რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
პროკურატურა: ,,ბრალდებული ჩაუსაფრდა დაზარალებულს და ავტომატიდან ესროლა"
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის სქემ-იღუმენს, დავით აქიაშვილს (კობა კობაიძე), რომელსაც ძამას ხეობაში ,,მეუფიჩის" სახელით მოიხსენიებენ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოსაზრება გაითვალისწინა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს დავით აქიაშვილს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, რაც წინასწარი გამოძიების პროცესში, საქმის ჭეშმარიტების დადგენაში ხელს შეუშლის. ბრალდებული რუის-ურბნისის ეპისკოპოსის შვილობილია.

საჯარო გახდა ასევე პროკურატურის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნა, სადაც მხოლოდ იმაზე საუბარი, თუ რა ვითარებაში ჩაიდინა, სასულიერო პირმა დანაშაული. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წინასწარ შესწავლილი გარემოების მიხედვით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ყინწვისის მონასტრიდან დაიწყო. ამავე საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ბრალდებულმა ჩასაფრება იმ ადგილზე მოაწყო, სადაც კეთილგონიერი ავაზაკის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბა ჟღენტს უნდა გაევლო. ეს ადგილი სოფლების: ღვლევისა და რიეთს შორის არსებული გზის მონაკვეთია.

ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს.

,,თუ რა გახდა მოტივი, რატომ დააკავეს, ეს კითხვა შსს-ს უნდა დაუსვათ. როგორ უნდა ესროლა, ეს ცალკე საკითხია. გადამეტებული მსჯელობაა, ესეთი რამ არ იქნებოდა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. არსად არ იკვეთება, რომ უკანონოდ შეძენილ იარაღს ფლობდა. უდანაშაულოა ადამიანი." - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

იხ. ამავე თემაზე:

არქიმანდრიტი საბა - ,,არ ვარ დაჭრილი"

ყინწვისის ძმების ამბავი

ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია

ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე დაიცავს

ადვოკატი დაკავებულ მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს უარყოფს

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.