ ხოლმე საკვებს, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ასე გასაცოდავებული,“ - ამბობს თინა გუდაძე.

გენადის დამ არც ის იცის, რა ბედი ეწევა ძმას მესამედ დაკავების შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის გასათავისუფლებლად. კახა ქემოკლიძე იქვე განმარტავს, რომ გენადი ბესტაევი საქართველოს მოქალაქეა და დე-ფაქტო რესპუბლიკაში ცხოვრების უფლებით არ სარგებლობს, - „,ის არის უკანონო პატიმარი, რომელიც დაკავებული ჰყავს დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას. საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ ე.წ. საზღვარს, რომლის გადაკვეთის ბრალდებითაც შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა“

ცხინვალის მედიისთვის გენადი ბესტაევის დაკავების ფაქტი 1 ნოემბერს გახდა ცნობილი. დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გენადი ბესტაევი მანამდე ორჯერ, აგვისტო-სექტემბერში დააკავეს.

,,პროკურატურამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა და გადაუგზავნა სასამართლოს პატიმრობის შესაფარდებლად“, - აცხადებენ ცხინვალში, სადაც ბესტაევის საქმის სასამართლო განხილვა ორი თვეში უნდა დაიწყოს, მას შემდეგ რაც წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურება.

გამყოფი ხაზის გადაკვეთისას პირველად დაკავების დროს საქართველოს მოქალაქეები 2000 რუბლით ჯარიმდებიან, მეორედ დაკავებისას, ეს ჯარიმა ორმაგდება, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეს დე-ფაქტო ხელისუფლება მესამედაც დააკავებს, მაშინ მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი 2017 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. იგი დე-ფაქტო რესპუბლიკისა უშიშროების კომიტეტს გადასცეს. გენადი ბესტაევის სასამართლო 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება

ვიდეო:

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.