|
იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულს დავით აქიაშვილს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი, პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრალდებული მოწმეებზე ზეწოლას მოახდენს, რაც წინასწარი გამოძიების პროცესში, საქმის ჭეშმარიტების დადგენაში ხელს შეუშლის. ბრალდებული რუის-ურბნისის ეპისკოპოსის შვილობილია.
საჯარო გახდა ასევე პროკურატურის მიერ შედგენილი საბრალდებო დასკვნა, სადაც მხოლოდ იმაზე საუბარი, თუ რა ვითარებაში ჩაიდინა, სასულიერო პირმა დანაშაული. პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წინასწარ შესწავლილი გარემოების მიხედვით, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება ყინწვისის მონასტრიდან დაიწყო. ამავე საბრალდებო დასკვნის მიხედვით, მონასტერში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ბრალდებულმა ჩასაფრება იმ ადგილზე მოაწყო, სადაც კეთილგონიერი ავაზაკის წინამძღვარს, არქიმანდრიტ საბა ჟღენტს უნდა გაევლო. ეს ადგილი სოფლების: ღვლევისა და რიეთს შორის არსებული გზის მონაკვეთია.
ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს.
,,თუ რა გახდა მოტივი, რატომ დააკავეს, ეს კითხვა შსს-ს უნდა დაუსვათ. როგორ უნდა ესროლა, ეს ცალკე საკითხია. გადამეტებული მსჯელობაა, ესეთი რამ არ იქნებოდა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. არსად არ იკვეთება, რომ უკანონოდ შეძენილ იარაღს ფლობდა. უდანაშაულოა ადამიანი." - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.
იხ. ამავე თემაზე:
არქიმანდრიტი საბა -
,,არ ვარ დაჭრილი"
ყინწვისის ძმების
ამბავი
ქარელში დაკავებული
კობა კობაიძე სასულიერო პირია
ყინწვისის მონასტრის
სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე
დაიცავს
ადვოკატი დაკავებულ
მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს
უარყოფს

"პირველ რიგში გორის მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა მინდა აგიხსნათ და უნდა გამიგოთ, რომ

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

საუბარი ეხება ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები