რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ზარდიანთკარელ გენადი ბესტაევს ცხინვალში 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრს, 51-წლის გენადი ბესტაევს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბესტაევის საკითხზე საქართველოს ხელისუფლება სათანადო რეაგირებას არ ახდენს.

,,საოკუპაციო ძალებმა დაკავებისთანავე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის ბესტაევმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. ჩხრეკისას მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. რუსმა სამხედროებმა ის ადრეც, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავეს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმეთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა დახმარებოდა საკუთარ მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები, აღნიშნულ საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არ არსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს." - აღნიშნულია განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ხელისუფლებას მიმართავს, რომ გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასანთავისუფლებლად. ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს.

გენადი ბესტაევის შესახებ

გენადი ბესტაევის ცოლ-შვილი ცხინვალში ცხოვრობს. მათ სანახავად ცხინვალში წასვლა ბევრჯერ უცდია:

,,სახლი დგას ზედ საკუპაციო ხაზთან, უფრო სწორად, ღობესთან. ბევრჯერ უგინებია რუსებისთვის, რადგან სამხედროები არ უშვებენ ხოლმე ღობის მეორე მხარეს. როგორც ჩანს, რუსებს ყელში ამოუვიდათ მისი საქციელი და დააკავეს" - გვიყვება ერთ-ერთი ზარდიანთკარელი მოსახლე.

გენადის ცოლი ეთნიკური ქართველია, ის წარმოშობით ტყვიავიდანაა. გენადის სიდედრი, ნაზო ტერაშვილი იხსენებს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, მისი ქალიშვილი და შვილიშვილები საცხოვრებლად ცხინვალში დარჩნენ:

,,იქ მუშაობდნენ, ხან ხილის კრეფაზე, ხან რაზე. ომის შემდეგ დარჩნენ და გააგრძელეს ცხოვრება. შვილებიც წამოეზარდნენ. ჩემი სიძე კი, მკვლელობის მუხლით, სასჯელს 14 წელი იხდიდა. როცა ციხიდან გამოვიდა, დაუბრუნდა თავის მშობლიურ სახლს, ზარდიანთკარში" - ამბობს ნაზო ტერაშვილი.

როგორც ირკვევა, გენადი ბესტაევი, მკვლელობის მუხლით, 2003 წელს გაასამართლეს. სასჯელი სრულად მოიხადა. 2017 წლიდან კი მას რუს სამხედროებთან მუდმივ კონფლიქტში იმყოფება.

გენადი ბესტაევის და, თინა გუდაძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. ამბობს, რომ მისი ძმის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ცხინვალის ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას არ აძლევენ, ზარდიანთკარში კი სრულიად მარტოა, ყურადღების გარეშე.

,,ხომ ნახეთ სახლი? ზედ საზღვარზეა. მეც არ მიშვებენ მაგ სახლში. სახიფათოა მიახლოებაც კი. ჩემი ძმა მანდ ცხოვრობს, ზოგჯერ საკვების მიწოდებაც ხომ უნდა?. ღობის იქით, რომ დაბალი სახლია, იქ რუსის სამხედროები არიან. სამადლოდ გადმოუგდებენ ხოლმე საკვებს, მაგრამ როდემდე უნდა იყოს ასე გასაცოდავებული,“ - გვითხრა თინა გუდაძემ, ჯერ კიდევ, პირველი დაკავებების დროს.

გამყოფი ხაზის გადაკვეთისას პირველად დაკავების დროს საქართველოს მოქალაქეები 2000 რუბლით ჯარიმდებიან, მეორედ დაკავებისას, ეს ჯარიმა ორმაგდება, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეს დე-ფაქტო ხელისუფლება მესამედაც დააკავებს, მაშინ მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება. საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი 2017 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. იგი დე-ფაქტო რესპუბლიკისა უშიშროების კომიტეტს გადასცეს. გენადი ბესტაევის სასამართლო 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.