რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
"თიბისი დაზღვევა" დასეტყვილი მანქანების მფლობელებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს [R]
თიბისი დაზღვევაში 28 მაისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომობილების 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შეფასების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. ზარალის ანაზღაურების დეპარტამენტი ოპერატიულად ჩაერთო პროცესში, რაც ითვალისწინებს ავტომობილის დაზიანების ხარისხის შეფასებას და ზარალის ზუსტი ოდენობის დადგენას. მომხმარებლის სურვილის მიხედვით დაზიანებული ავტომობილები შეკეთდება სერვის ცენტრებში ან თვითონ მომხმარებელის მიერ "თიბისი დაზღვევის" მიერ ანგარიშზე ჩარიცხული თანხით.

"თიბისი დაზღვევას" სტიქიით მიყენებული ზიანის შეფასების და ანაზღაურების დიდი გამოცდილება დაუგროვდა, მათ შორის სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების შეკეთების ნაწილში. ჩვენთან ბოლო 2 წლის განმავლობაში სეტყვისაგან დაზიანებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 1,000 აღემატება. ზოგადად, ამ პერიოდში სეტყვა დედაქალაქშიც და რეგიონებშიც ხშირია. ასეთ დროს ჩვენი გუნდი მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ მომხმარებელთან სწრაფი და დროული უკუკავშირი მოახდინოს. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, მომხმარებელი იყოს ინფორმირებული და დარწმუნდეს, რომ სეტყვისაგან მიყენებულ ზიანს კომპანია სრულად, მაქსიმალურად მისაღები ფორმით და დროულად აანაზღაურებს.

ასეთი გამოწვევები ადასტურებს, რამდენად ეფექტურად მუშაობს დაზღვევა ზოგადად. დარწმუნებული ვართ, "თიბისი დაზღვევა" ამჯერადაც წარმატებულად გაართმევს თავს სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებას და ავაცილებთ მოსახლეობას მოულოდნელი სურპრიზისგან მიყენებულ ზარალს," - განაცხადა თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილემ, დავით კიღურაძემ.

ზარალის დარეგულირების და თანხობრივი ანაზღაურების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირის ბოლომდე დასრულდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.