რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ანგარიშს წარადგენს


სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის 2014 წლის ანგარიში

 

  • 2013-14 წლებში შიდა ქართლში იაფი აგრო კრედიტის ფარგლებში  გაიხსნა 10 ახალი საწარმო, აქედან 6 არის სამაცივრე მეურნეობა, ეთერზეთების საწარმო, წიწილის საჩეკი ფერმა,150 სულზე გათვლილი საქონლის ფერმა და პლასტმასის ყუთების საწარმო. 
  • ამავე პროგარმის ფარგლებში გაშენდა 11 ახალი  ბაღი, ჯამში 122 ჰა–ზე.  
  • იაფი აგროკრედიტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ახალი საწარმოების შექმნას ან არსებული საწარმოების გაფართოება - გადაიარაღებას, 68 ბენეფიციარზე გაცემულია 6 449 240 აშშ დოლარი, ხოლო მე - 2 კომპონენტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას,  1 637 ბენეფიციარზე გაიცა 25 728 079 ლარი.



  • შიდა ქართლში,  პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა უპრეცედენტო პროექტი - არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება, რომელიც  2014 წლის 10 სექტემბერს დაიწყო და დასრულდა 10 დეკემბერს. პროექტში ჩართული იყო ხილის გადამამუშავებელი 6 საწარმო.  შიდა ქართლის ტერიტორიაზე ჩაბარებულმა ვაშლის რაოდენობამ შეადგინა 43 377 ტონა, ხოლო სუბსიდიით გაცემულმა  თანხამ  3 470 134  ლარი


  • შიდა ქართლში 2014 წელს განხორციელდა „მცირე მიწიან ფერმერებზე“ დახმარების პროგრამა, აღნიშნული პროგრამით გამოყოფილმა თანხამ შეადგინა 8 903 515 ლარი, რითიც ისარგებლა 74 683 ბენეფიციარმა. ამ თანხით დამუშავდა (მოიხნა) 36 182 ჰა, ასევე ზემოაღნიშნულ ბენეფიციარებზე გაიცა აგრობარათები.
  • მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სარწყავ არხებს და სისტემებს, რაზეც  დაიხარჯა 12 680 612 ლარი, რითიც შესაძლებელი გახდა 14 585 ჰა. გასარწყავება.
  • ჯამში სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და განვითარებისთვის შიდა ქართლში ბოლო 1 წლის მანძილზე დაიხარჯა 25 054 261 ლარი.


  • ,,აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში  შიდა ქართლში მიმდინარეობს 4 ახალი საწარმოს მშენებლობა, აქედან ერთი პროექტი ხორციელდება  გორში (ხილ–ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო), მეორე ბერბუკში (ქათმისა და თევზის საკვების წარმოება), მესამე კავთისხევში (პლასტმასის კონტეინერების წარმოება სამედიცინო ნარჩენებისთვის)  და  მეოთხე მეფრინველეობის ფაბრიკა წინარეხში. 
 
  • ელ.გამრიცხველიანება  მოხდა 25 სოფელში, გამრიცხველიანდა 15 064 აბონენტი.



  • გარე განათების სისტემა მოეწყო 61 სოფელში, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე დაიხარჯა 642 986 ლარი.



  • ელექტროფიცირების სამუშაოები ჩატარდა 5 სოფელში (გოსტიბე, ცხავერი,  ღართა, გაგლოანთუბანი, ოქროს სოფელი), რომლებსაც  20-25 წლის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ ელ.ენერგია.
  • 2013-2014 წლებში გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა 72 სოფელში . აქედან 58 არის  ე.წ. საზღვრისპირა სოფელი, სადაც ცხოვრობს 13 085 ოჯახი, რაზეც სახელმწიფოს მიერ გამოიყო იქნა 16 400 885 ლარი.
  • განხორციელდა 5 მდინარის (მტკვარი, სურამულა, ბოჟამი, ძამა, ლეხურა) ნაპირსამაგრი სამუშაოები, რაზეც დაიხარჯა 4 023 360  ლარი.
  • გზების მოასფალტებაზე, მოხრეშვა–მოშანდაკებაზე, ორმოულის შეკეთებაზე, სანიაღვრეების მოწყობაზე და ხიდების მშენებლობა - რეაბილიტაციაზე  დაიხარჯა სულ  15 344 543 ლარი.
  • მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული რუისი - აგარის 19 კილომეტრიანი საავტომობილო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 70 მილიონ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 500-ზე მეტი ადამიანი, მათგან 70% ადგილობრივი მცხოვრებია.

 

  • რეგიონის მასშტაბით 42 ქუჩაზე მოეწყო  12  719 გრ.მ  საკანალიზაციო ქსელი, რაზეც საერთო ჯამში დაიხარჯა 4 390 316 ლარი.
 
  • ამჟამად,  ქალაქ გორში გამოცხადებულია ტენდერი, რითიც მოხდება თანამედროვე ტიპის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის აშენება. ტენდერის ღირებულება 1 555 738  ლარს შეადგენს.
 
  • რეგიონის მასშტაბით ე.წ.  საზღვრისპირა სოფლებში მოეწყო 9 ახალი ჭაბურღილი სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით - ჯამში 1 550 000 ლარის ღირებულების, ხოლო 6 სოფელში გაკეთდა 10 ახალი ჭაბურღილი სადაწნეო კოშკითა და რეზერვუარებით, ასევე 8 სოფელში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 ჭაბურღილს და გაკეთდა 3 სრულიად ახალი რეზერვუარი, განხორციელდა 18 სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.მოეწყო ერთი ახალი სათავე ნაგებობა. სასმელი წყლის მაგისტრალისა და ქსელის რეაბილიტაცია  ჩატარდა ჯამში 104 569 გრ.მ.  სულ წყალმომარაგებაზე დაიხარჯა  9 476 964 ლარი.

 

  • 46 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია,რაზეც  დახარჯულია 1 527 736 ლარი.  

 

  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა რეგიონის 22 საჯარო სკოლას.

 

  • სოფელი აბანოში აშენდა ერთი  საჯარო სკოლა, რაზეც დაიხარჯა 1 380 000 ლარი.

 

  • რეგიონის 87 საჯარო სკოლის 3 068  მოსწავლეს უფასო სასკოლო ტრანსპორტი ემსახურება. 

 

  • სპეც-მასწავლებლები დაინიშნა იმ სკოლებში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები სწავლობენ. 

 

  • შიდა ქართლში უახლოეს პერიოდში გაიხსნება მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრი. 

 

  • 2013-2014 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოხდა  კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები 471 სტუდენტის დაფინანსება, რამაც  ჯამში შეადგინა 950 000 ლარი.  ამის გარდა მუნიციპალიტეტებმა საკუთარი ბიუჯეტიდან დამატებით დააფინანსეს 359 სტუდენტი  325 784 ლარით.

 

  • გორის სამუსიკო სკოლას ჩუტარდა რეაბილიტაცია.

 

  • შიდა ქართლში გარემონტდა 7 კულტურის ცენტრი, რაზეც დაიხარჯა 385 702 ლარი.  ქარელში მიმდინარეობს კულტურის სახლის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია, შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 963 000 ლარს

 

  • რეგიონში  განხორციელდა 5 სკვერისა და 4 დასვენების პარკის მოწყობა, დახარჯულმა თანხამ შეადგინა  786 156 ლარი.

 

  • გორში საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისად აშენდა საჭიდაო დარბაზი,  რაზეც დაიხარჯა 465 429 ლარი, ხოლო  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სპორტულ დარბაზს და 4 სტადიონს.  ამ ეტაპზე ქ.გორში მიმდინარეობს რაგბის საწვრთნელი ბაზის მშენებლობა, რომელსაც ექნება 2 სტადიონი და გათვლილი იქნება 2500 მაყურებელზე. 

 

 

  • მოეწყო 3 მინი სტადიონი,  შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ  820 968 ლარი შეადგინა.

 

  • საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლში დაიხარჯა 7 816 523 ლარი, საიდანაც  მშობიარობაზე გამოიყო - 1 115 513 ლარი, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებაზე - 1 045 498 ლარიგეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებაზე - 1 679 843 ლარიგადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებაზე - 2 757 053 ლარი, გეგმიურ ქიმიო თერაპიაზე - 1 203 959 ლარი.  

 

  • მიმდინარე წელს რეგიონში  აშენდა 21 ახალი ამბულატორია, რაზეც ჯამში 804 815 ლარი დაიხარჯა.

 

  • გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს ახალი საავადმყოფოს მშენებლობა , რომლისთვისაც გამოყოფილია 1 203 990 ლარი.

 

  • რეგიონში შემოყვანილია 10 ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანა,  წლის ბოლომდე კიდევ მოხდება 6 ახალი მანქანის გადმოცემა. 

 

  • მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების ფარგლებში მოხდა 6186  ბენეფიციარის დაფინანსება, რამაც ჯამში შეადგინა 1 358 339 ლარი.  

 

  • 2014 წლის 1-ლი მაისიდან მოხდა  სოფლის ექიმებისა და ექთნების შრომითი ანაზღაურების გაზრდა. ექიმის ანაზღაურება გაიზარდა 500-დან 650 ლარამდე, ხოლო ექთნის 350-დან 455 ლარამდე.

 

  • შიდა ქართლში ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯანდაცვაზე დაიხარჯა 11 183 668 ლარი.

 

  • 2013-2014 წლებში დაიგეგმა და განხორციელდება 3 ყოფილი საავადმყოფოს შენობის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაცია იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის, რითაც მოხდება 338 იძულებით გადაადგილებული ოჯახის საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4 432 000 ლარი.

 

  • შიდა ქართლში არსებულ 7 სოფლის იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში 2014 წელს განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები: ახალსოფლის, მოხისის, თელიანის ჩასახლებებში მოეწყო სველი წერტილები, გაკეთდა კანალიზაციის ქსელი, მოხდა გაზიფიცირება, 212 ოჯახს დაუმონტაჟდათ წყლის გამაცხელებლები. ასევე განხორციელდა გაზიფიცირება სკრის დევნილთა ჩასახლებაში, მოეწყო გამავალი წყლის გამწმენდი (სალექავი) და 139 ოჯახს დაუმონტაჟდათ წყლის გამაცხელებლები, გამათბობლები, გაზქურები.

 

  • 2013 წელს შავშვების დევნილთა ჩასახლებაში 177 ოჯახისათვის გაკეთდა ახალი ჭაბურღილი და ცენტრალური წყლის მაგისტრალი 2 500 გრძ.მ. აქვე მოეწყო სველი წერტილები, საკანალიზაციო ქსელი და დამონტაჟდა წყლის გამაცხელებლები. წყლის გამაცხელებლები ასევე დამონტაჟდა 134 ოჯახისთვის ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში.

 

  • ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ფარგლებში 2014 წელს რეგიონში დაიხარჯა 4 889 915 ლარი.  

 

  • 9 დეკემბერს საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა სოფელ მეჯვრისხევში, რომელშიც შესაძლებელია საჯარო და კერძო მომსახურების 200-ზე მეტი სერვისით  სარგებლობა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.