რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფლის პროგრამით შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ვერ პოულობენ

 

აუდიტის ჯგუფმა, შერჩევის მეთოდით, დაათვალიერა ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. შემოწმების შედეგად გამოვლინდა რიგი შეუსრულებელი სამუშაოები, რაც ასევე დასტურდება პასუხისმგებელი პირის შემოწმებით.

 

საქმე იმაშია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ყველა აღნიშნულ სამუშაოს (2012-2013 წწ) ანგარისწორების მასალებს თან ინსპექტირების ჯგუფის დასკვნები, საექსპერტო შეფასებები და მიღება-ჩაბარების აქტები ერთვის. სადაც ცალსახად დადასტურებულია სამუშაოთა სრულად შესრულება. წედისელები სასმელი წყლის პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წლის მაისში საუბრობდნენ. იხ. აქ:

 

 

ამას გარდა, სოფელ ატენში, სასმელი წყლის რეაბილიტაციის ფარგლებში, კერძოდ გარდატენის უბანში არ არის შესრულებული შემდგომი შამუშაოები: წყლის რეზერვუარის იზოლაცია ბიტუმით; რეზერვუარის მონტაჟი მიწის მიყრით; ქსელისთვის მე-3 კატეგორიის გრუნტის დამუშავება და მილის გარშემო გაფხვიერებული მიწის  მიყრა შესრულებულია ნაწილობრივ. 

 

სოფელ ტინისხიდში,  პირველ და მეორე უბნებზე სასმელი წყლის მოწყობის სამუშაოებიდან არ არის შესრულებული საერთო მოხმარების  ონკანის მოწყობისა და ქსელთან მიერთების სამუშაოები. სისტემა არ ფუნქციონირებს და მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. შედეგად, ორივე უბანში სამუშაოების დარჩენილი ნაწილის შესრულების შედეგადაც კი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობები არ გაუმჯობესებულა.

 

2012-2013  წლებში მუნიციპალიტეტში  ,,სოფლის მხარდაჭერი პროგრამის“ განსახორციელებლად სულ  4 მლნ 032 500 ლარია გამოყოფილი. სახელმწიფო აუდიტის შეფასებით, სამუშაოთა შერჩევისა და შესრულების პროცესში, რიგ შემთხვევებში არ არის დაცული პროგრამის მიზნობრიობა და კრიტერიუმები, კერძოდ:

 

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხებიდან, აუდიტის პირობებში სულ ათვისებული იყო 532,9 ათასი ლარი (13,2%) რომელიც არ მოხმარდა სოფლის მოსახლეობის საჭიროების დაკმაყოფილებას.

 

სოფლის პროგრამიდან დაფინანსებულია ისეთი პროექტები, რომლებიც ბოლომდე ვერ დასრულდა და პროექტით სარგებლობის საშუალება მოსახლეობას არ მიეცა. მაგალითად, ნიქოზის თემის სამ სოფელში 2012 წელს დაწყებულია სარიტუალო სახლების მშენებლობები, თანხით 56,4 ათასი ლარი. პროექტების დასრულება იმავე წელს ვერ მოხერხდა, გამოყოფილი თანხების უკმარისობის გამო, ხოლო მომდევნო წელს სხვა პრიორიტეტები დასახელდა სამუშაოები აღარ გაგრძელდა.

 

სოფლებში თედოწმინდასა და მარანაში 2012 წელს პროგრამით გამოყოფილი თანხიდან 31,4 ათასი ლარით შესყიდული და მოწყობილია გაზის მილები, რომლებიც არ არის მიერთებული ცენტრალურ მაგისტრალზე, ხოლო 2013 წელს აღნიშნული პროექტები აღარ გაგრძელებულა. დახარჯული თანხის მიუხედავად , სოფლის მოსახლეობას სარგებელი არ მიუღია. 

 

2012 წლს სოფელ კოშკაში და 2013 წელს სოფელ ორთაშენში საერთოდ არ აუთვისებიათ პროგრამით გამოყოფილი თანხა. პასუხისმგებელი პირის განმარტებით სოფელ კოშკაში მოსახლეობის მიერ  შერჩეული  პროექტი ვერ განხორციელდა გამოყოფილი თანხის სიმცირის გამო, ხოლო სოფელ ორთაშენში, სადაც შენობის შეძენა იყო გათვალისწინებული, შესაბამისი ფართი ვერ მოიძებნა.

 

2013 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა შპს ,,გორიგზამშენთან“ მუნიციპალიტეტის სოფლებში  სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით 169,8 ათასი ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, მიწოდების ვადა იყო 2013 წლის 20 ოქტომბერი, რომელიც შეთანხმების საფუძველზე გადაიწია იმავე წლის 10 ნოემბრამდე. ვადის ამოწურვამდე, მიმწოდებელმა 8 ნოემბერს მიმართა მუნიციპალიტეტს წერილით, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები დაასრულა და ხელშეკრულება ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გაფორმებულია, რის საფუძველზეც მას აღარ დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე.

 

როგორც წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნიდან ირკვევა,  მიმწოდებელმა ხელშეკრულება გააფორმა არა მიწოდების ვადის ამოწურვამდე, არამედ 2014 წლის 3 იანვარს, 53 დღის შემდეგ ვადაგადაცილების გამო,  ხელშეკრულების პირობიდან გამომდინარე, შპს ,,გორგზამშენს“ შეიძლებოდა დარიცხვოდა პირგასამტეხლო 27,0  ათასი ლარის ოდენობით, რაც მუნიციპალიტეტს არ განუხორციელებია.

 

მთავარ ფოტოზე: წედისის სასმელი წყლის რეზერვუარი, გადაღებულია 2012 წელს.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.