რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ვალებში ,,ჩაძირულმა" კომპანიებმა გორის მერიის ტენდერები მოიგეს
2019 წლის განმავლობაში, გორის მერიის ტენდერებში გაიმარჯვა ისეთმა კომპანიებმა, რომლებსაც ფინანსური პრობლემები ქონდათ, ერთ-ერთმა კომპანიამ, გამარჯვების სანაცვლოდ, ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც სასამართლომაც დაადასტურა.

გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გაიმარჯვა ისეთმა კომპანიებმაც, რომლეის ხელმძღვანელები, გამარჯვების შემდეგ, დახმარებას ხან სხვა კოპანიას სთხოვდნენ, ხან კი, - უშუალოდ მერიას.

Qartli.ge-მ მოიძია დოკუემენტები, სწორედ ასეთი ტენდერების შესახებ.



კალათბურთის მოედანი -
კომპანია ,,ბერიკა“

2019 წლის 9 იანვარს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი გორის უნივერსიტეტის ეზოში კალათბურთის მოედნის რეაბილიტაციის მიზნით.

პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში უნდა ჰქონოდა ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის, შინაარსის, არანაკლებ 105 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ბერიკამ“ (ს/ნ: 416344478), რომელმაც გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა შპს „ბაბუ კაპიტალთან“ გაფორმებული 2018 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება, ასევე მის საფუძველზე შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით დადგინდა, რომ შპს „ბერიკას“ მინდობილი პირის, კახაბერ კინწურაშვილის მიერ დამზადებული, შპს „ბაბუ კაპიტალთან“ გაფორმებული 2018 წლის 22 ნოემბრის ხელშეკრულება, მის საფუძველზე გაფორმებული 2018 წლის 22 ნოემბრის მიღებაჩაბარების აქტები, ასევე 2018 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რომლებიც შპს „ბერიკამ“ წარადგინა ელექტრონულ ტენდერში, იყო ყალბი.

,,ბერიკას“ წარმომადგენელი დაეთანხმა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, აღნიშნა, რომ შპს „ბერიკას“წარმომადგენელი იყო კახაბერ კინწურაშვილი, რომლის მიმართაც მანამდეც უკვე გამოტანილი იყო გამამტყუნებელი განაჩენი ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენების ფაქტზე.

სასამართლოზე დადგინდა, რომ შპს „ბერიკა“ დაფუძნდა იმის გამო, რომ შპს „ბაბუ კაპიტალი“, რომლის დირექტორიც იყო კახაბერ კინწურაშვილი, ვერ იღებდა მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში შავ სიაში დარეგისტრირების გამო. მისივე განმარტებით, ვინაიდან შპს „ბაბუ კაპიტალს“ იმ პერიოდისთვის გააჩნდა მოთხოვნილი ბრუნვა, მისი გამოცდილებით ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „ბერიკამ“. გორის მერიის ტენდერში გამარჯვების მიზნით კი, ,,ბერიკასა“ და ,,ბაბუ კაპიტალს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზანს წარმოადგენდა ,,ბაბუ კაპიტალის" გამოცდილების გადაცემა შპს ,,ბერიკასადმი". 




მიტოვებული კორპუსის ეზოები - კომპანია ,,პრაიმ-ენერჯი“

2019 წლის 4 ივლისს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერები ქ. გორში, ნადირაძის ქ N9, N11, N13 და N15 საცხოვრებელი კორპუსების ეზოს მოასფალტების სამუშაოების მიზნით.

სატენდერო კომისიის 2019 წლის 29 ივლისისა და 6 აგვისტოს № 3 სხდომის ოქმებით, შპს „პრაიმ ენერეჯი“ (ს/ნ: 441996743) ტენდერებში გამოვლინდა გამარჯვებულად და მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად.
2019 წლის 5 და 13 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის მიხედვით სამუშაოები გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა დასრულებულიყო 45 და 30 კალენდარული დღის ვადაში.

ხელშეკრულებების ღირებულებად განისაზღვრა 28 084 და 15 068,6 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 30 ოქტომბერი.

კომპანიამ სამუშაოების წარმოება ვერ დაიწყო. მიეცა გაფრთხილება. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, 2019 წლის 29 აგვისტოს მერიამ ხელშეკრულებები შეწყვიტა.

,,პრაიმ-ენერჯმა“ 2019 წლის 30 აგვისტოს მერიას აცნობა, რომ მან სამუშაოების წარმოება ვერ დაიწყო ფინანსური პრობლემების გამო, ხოლო მზად იყო, სამუშაოების წარმოება დაეწყო ორი დღის ვადაში და ხელშეკრულების გაგრძელება ითხოვა.
გორის მერიაში ირწმუნებიან, რომ ,,პრაიმ-ენერჯთან“ ხელშეკრულებები არ გაგრძელდა, პირიქით, 2019 წლის 30 აგვისტოდან პირგასამტეხელოს თანხები დააკისრეს.




უფლისციხის გზა - ღიად დატოვებული ორმოულები

2019 წლის 5 აგვისტოს, გორის მერიასა და ,,პრაიმ-ენერჯის“ შორის, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (2019 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით), უნდა შეესრულებინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხეში ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.

ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 44 663 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 31 ოქტომბერი.

ფოტო qartli.ge-მ მაშინ გადაიღო, როდესაც ორმოულები თითქმის ერთი თვის განმავლობაში მიტოვებული იყო. გორის მერიაში მაშინ გვიცხადებდნენ, რომ ეს გზა მერიას არ ეკუთვნის და არ ვიცით, ვინ აკეთებსო. თუმცა, როცა საგზაო დეპარტამენტს დავუკავშირდით, იქაც უარყვეს ზის რეაბილიტაციის პროექტს.

,,პრაიმ-ენერჯმა“ გამოსავლის ძიებაში მოძებნა სხვა კომპანია, კერძოდ, საგზაო სამშენებლო სამმართველო #1, გააფორმა მასთან, 2019 წლის 20 აგვისტოს, ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით, შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო № 1“ ითანამშრომლებდა ,,პრაიმ-ენერჯისთან“ და შეასრულებდა სამუშაოების დიდ ნაწილს.

მიუხედავად ამისა, გორის მერიამ, 2019 წლის 30 აგვისტოს, არ გაუგრძელა ხელშეკრულება ,,პრაიმ-ენერჯის“ - აცხადებენ მერიაში. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 29 აგვისტოს ,,პრაიმ-ენერჯისთან“ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 2 233,15 ლარის ოდენობით.

,,პრაიმ-ენერჯის“ წარმომადგენელმა გორის მერიას 2019 წლის 30 აგვისტოს განუმარტა, რომ სამუშაოების შესრულება შეთანხმებულ ვადაში ვერ დაიწყო ფინანსური პრობლემების გამო.

მიმწოდებელმა აღნიშნა, რომ იგი არ ითხოვდა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანას და თანახმა იყო, სამუშაოები დაესრულებინა ვადაგადაცილებით, პირგასამტეხლოს დაკისრების პირობით, თუმცა შემსყიდველი ორგანიზაციისგან უარი მიიღო.


ქვახვრელის არხი

2019 წლის 8 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი დამბების, არხების, სარწყავი არხებისა და აკვედუკების/ღარხიდების მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

სატენდერო კომისიის 2019 წლის 6 მაისის №3 სხდომის ოქმით, ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „არტ-სტარი“ (ს/ნ: 402075874) და ამავე სხდომის ოქმით, იგი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2019 წლის 14 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა №58 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, არაუგვიანეს 2019 წლის 28 ივნისისა. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 23 908,05 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 31 ივლისი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 ივლისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, სამუშაოები იყო შეჩერებული, მას შესრულებული ჰქონდა მხოლოდ 9 024,35 ლარის ღირებულების ვალდებულება, რაც სრული მოცულობის 38%-ს შეადგენდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამავე წერილით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა და პირგასამტეხლოს დაკისრება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 9 ივლისს № 04/12734 წერილით მიმართა მიმწოდებელს, მიუთითა, რომ მის მიერ ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, მათ შორის გეგმა-გრაფიკის დარღვევით, დააკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება.

ინსპექტირების განმახორციელებელი პირის შპს „სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს“ ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, გაზიარებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 977,77 ლარს, ხოლო იმ სამუშაოების ღირებულება, რომელიც ინსპექტირების ანგარიშით არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან ინსპექტირებაზე არ იქნა წარდგენილი ფარული სამუშაოების აქტები, შეადგენს 8 853,52 ლარს.

საქმეში არსებული 2019 წლის 2 აგვისტოს № 2 მიღება-ჩაბარების აქტისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტების (ფორმა 2) თანახმად, მიმწოდებელმა არასრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამავე მიღება-ჩაბარების აქტით დასტურდება, რომ მის მიერ შესრულებულია 13 959,52 ლარის ღირებულების ვალდებულება, რაც სრული მოცულობის 58%-ს შეადგენს.

დაკარგული საპატიო მედლები

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წლის თებერვალში, გამოაცხადა ტენდერი ვერცხლის მომინანქრებული მედლების დამზადების შესახებ.

2019 წლის 19 თებერვალს ხელშეკრულება გაფორმდა ინდეწარმე პ. გოგრიჭიანთან. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 490 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 30 აპრილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელის 2019 წლის 27 ივნისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მიმწოდებელმა დაარღვია, 2019 წლის 19 თებერვალს გაფორმებული № 20 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას ვერ მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი.


,,დარო დოროს“ გამარჯვება ტენდერებში

2019 წლის 4 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა 3 ელექტრონული ტენდერი, სადაც სატენდერო კომისიის 2019 წლის 25 სექტემბრის ოქმებით 3-ვე ტენდერში ,,დარო დორომ“ გაიმარჯვა.

2019 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული 1-ელი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (2019 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით), უნდა შეესრულებინა ქალაქ გორში მდებარე პროტესტანტულ-ევანგელისტური ეკლესიის ღობის სარტყელის და შესასვლელი ჭიშკრის მოწყობის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 9 709,83 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 30 დეკემბერი.

2019 წლის 9 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა მე-2 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ,,დარო დოროს“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით), უნდა შეესრულებინა ქალაქ გორში, თამარ მეფის ქ. V კვ. № 23-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 8 811,75 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 30 დეკემბერი.

2019 წლის 9 ოქტომბერს მხარეთა შორის გაფორმდა მე-3 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (2019 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით), უნდა შეესრულებინა ქალაქ გორში, ფალიაშვილის ქ. № 2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს შესასვლელი კარის შეცვლისა და დაზიანებული სვეტების აღდგენის სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 2 024,50 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად – 2019 წლის 30 დეკემბერი.

როგორ გაირკვა, ხელშეკრულების გაფორმების დროს, კომპანიას სასამართლო დავები ჰქონდა, რაც ოქტომბრის ბოლოს გამჟღავნდა. 24 ოქტომბერს სამუშაოები არც კი იყო დაწყებული.

კერძოდ, 2019 წლის 29 ოქტომბერს ,,დარო დორომ“ მერიას აცნობა, რომ 2019 წლის 25 ოქტომბერს, სამოქალაქო დავის ფარგლებში, ყადაღა დაედო მის ანგარიშებს, რაც აფერხებდა სამუშაოების წარმოებას. ამდენად, მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას სთხოვა დახმარება აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

2019 წლის 30 ოქტომბრის შემოწმების აქტებიდან ირკვევა, რომ მიმწოდებელს № 168 და № 176 ხელშეკრულებების ფარგლებში შესრულებული ჰქონდა სამუშაოების ნაწილი, დარჩენილი ნაწილი კი იყო შეჩერებული.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 4 ნოემბერს მერიამ მასთან ხელშეკრულებები შეწყვიტა.




სატენდერო კომისიის შემადგენლობა

ერასტი ელიჯარაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ალექსანდრე თარხნიშვილი- გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

დალი ტლაშაძე - გორის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

მალხაზ ლალებაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ზვიად ანესაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

არჩილ გიუნაშვილი-გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური სამსახურის პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.