რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
წარდგენილი პროექტი: გაზრდილი შრომის ანაზღაურება მერიასა და საკრებულოში

 

ბიუჯეტის პროექტით მიხედვით, მერიაში მომუშავეთა რიცხოვნობა 96, ხოლო საკრებულოში - 22-ია. სულ 2015 წლის პროექტში წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოთა შტატში მომუშავეთა რაოდენობა 118-ს შეადგენს. ასეთი შემადგენლობა ფიქსირდება 2014 წელსაც.

 

დანარჩენები კი - ,,უშტატო თანამშრომლებს" წარმოადგენდნენ და წარმოადგენს. კერძოდ, თუკი 2014 წელს ,,უშტატო თანამშრომლების" რიცხვი  81-ია, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტში, ჯერ-ჯერობით, ათჯერ ნაკლები, 8 უშტატო თანამშრომელი ჩანს.

 

რაც შეეხება შტატიანებს, საკრებულოში, თუკი 2014 წელს 22 კაცის შრომის ანაზღაურებაზე 227 800 ლარია იყო გათვალისწინებული, 2015 წელს მათზე - 418 700 ლარია გაწერილი.

 

მუნიციპალიტეტში კი 96 შტატიან მოხელზე, თუკი 2014 წელს  შრომის ანაზღაურების სახით 860 400 ლარია გათვალისწინებული, 2015 წლისთვის ამავე რაოდენობის მოხელეზე ანაზღაურება 1 მლნ 333 500 ლარამდე ავა. 

 

ჯამში, წარმომადგენლობით და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება, შრომის ანაზღაურების ჭრილში ასეთია:

 

2014 წელი (118 მოხელე) - 1 მლნ 088 200 ლარი

2015 წელი (118 მოხელე) - 1 მლნ 752 200 ლარი

 

2014 წელს (81 უშტატო თანამშრომელი) 493 300 ლარი 

2015 წელს (8 უშტატო თანამშრომელი) - 94 ათას 600 ლარი.

 

ცნობისათვის, 2014 წლის 15 ნოემბერს გორის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი უკვე წარუდგინა, რომელიც 25 ნოემბერს, საკრებულოს წევრების მიერ მომზადებული შენიშვნებით, უკან დაბრუნდა. ამჟამად, მერიას 2014 წლის 10 დეკემბრამდე საკრებულოს წევრების მიერ მომზადებული შენიშვნების გათვალისწინების ვადა აქვს. შეუძლია არც გაითვალისწინოს და ხელმეორედ წარადგინოს, სწორედ, 10 დეკემბრამდე.

 

ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე კი, რომელსაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ესწრებოდა, დეპუტატებს (მათ შორის ოპოზიციონერებს) შრომის ანაზღაურების კუთხით, შენიშვნები არ მოუმზადებიათ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.