ახალი ამბები
,,2 მილიონს კაპიკი არ მოკლებია" - რისი თანხა გააპროცენტეს გამგეობაში

 

,,შემნახველ ანგარიშზე" 2 მლნ ლარი მუნიციპალიტეტის საბუღალტრო განყოფილების უფროსმა ნანა ჩეჩელაშვილმა 2015 წლის 2 თებერვალს გადარიცხა. მისი თქმით, ეს თანხა თავისუფალ თანხას წარმოადგენდა. იგივეს ამბობს საფინანსო სამსახურის უფროსი ლია მერებაშვილი. ბოლო საკრებულო სხდომაზე ამ გაპროცენტებული თანხის შესახებ ინფორმაცია, სწორედ, ლია მერებაშვილმა გააჟღერა. ეს იმ დროს, როდესაც ,,ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატებმა

იკითხეს: თუ საიდან უნდა დაფინანსდეს ააიპი ,,ანსამბლი მაჩაბელი", ხოლო ააიპ ,,გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრს" რა სახსრებით ეზრდება დაფინანსება 51 ათასი ლარიდან 95 ათას ლარამდე.

 

,,ამ ეტაპზე თავისუფალი თანხები არ გვაქვს, მაგრამ ბანკიდან მიღებული პროცენტებით შევძლებთ აიპიებისთვის თანხების მოძებნას" - განაცხადა ლია მერებაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაინტერესდა იმით, თუ საიდან მოიძებნა წლის დასაწყისში აღნიშნული თავისუფალი თანხა. ხელმძღვანელი პირებისგან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებები მივიღეთ.

 

დავით ონიაშვილი: ,,ეს ხელფასების თანხაა, მე როგორც ვიცი, უფრო ზუსტად საფინანსო სამსახურის უფროსს ეცოდინება"

 

საფინანსო სამსახურის უფროსი ლია მერებაშვილი 2015 წლის 23 ივნისიდან შვებულებაში გავიდა. მის მოვალეობას, ამჟამად, ნანა ჩეჩელაშვილი ასრულებს.

 

გია წვერავა, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ჩვენი სტუმრობის დროს, ლია მერებაშვილს დაუკავშირდა ტელეფონით.

 

გია წვერავა: ,,ლია, 2 მლნ ლარის შესახებ აინტერესებთ და შენ თვითონ დაელაპარაკე"

 

ლია მერებაშვილი ტელეფონით: ,,ეს თანხა ჩვენ გვქონდა, როგორც თავისუფალი თანხა. ქეშის სახით. (cash - ნაღდი ფული). დავდეთ დეპოზიტზე, რითაც მუნიციპალიტეტი გარკვეულ მოგებას ნახავს".

 

ამის შემდეგ გია წვერავასთან ერთად იმ ვიდეოჩანაწერს მოვუსმინეთ, სადაც ლია მერებაშვილი საკრებულოს სხდომაზე 2 მლნ ლარის შესახებ საუბრობს.

 

,,სწორეს ამბობს, ლია." - დასძინა გია წვერავამ.

 

კითხვა: ,,ეს რა თანხაა?"

 

გია წვერავა: ,,ეს ტრანსფერის თანხაა"

 

რეზო გოგიაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილიც ადასტურებს, რომ ეს ორი მილიონი ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გამოთანაბრებითი ტრანსფერტის თანხას წარმოადგენს.

 

,,ამ თანხით ხდება ხელფასების გაცემა, სარეზერვო ფონდის შევსება და ა.შ." - აცხადებს რევაზ გოგიაშვილი.

 

23 ივნისს საფინანსო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნანა ჩეჩელაშვილს ვკითხეთ: ,,მოაკლდა თუ არა რაიმე თანხა 2 მლნ ლარს 2015 წლის 2 თებერვლიდან დღემდე?". მისი პასუხია: ,,არა" 

 

,,ნებისმიერ დროს შეგვიძლია ამ თანხის გამოყენება, თუნდაც ნაწილ-ნაწილ" - განმარტავს ნანა ჩეჩელაშვილი.

 

გია წვერავა დეტალურად განმარტავს, თუ რაში დაიხარჯება 2 მლნ ლარი: ,,ეს თანხა წავა მაგალითად საბავშვო ბაღების დაფინანსებაში, კეთილმოწყობის სამსახურში... როგორც კი წარმოადგენენ შესრულებული სამუშაოების შესახებ დოკუმენტაციას, მაშინვე გადავურიცხავთ თანხას, მათ შორის, იმ სამუშაოებზე, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციებს ვალდებულების სახით აქვთ აღებული"

 

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ბერკაცაშვილი ამბობს, რომ 24 ივნისის მდგომარეობით სოფლის პროგრამების სამუშაოები ჯერ კიდევ დაწყებული არაა.

 

,,ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტირებების პროცესი მიმდინარეობს. ვერ გეტყვით, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება სოფლად ჯერ ისევ ადრეა, მაგრამ უფრო ჩქარი ტემპით შეიძლება ამის გაკეთება" - განაცხადა ვახტანგ ბერკაცაშვილმა.

 

მართალია გია წვერავა ამბობს, რომ რაიონის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარის ხარჯვის პროცესი მალე დაიწყება, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუკი აგვისტოში მუნიციპალიტეტს დეპოზიტზე განთავსებული 2 მლნ ლარი დაჭირდა და გაიხარჯა?

 

კითხვა: ,,ამით ხომ პროცენტს ვეღარ მიიღებთ?"

 

გია წვერავა: ,,რა თქმა უნდა"

 

კითხვა: ,,რა ეშველება ამ შემთხვევაში ააიპიებს? ისინი ხომ სწორედ პროცენტიდან შემოსულ თანხებზეა დამოკიდებული?"

 

იხ. პასუხები და ვრცელი განმარტებები ვიდეოში

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკაში დანერგილია მშობიარობის ეპიდურული გაუტკივარება, ამ მეთოდის გამოყენების შესახებ
"მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ
აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოგზაურ მეგობრებს ცუდი ამინდები შეხვდათ. ლუკას ვეგანო წერს, რომ წვიმამ კარავიც კი დაუსველა.
პროკურორ ნანა გუგუტიშვილის თქმით, ისინი სტუდენტებს პროკურატურის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის
გასული თვის პოპულარული სიახლეები
შიდა ქართლის სამღვდელოება ,,გირჩის“ და მისი ეპისკოპოსების წინააღმდეგ (VIDEO)

საქართველოს რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას სასულიერო პირებში

ცნობილი სპორტსმენები სანტას ფორმით გორის სკოლებს ესტუმრნენ
იცნეს თუ არა მოსწავლეებმა და საკუთარმა მასწავლებლებმა სანტები, ამის შესახებ qartli.g ვიდეოს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
ამავე კატეგორიაში
სამართალდამცველები რესტორანში 4 ეკიპაჟი პატრულისა და კრიმინალური
პოლიციის ამდენივე პიკაპით მივიდნენ.
სამართალდამცველები რესტორანში 4 ეკიპაჟი პატრულისა და კრიმინალური პოლიციის ამდენივე პიკაპით მივიდნენ.
23:02 / 16.02.2019
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ,,პიკაპის
გორის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ,,პიკაპის" მძღოლმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
18:36 / 16.02.2019
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო
თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია
ასმათის წყალი -
ცოტამ თუ იცის კუდაროს მთის და მისი სახელწოდების შესახებ. კუდარო თურმე თამარ მეფის ცხენს რქმევია და იქ მოჰკვდომია. ასევე, ცნობილია ასმათის წყალი -
21:05 / 15.02.2019
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია
რესტო-ბარი ,,Black
Stars
გორში, ციხისუბანში, უკვე ერთ წელზე მეტია რესტო-ბარი ,,Black Stars" ფუნქციონირებს. საიმიჯო კლიპი, რომელიც საიუბილეოდ დაამზადეს, გორის ძველი უბნებისა და ქალაქის ულამაზესი ხედებითაა სავსე.
19:09 / 15.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა -
მხილებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - მხილებულია 2 პირი
17:32 / 15.02.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.