რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
3-ჯერ გადმოკვეთა ,,საზღვარი" - ანდრეი კობისოვის საქმე გორის სასამართლოში იხილება
გორის სასამართლოში, დღეს, 37-წლის ანდრეი კობისოვის საქმის განხილვა ხელახლა გადაიდო. პროკურორმა ბრალდებული არ წარმოადგინა. სინამდვილეში კობისოვი (ქობესოვი) ცხინვალის საპატიმრობში იმყოფება, რადგან ოფიციალურმა თბილისმა ის ცხინვალის ხელისუფლებას 2019 წლის აგვისტოს გადასცა.

,,დღეს ჩანიშნული იყო პროცესი, თუმცა იმის გამო, რომ მოსამართლეს სხვა პროცესები ჰქონდა, აღნიშნული საქმის განხილვა გადაიდო. ბრალდებული პროცესებს არ ესწრება“ - გვითხრეს სასამართლოში. ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრება ბრალდებული პროცესებს, სასამართლოში განმარტავენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან, რადგან განხილვა დაუსწრებლად ხორციელდება.

საქართველოს შს სამინისტროს კობისოვის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ. მოსამართლის თანამშემწე გვეუბნება, რომ მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა და ბრალდებული გირაოთია გათავისუფლებული: ,,სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია, არც ძებნილის სტატუსით სარგებლობს“ - გვითხრა შალვა კაკაურიძის თანაშემწემ.

პასუხი ასევე არ გვაქვს საქართველოს პროკურატურისგან, რომელიც დიდი ხანია პროცესზე ბრალდებულის გარეშე გამოდის.

კობისოვისთვის წარდგენილი ბრალით ირკვევა, ის საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე 3-ჯერ შემოვიდა და ამდენჯერვე უკან გაბრუნებულა. მის მიმართ წარდგენილია ორი მუხლი:

1. საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (3 ეპიზოდი) - ეს გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

2. სსკ-ის 322 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (3 ეპიზოდი)- რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას გულისხმობს.

ვინ არის ანდრეი კობისოვი

ანდრეო კობისოვის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაჩნდა. ოსური მედია წერდა, რომ მან გაიტაცა ადგილობრივი ბიზნესმენი ალექსანდრე ცხოვრებოვი. ალექსანდრე ცხოვრებოვი 22 ივლისს საკუთარი მანქანით სოფელ ფრისისკენ წაიყვანეს.

გატაცების შესახებ ინფორმაცია მილიციას გატაცებულის შვილმა მიაწოდა. მამამ შვილს პირადად დაურეკა და გათავისუფლების სანაცვლოდ, გამტაცებლებისთვის, 2 მლნ რუბლის გადახდა მოსთხოვა. ცხინვალის მილიციამ დაადგინა, რომ გამტაცებელი ანდრეი კობისოვი იყო, რომელიც 2 წლის განმავლობაში, იძებნებოდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების შს მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ანდრე კობისოვმა სხვა ფაქტებიც აღიარა, კერძოდ, სარმატ გაბარაევთან ერთად ბიზნესმენ ნუგზარ ხეთაგუროვის გატაცება, რომელსაც 2 მლნ რუბლის გადახდა მოსთხოვა. ხეთაგუროვმა გამტაცებლებს მხოლოდ 500 000 რუბლი გადაუხადა.

ქობისოვი ასევე გენადი სიუკაევის გატაცების ფაქტსაც აღიარებდა, რომელსაც, თანამზრახველთან ერთად, 1,5 მლნ რუბლი გამოართვა.

რაც შეეხება ცხოვრებოვის გატაცებას, ცხინვალის მილიციამ ამ საქმეზე კობისოვი 2017 წლის 24 ივლისს დააკავა. სპეცოპერაცია ოსურმა მილიციამ ზარის გზაზე აწარმოა. ერთ-ერთი გამტაცებელი გაიქცა და ტყეს შეაფარა თავი.

ამის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ კობისოვი ცხინვალის ციხიდან გაიქცა.

შეტაკება მილიციასთან 2019 წელს და გაქცევა თბილისისკენ

2019 წლის 16 ივლისს, ცხინვალის რაიონის სოფელ ზალდაში, მილიციის თანამშრომლები დაჭრილები ნახეს.

,,იმ დროს, როდესაც მილიციის ორი თანამშრომელი სოფელში ერთ-ერთ სახლში მივიდნენ, სადაც ძებნილი ეგულებოდათ, ცეცხლი გაუხსნეს" - აღნიშნავდა ოსური მედია. ადგილობრივი ჟურნალისტების ცნობით, მილიციონერებს ავტომატური იარაღებიდან ცეცხლი ორმა მამაკაცმა გაუხსნა, რომლებმაც მიმალვა შეძლეს. ცხინვალის მილიცია ირწმუნებოდა, რომ ძებნილები იყვნენ - 36 წლის ანდრეი კობისოვი და 28 წლის სარმატ გაბარაევი.

2019 წლის 17 ივლისს ოსურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ კობისოვი და გაბარაევი ქართულმა პოლიციამ დააკავა:

,,ჯერჯერობით, გვარები არ გვითხრეს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ძებნილები არიან. ერთ-ერთი მათგანი დაჭრილია" - განუცხადა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს მინისტრმა, იგორ ნონიევმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, დაკავების შესახებ, ინფორმაცია დე-ფაქტო ხელისუფლებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ აცნობა.

დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრი აცხადებდა, რომ ძებნილებმა მამისაანთუბნამდე (ერგნეთის სიახლოვეს) მიაღწიეს.

2019 წლის 18 ივლისს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ დაკავებულების გადაცემა მოითხოვა.

ერთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ 2019 წლის 20 აგვისტოს ანდრეი კობისოვი ცხინვალის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. სანაცვლოდ, ცხინვალიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის თაობაზე ერგნეთში კითხვა საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს დაუსვეს. სირაძემ გაცვლა-გამოცვლის შესახებ ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.