რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა სათემო რადიო ,,მოზაიკას" წყაროდ დასახელდეს
გორის მერიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება იმ თანამშრომლის გამოვლენის მიზნით, რომელმაც გორის სათემო რადიო ,,მოზაიკას" აუდიტორების მიერ შედგენილი დოკუმენტი მიაწოდა.

ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა 10 სექტემბერს qartli.ge-ს დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, კითხვები, ძირითადად, ადმინისტრაციის უფროსის, ლექსო თარხნიშვილის მიმართ არსებობს, რომელმაც ელექტრონული ფოსტით, აუდიტორებისგან დასკვნის სამუშაო ვერსია მიიღო და ინფორმაციის დამუშავება-შენახვაზეა პასუხისმგებელი.

,,ლექსო ამბობს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, თუ საიდან მოხვდა რადიოში ეს დოკუმენტი. მას რამდენჯერმე დავუსვით კითხვა. ვინც უნდა იყოს ეს თანამშრომელი, მკაცრად დაისჯება" - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა.

საქმე ეხება, ,,2017-2018 წლების გორის მერიის პროგრამების შესაბამისობის აუდიტის პირველად ანგარიშს". ის 2019 წლის 30 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მერიის ოფიციალურ ფოსტაზე გაგზავნეს.

2019 წლის 5 სექტემბერს რადიო ,,მოზაიკა" აქვეყნებს წერილს სათაურით: ,,სასწრაფოდ - სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიისა და საკრებულოს მუშაობაში დარღვევები გამოავლინა".

მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ ,,ადგილობრივ თვითმმართველობას შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 7 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად მომზადდა, ის ძირითადად ეხება ბიუჯეტის შესრულებას, უხარისხოდ მოწყობილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ა(ა)იპ-ებში გაბერილ საშტატო ნუსხას, გამარტივებულ შესყიდვებში არსებულ შეუსაბამობებს, აუთვისებელ გრანტებს და საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად გაცემულ ანაზღაურებებს."

გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა.

,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა." - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა 10 სექტემბერს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ აუდიტის სახელით გასაჯაროებულმა ინფორმაციამ გაკვირვება გამოიწვია:

,,გორის მერიის ფინანსური აუდიტის ანგარიში ჯერ დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, უხერხულია ვისაუბროთ აუდიტის სახელით დასკვნის არსებობის შესახებ. ეს მხოლოდ ანგარიშის პირველადი ვერსიაა, რომელიც აუდიტის ობიექტებს ეგზავნებათ ხოლმე გასაცნობად და თავისი მოსაზრებების გამოსათქმელად. აუდიტორული დეპარტამენტი მუშაობს ქუთაისში და მათ ყველა ანგარიშზე აქვთ კომუნიკაცია აუდიტის ობიექტებთან" - აღნიშნავს ტატა გამყრელიძე. მისი განმარტებით, სწორედ, ამ სამუშაო პროცესის მასალებია გასაჯაროებული.



ფაქტთან დაკავშირებით, დღეს, 11 სექტემბერს, გორის სათემო რადიო ,,მოზაიკას" ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც რადიოს დირექტორმა და ჟურნალისტებმა დოკუმენტი წარადგინეს და ის სხვა მედიების წარმომადგენლებს გადასცეს. რადიოს დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის განმარტებით, სამუშაო ვერსია გორის მერმა და რადიო ,,მოზაიკამ" ერთდროულად მიიღეს:

,,ფაქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არ არსებობს. ჩვენ კონსულტაციები გავიარეთ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, სადაც გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა განაცხადა, რომ საჯარო დოკუმენტის გასაჯაროებაზე საქმის წარმოების დაწყება უკანონოა" - განაცხადა გვანცა დოლუაშვილმა.


ვინ არის ალექსანდრე (ლექსო) თარხნიშვილი

ალექსანდრე თარხნიშვილმა მუშაობა იმ დროს დაიწყო, როდესაც ქალაქი გორი და გორის თემი ცალ-ცალკე არსებობდა. ის გორის მუნიციპალიტეტის თემის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო. მის შესახებ ანტიკორუფციული სამსახური მაშინ დაინტერესდა, როდესაც 2017 წელს qartli.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა: ,,კომპანიამ სახურავი შეაკეთა, თუმცა ტენდერი წააგო".

საქმე ეხება ქარის სტიქიისგან დაზარალებულ სახლების რეაბილიტაციის პროგრამას. ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას, გამგეობამ, სახურავების რეაბილიტაცია დაავალა გადაუდებელი აუცილებლობით, თუმცა, ერთი თვე ისე გავიდა, კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება არ გააფორმეს. კომპანიის დირექტორი გვიცხადებდა, რომ გამგეობა ხელშეკრულების დადებას დაპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა.

,,რა აუცილებელი იყო, რომ მასთან პირდაპირი ხელშეკრულება დაგვედო?" - გვითხრა შესყიდვების განყოფილების უფროსმა ალექსანდრე თარხნიშვილმა, რომელმაც ინტერვიუს ბოლოს იმაზე დაიწუწუნა, რომ 10 წუთი სამუშაო დრო წავართვით.

ხელშეკრულება კომპანიასთან შესყიდვების სამსახურს უნდა გაეფორმებინა. ამის გამო, კომპანია ,,ალონისმა" 200 000 ლარით იზარალა. სამუშაოების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, პირდაპირი შესყიდვით ხელშეკრულების გაფორმება აღარ შეიძლებოდა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, გორის მერია და თემი გაერთიანდა. ალექსანდრე თარხნიშვილი ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსი გახდა. მისი პოზიცია, მერიის დებულების მიხედვით, განისაზღვრა, როგორც მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. ამავე დებულების მიხედვით, მერიის პრველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციებია:

მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, შესყიდვების და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და იურიდიული საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

ალექსანდრე თარხნიშვილის უწყების დაქვემდებარებაში შედის:

ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) შესყიდვების განყოფილება; ე) იურიდიული განყოფილება;

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.