რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
გორის მერიაში გასაუბრებები დაიწყო - რატომ გადაარჩიეს აპლიკაციები ხელით?

 

მერიაში და ქალაქის საკრებულოში დასაქმებულთა მაძიებლებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, დღევანდელი გასაუბრება  მესამე საფეხურია. პირველ საფეხურზე სამდივნოში აპლიკაციების გადარჩევა მოხდა. 337 აპლიკანტი მეორე ეტაპისთვის, ტესტირებისთვის მოამზადეს. აღნიშნული 337 აპლიკანტიდან ტესტირებაზე 317 კონკურსანტი გამოცხადდა, რომელთაგან ბარიერი 256-მა აპლიკანტმა გადალახა. მერიაში ვაკანსია სულ 102 პოზიციაზეა გამოცხადებული.

 

1 დეკემბრიდან კი ამ ბარიერგადალახულ 256 აპლიკანტთან  გასაუბრება მიმდინარეობს. ეს პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

 

ერთადერთი თანამდებობა, სადაც კონკურენცია არ არის, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსის პოზიციაა. ამ პოზიციის დასაკავებლად ციცო ორჯონიკიძე იბრძვის. მისთვისაც წარმოუდგენელია, თუ რატომ დარჩა კონკურსში მარტო:

 

,,თუ არ ვცდები, ადამიანური რესურსების მართვის პოზიციაზე 8 კონკურსანტმა შემოიტანა განაცხადი. განაცხადების გადარჩევის პროცესთან მე არავითარი შეხება მაქვს. რატომ დავრჩი მარტო, ეს ქალბატონ ნინო წეწვაძეს უნდა ჰკითხოთ" - გვითხრა ციცო ორჯონიკიძემ. 

 

ნინო წეწვაძე ადმინისტრაციული სამსახურის ამჟამინდელი უფროსი და კომისიის მდივანია. ის გვეუბნებოდა, რომ, თუ აპლიკაციების შევსების დროს, კონკრეტულ პიროვნებას დიპლომის, სამუშაო გამოცდილების, კომპიუტერული პროგრამების ჩამონათვალის ან სხვა რაიმე აუცილებელი პირობის მითითება გამორჩა, შესაბამისად, მეორე საფეხურზე, ტესტირების ეტაპზე გადასვლის ნაკლები შანსი ჰქონდა.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა სამდივნოში ადგილზე ნახეს, თუ როგორ ხდებოდა ამობეჭდილი აპლიკაციების გადარჩევა ვიზუალურადაც.

 

არა და, გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებდა, რომ აპლიკაციებს კომპიუტერული სისტემა თავად გადაარჩევდა: ,,ამ სისტემას უნიკალური თვისება გააჩნია. სისტემა თვითონ ამოწმებს, რა საბუთები აკლია ან არ აკლია აპლიკანტს. მაშინვე აწითლებს და ჩვენ ამის შესახებ გვატყობინებს." - გვითხრა ზურაბ ჯირკველიშვილმა. თუმცა, ჯირკველიშვილმა იქვე დაგვიმატა, რომ შესაძლოა, კომპიუტერული სისტემაც შეცდეს და აპლიკაციები ხელითაც გადაიხედოს.

 

ამის საილუსტრაციოდ მერმა ერთ-ერთი ,,გაწითლებული" აპლიკანტის ფაილი გაგვიხსნა, რომელსაც საიტზე, უმაღლესი სასწავლების დამადასტურებელი დიპლომის ნაცვლად, სასწავლებლიდან გაცემული ცნობა ჰქონდა ატვირთული. ჯირკველიშვილმა ამ დოკუმენტის გადაღების უფლება არ მოგვცა. პიროვნება, რომლის მონაცემები სისტემამ ,,გააწითლა", დიდი ხანია სპეციალისტად გამგეობაში მუშაობს.

 

,,ცნობაში უწერია, რომ ის ამა და ამ წლებში სწავლობდა უნივერსიტეტში, მაგრამ კომპიუტერული სისტემაც აჩვენებს, რომ ეს ცნობა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არ არის საკმარისი" - აღნიშნა ჯირკველიშვილმა. 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.