რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ტიხროვანი მინანქრის სკოლაში მეორე ნაკადის შესარჩევად კონკურსი მიმდინარეობს
გორის ტიხროვანი მინანქრის სკოლაში ცნობილი ოსტატის ერმილე მაღრაძის შეგირდების მეორე ნაკადის შესარჩევად კონკურსის მეორე ეტაპი დღეს გაიმართა.

კონკურსში 9 აპლიკანტი მონაწილეობდა.

პირობების შესაბამისად, მათგან შეირჩევა მხოლოდ 7 მონაწილე, რომელიც გაივლის ორწლიან სასწავლო კურსს და მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

სასწავლო პროცესში მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან საოქრომჭედლო საქმიანობისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი, ხოლო მასალად გამოიყენებენ შუა საუკუნეებში არსებული ტექნოლოგიით მომზადებულ მინანქრის სმალტებს.

კონკურსი ერმილე მაღრაძის ტიხროვანი მინანქრისა და ჭედური ხელოვნების სკოლა-სახელოსნოში სწავლის მსურველთათვის მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოცხადდა. პირველ ეტაპი წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევას, ხოლო მეორე ეტაპი, კონკურსანტებთან გასაუბრებასა და მათი ხატვის უნარების შემოწმებას გულისხმობდა.

მინანქრის სკოლა-სახელოსნო ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით გასულ წელს დაფუძნდა. სკოლაში სწავლა უფასოა. სასწავლო ხარჯები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.