ახალი ამბები
თემურ მანველიშვილს 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს
თემურ მანველიშვილს 5 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდეს. დღეს გორის რაიონულ სასამართლოში თემურ მანველიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს.

პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო მანველიშვილი ითხოვდა თავდებობას.

,,ეკა სუხიშვილი, რამაზ შიოშვილი და იასონ დეკანოსიძე პირად თავდებში უდგებიან" - განცხადა ადვოკატმა. თუმცა მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ეკა სუხიშვილი გორის მერის მოადგილეა, რამაზ შიოშვილი - კულტურის სამსახურის უფროსი,
ხოლო იასონ დეკანოსიძე - გორის მერის ინფრასტრუქტურის განყოფილების წარმომადგენელი.

გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს ვედრო ჩამოამხო. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება 8 თებერვალს მიიღო. პროკურატურამ კი ბრალი 9 თებერვალს წაუყენა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

მანველიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ. მუხლის ფორმულირება ასეთია - “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
ტონი მემელი წამყვანი გიტარისტია, ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მუსიკოსი და კომპოზიტორი.
მასში მონაწილეობას გორის და გორის რაიონის 24 საჯარო სკოლა იღებდა.
,,ეს ჩვენი მეორე საჯარო ფორმატის შეხვედრაა. ამ პატარა ფორმატის შეხვედრებს ძალიან მნიშვნელოვანი შინაარსი აქვს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
,,რიტუალების სახლის თანხა ,,პრარაბმა" კაზინოში წააგო" - ჩობალაურში მუშები ხელფასს ითხოვენ
სოფელ ჩობალაურს წელს ნაცვლად 5 ათასი ლარისა, 10 000 ლარი შეხვდა. სოფლის კრება შედგა, თუმცა, მოსახლეობა ამ შეხვედრას კრებას
,,ატოს" და ,,იურჩიკას" ამბავი ატოცში
p.s რეპორტაჟის მომზადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ,,იურჩიკა" რუსმა სამხედროებმა კვლავ დაიჭირეს. ,,ძალა ერთობაშიას"
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
მწვრთნელი განმარტავს, რომ გენო პეტრიაშვილი უახლოეს პერიოდში
გამოეთიშება ევროპულ შეჯრიბებს, სადაც სალიცენზიო რეიტინგების
მოსაპოვებლად
მწვრთნელი განმარტავს, რომ გენო პეტრიაშვილი უახლოეს პერიოდში გამოეთიშება ევროპულ შეჯრიბებს, სადაც სალიცენზიო რეიტინგების მოსაპოვებლად
16:52 / 19.04.2019
პროექტის სახელწოდებაა -

პროექტის სახელწოდებაა -"მწერლები სტუმრად სკოლაში". მისი პრეზენტაცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში შედგა.

15:59 / 19.04.2019
5 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და 25 კილო ფქვილი შეიძინა. სულ
პროდუქტი 1 310 ოჯახმა მიიღო.

5 ლიტრი ზეთი, 5 კილოგრამი შაქარი და 25 კილო ფქვილი შეიძინა. სულ პროდუქტი 1 310 ოჯახმა მიიღო.

15:43 / 19.04.2019
პროკურატურის მტკიცებით, 1981 წელს დაკავებული პირი ნარკოტიკების
რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახდენდა.
პროკურატურის მტკიცებით, 1981 წელს დაკავებული პირი ნარკოტიკების რეალიზაციას ინტერნეტის საშუალებით ახდენდა.
14:45 / 19.04.2019
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს.
ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
საბედნიეროდ, ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამას ცუდად იყენებს. ამან არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის დაჩაგვრა,
12:17 / 19.04.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.