რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
შიდა ქართლის სკოლებში დამლაგებლების საშუალო ხელფასი 200 ლარი
შიდა ქართლის სკოლებში დამლაგებლების საშუალო ხელფასი 200 ლარია. ამის შესახებ Qartli.ge-ს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა მიაწოდეს.

რესურსცენტრების ხელმძღვანელების ინფორმაციით, სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ სკოლის ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებსაც გაეზარდოთ ხელფასები, მათ შორის დამლაგებლებს და დარაჯებს.

როგორც ცნობილია, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსი, მენტორი და წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგებს ხელფასი 150 ლარით გაუზარდეს.

„ჩვენთან 32 სკოლაა, 700-მდე მასწავლებელი და 8 000-მდე მოსწავლეა. სკოლების ვაუჩერული დაფინანსება ანუ ბიუჯეტის ოდენობა დამოკიდებულია მოსწავლეთა რაოდენობაზე. დამლაგებლების და დარაჯის ხელფასს სკოლის დირექტორები ერთპიროვნულად ადგენენ. სკოლის დირექტორები საშტატო ნუსხას განათლების სამინისტროს უგზავნის, უწყება კი მას ამტკიცებს. უნდა ითქვას რომ მიმდინარეობს ახალი საშტატო ნუსხების შეთანხმება სამინისტროსთან, რომლის მიხედვითაც დამლაგებლებს და დარაჯებს ხელფასი გაეზრდებათ. რაც შეეხება პედაგოგების საშუალო ხელფასს დანამატების გარეშე თანხის სახელფასო სარგო საშუალოდ 600 ლარია, ხოლო დანამატებით 900 ლარი ,“- აცხადებს ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტირს ხელმძღვანელი ზვიად გოგუაძე.

დაახლოებით იგივეა დამლაგებლებისა და დარაჯების საშუალო ხელფასი ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებშიც.

„180-დან 200 ლარამდე მერყეობს მათი ყოველთვიური ანაზღაურება,“- ამბობს ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გიორგი კობახიძე.

გორის მუნიციპალიტეტში 67 საჯარო სკოლა და 19 000-მდე მოსწავლეა. სკოლის დამლაგებლების საშუალო ხელფასი აქაც იგივე, 200 ლარია.

„სხვა სკოლების მსგავსად გორის სკოლებში მომუშავე დამლაგებლების ხელფასიც საშუალოდ 200 ლარია, რაც შეეხება მასწავლებლების საშაულო ხელფასს დანამატების გარეშე თვეში საშუალოდ 548 ლარს იღებენ,“- აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში

14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო
სერვისებს სთავაზობს
14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო სერვისებს სთავაზობს
14:21 / 02.06.2026
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას
მიმართავს.
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას მიმართავს.
13:37 / 02.06.2026
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს,
ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს, ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
21:16 / 31.05.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის
ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
14:31 / 30.05.2026
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
11:28 / 30.05.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.