,,უკან ვიღა დაბრუნდება აქ?" - იმერხევი ძამას ხეობაში
პირველად, ეს სოფელი მაშინ მოვიკითხეთ, როდესაც ქარელის მერიამ, 2018 წლის დასაწყისში, ზღუდერი-იმერხევის გზის მოასფალტების შესახებ, გვაუწყა. თუმცა, ადგილზე ჩასულს სხვა სიტუაცია დაგხვდა. გზა სოფელ ზღუდერში, სოფლის ცენტრიდან სოფლის ბოლომდე, გაუკეთებიათ. ზღუდერის შემდეგ კი, 5 კმ სიგრძის გზაზე, იმერხევამდე, ასფალტი ისევ დასაგები იყო.

ყოველწლიურად, იმერხევის გზაზე ახალ-ახალი ღრმულები ჩნდება. ნიაღვარი და ტალახი ალაგ-ალაგ მსუბუქი მანქანისთვის მორიგ დაბრკოლებებს
ქმნის. იმერხევი - ეს არის სოფელი მდინარე ძამას ხეობაში. სოფელში მდინარე ღვანანა ჩამოედინება, რომელიც მარჯვენა მხრიდან უერთდება მდინარე ძამას.

აქ სკოლა 1990 წელს დაიკეტა. ერთ-ერთი მოსწავლე, რომელიც იმერხევის დაწყებით სკოლაში ბოლოს სწავლობდა, ლერი ქოქოევია. ის ახლა თითქმის 40-წლისაა, უვლის დედას, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მამა ცოტა ხნის წინდაეღუპა. ლერის მამა 90-იან წლებში პირისპირ არაერთხელ შეხვედრია არაფორმალურ დაჯგუფებებს, იარაღიც მიუდიათ შუბლზე, თუმცა ლერის მამას იმერხევი არ მიუტოვებია. არც მის შვილს უფიქრია წასვლა.

3 წელია ლერი ქოქოევი ქონების რეგისტრაციას ცდილობს. სახლის დამტკიცებას ჯერ მამამისი, ამჯერად, თვითონ შეუდგა. ყვება, რომ ძალიან ბევრი ბიუროკრატიული წინააღმდეგობის გადალახვა უწევს. ,,ამჟამად, ეს პროცესი თითქმის 70%-ით დასრულებულია“ - ამბობს ლერი ქოქოევი. თან მუდმივად სახლისკენ იყურება, მწოლიარე დედის ჯავრი აქვს.

,,ტკივილები აქვს. საავამდყოფოში გვყავდა ერთი კვირის წინ. სასწრაფო დახმარების მანქანით წავიყვანეთ. ერთი კვირა იწვა, ახლა ისევ წამოვიყვანეთ სოფელში. მერია დაგვეხმარა ერთჯერადი თანხით,“ - გვითხრა ლერი ქოქოევმა.

საუბრის დროს, მისი მეზობელი სულიკო ქელეხსაევი შემოგვიერთდა. ის 13 წლის წინ იმერხევში დაბრუნდა. ამბობს, რომ სახლი ჯერ კიდევ 2012 წელს იოლად დაირეგისტრირა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქონების რეგისტრაციის გამარტივების შესახებ, ბრძანება გამოსცა:

,,ერთ დღეში დავირეგისტრირე მაშინ, მაგრამ ,,ტუფტა“ აღმოჩნდა. იმის შემდეგ ხელახლა მომიწია საბუთების შეგროვება, სად აღარ ვიარე, რა საბუთი აღარ დამჭირდა. მე გამიადვილდა იმიტომ, რომ დედისერთა ვიყავი. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა. სახლი დარჩა დედაჩემს. დედაჩემი რომ დაიღუპა, მერე ჩემზე გადმოვიდა.“ - აცხადებს სულიკო ქელეხსაევი.

მას ყველაზე მეტად იმაზე საუბარი სურს, როდესაც ახალგაზრდობაში მუშაობდა. იხსენებს, რომ 90-იან წლებში, ძირითადად, თბილისში ცხოვრობდა და არაფორმალურ დაჯგუფებებთან შეხება არ მოუწია. ,,არეულობის დროს არც ჩამოვდიოდი სოფელშიო“ - გვიყვება სულიკო ქელეხსაევია.

შალვა ქოქოევი მარტო ცხოვრობს. ოთხი ქალიშვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჰყავს დაოჯახებული. ამბობს, რომ შვილები ხშირად აკითხავენ, წასვლასაც ურჩევენ, მაგრამ არ მიდის:

,,ადრე 75 კომლი იყო ამ სოფელში, ახლა, სადმე სუფრაზე, 20 კაცი თუ შევიკრიბებით მთლიანად. აქ ვიღა ჩამოვა, იქ მოიწყეს ცხოვრება. აქ რომ ჩამოვიდნენ, რა უნდა ნახონ?“ - ამბობს შალვა ქოქოევი და იმ სიძნელეებზე ყვება, რაც სოფელ იმერხევს და მის მოსახლეობას აწუხებს.

პ.ს. ძამას ხეობაში გზაზე თუ დასახლებებში ხშირად შეხვდებით სასულიერო პირებს: ბერებს, მონაზვნებს, მღვდლებს. ისინი აცხადებენ, რომ ბოლო 20 წელია ხეობაში საკმაოდ გაიზარდა ეკლესია-მონასტრების რაოდენობა, ასევე, ბერ-მონაზონთა კერძო საცხოვრებელი სახლები, მიწის ნაკვეთები, სათიბები, საძოვრები...




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს
სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
გარდა ტვირთებისა, უფლისიციხიდან და ატენიდან დაბრუნებულ მძღოლებს სიმთვრალე-სიფხიზლეზეც ამოწმებენ.
13:54 / 09.08.2020

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

00:30 / 09.08.2020
,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ
ცხინვალში, მილიციონერი,
,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
19:06 / 08.08.2020
ნიქოზის ეკლესია 2008 წლის აგვისტოში ორჯერ დაიბომბა.
ნიქოზის ეკლესია 2008 წლის აგვისტოში ორჯერ დაიბომბა.
13:19 / 08.08.2020
"ამ შაბათს გოგიძიაანთში ქორწილიაო", "კეხვში კეხურა ვაშლებს დახუნძლული ასხიაო", "მიუხედავად არეულობისა, ქურთაში ისევ ბევრი ოსური ოჯახები ცხოვრობენო",
11:57 / 08.08.2020
ვიდეორეპორტაჟი

"მამი, მე ცხინვალში უნდა შევიდე და შენ გაბარებ ოჯახს, არავის არ უთხრა.

,,ვის აღარ მივმართეთ დასახმარებლად, ნაცნობიც კი მოვძებნეთ ცხინვალში, მილიციონერი,
ღონისძიებაზე პუბლიკაციის "ბავშვთა მიმართ ძალადობა გზამკვლევი პედაგოგებისათვის" პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია
,,ღამის ოთხ საათზე წამოვედი იქიდან. ჩემი მეზობელი ამოვიდა ჩემთან და - ამირან, შენი ჭირი მეო!
გასული თვის პოპულარული სიახლეები
რაისა ჯიოევი - დევნილი აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ

,,მე ეგრე მითხრეს: ,,შენ დარჩიო და შენი ქმარი გაუშვიო"- და-მეთქი გუშინ ხო არ გავთხოვდი

ტყემლოვანა - გადაფორმებული სოფელი კონკორდატის სახელით
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.