კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
კასპის ახტალის დასახლების პრობლემები
Qartli.ge-ს მიერ კასპის ნაგავსაყრელის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ, მყარი ნარჩენების კომპანიამ ნარჩენების დამარხვა დაიწყო. კომპანიის აღმოსავლეთ საქართველოს კოორდინატორი, მიხეილ კოზმანაშვილი აცხადებს, რომ პროცესის გაჭიანურება უამინდობამ გამოიწვია.

მისი თქმით, ნაგავსაყრელის ტერიტორიის გარეთ, ნარჩენების გაფანტვა არ ხდება, ხოლო ნაგავსაყრელი არც მოსახლეობაზე და არც გარემოზე ზემოქმედებას არ ახდენს.

უკვე 12 წელია კასპელები სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგავსაყრელის სხვა ადგილზე გადატანას
ითხოვენ. ნაგავსაყრელი ე.წ. ახტალის ტერიტორიაზე, კასპიდან 6 კილომეტრის მოშორებით, სოფელ მიქელწყაროსთან მდებარეობს. იმის გამო, რომ ნაგავსაყრელიდან ქარს ყოველდღიურად სხვადასხვა მყარი ნარჩენები გადმოაქვს, მოსახლეობა პირუტყვს დაბინძურებულ ადგილზე აბალახებს. ადგილობრივები მიწის დამუშავებას ჯერ დაბინძურებული გარემოს გამო ვერ ახერხებდნენ, ახლა კი სარწყავი წყლის პრობლემაც დაემატა. დანაგვიანებულ და აუთვისებელ თითოეულ ჰექტარზე კი სახელმწიფო 70 ლარს ახდევინებს.



ნაგავსაყრელის გარდა, კასპელებს ცემენტის ქარხანაც უქმნით ეკოლოგიურ პრობლემებს. აქაურები ამბობენ, რომ ჰაერი ქარხნის ღუმელებიდან გამოფრქვეული მომწამვლელი გაზებითაა დაბინძურებული.

,,ნაგავსაყრელის მიმდებარედ არსებული ნაკვეთები პლასტსმასის ბოთლებით, ცელოფნის პარკებით და სხვადასხვა ნარჩენებით არის მოფენილი. ბოინში რომ აქაურ საქონელს კლავენ, მუცლიდან ზოგს რეზინს უღებენ, ზოგს კიდევ კიდევ ცელოფნის პარკებს. საშცველი ხომ უნდა დაადგეს რამე? მარტო ის ხომ არ არის, რომ მოიტანონ ნაგავი და დაყარონ, დამარხონ მაინც",- გვიყვება შოთა წინამძღვრიშვილი.

მოსახლეობა დაბინძურებული ნიადაგის გარდა, ზაფხულში ნაგვის უსიამოვნო სუნიც აწუხებთ.

,,ნაგავსაყრელიდან სოფელი მიქელწყარო დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარეობს, სადაც 2 000 სულამდე მოსახლე ცხოვრობს. გაუსაძლისი პირობებია, დაბინძურებული საძოვრების გამო საქონელი იხოცება. ახლა ზაფხული მოდის და აქ გაჩერება აღარ შეიძლება, ისეთი სუნი დგება პურსაც კი ვერ შეჭამთ. ჩვენი ნაგავი არ გვეყოფა? მცხეთის და გორის მუნიციპალიტეტის ნაგავიც აქ რომ არ ჩამიტანონ? კარგი, თუ მთავრობის დადგენილებით აქ უნდა გაკეთებულიყო ერთ-ერთი რეგიონის ნაგავსაყრელი, დაიმარხოს მაინც ეს ნაგავი. თავიდან როცა ახალი გაკეთებული იყო ეს ნაგავსაყრელი, ნარჩენებს მარხავდნენ, თუმცა დიდი ხანია უკვე რაც აღარ იმარხება"",- მალხაზ მარქარაშვილი.



აღნიშნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით მოსახლეობამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე მიმართა როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

,,მინიმუმ 12-13 წელი მაინც იქნება, რაც ეს პრობლემები გვაქვს. ვიღას არ მივმართეთ, ახლაც, იანვარში პრემიერის, გახარიას სახელზე შევიტანეთ 12-გვერდიანი წერილი, თავისი დანართებით. პრემიერმა გუბერნატორს დაავალა, გუბერნატორმა მერიას და მეოთხე წელია პასუხი არ გვაქვს. წესით ეს ნაგავი უნდა იმარხებოდეს, ქვემოთ მილები უნდა გაუკეთდეს, სადაც ფილტრები უყენდება და პერიოდულად იცვლებოდეს, რომ სუნი არ დადგეს. ეს ყველაზე პრიმიტიული მეთოდია, მაგრამ აქ მსგავს არაფერს ნახავთ. იქნება ის მაინც გააკეთონ, რომ სადაც არც ვენახია და არც სარწყავი ადგილი იქ მაინც გადაიტანონ. არის ერთი ადგილი, სადაც შეიძლება გადატანა ნაგავსაყრელის, აქედან 6 კილომეტრშია", - გვითხრა დავით ნიპარიშვილმა, სოფლის მეურნეობის სპეციალისტმა.

ნაგვის პრობლემასთან ერთად, მოსახლეობას საძოვრების და სარწყავი წყლის პრობლემაც აქვთ:

,,კასპის, ახალგორის, წალკის და კახეთის ცხვარი - 4 000 სული მარტო ცხვარი ბალახობს აქ, 1 000 სული მოსახლეობის მხვილფეხა საქონელი. ყოველდღე რომ ამდენი საქონელი გადაივლის ამ მიდორში, იქ მოიყვან რამეს? კოლმეურნეობის დროს რომ ვინმეს დაენახა ცხვარი შევიდა ყანაში, ერთი ამბავი ატყდებოდა. სარწყავი წყალი არ არის, საძოვრები არ არის, ნაგავია და გვაწუხებს, გეკითხებით, რატომ გვახდევინებენ წყლის გადასახადს? თუ ნაგავს ვერ გვიგვარებენ, გადასახადები მაინც ჩამოგვაწერონ და შეგვიმცირონ. აქ ეს სიტუაციაა, მეორე მხარეს კიდევ ცემენტის ქარხნის გზა გვაწუხებს, ასეა მთელი კასპი მტვერში და ნაგავში გახვეული",- ამბობს ნიპარიშვილი.



მოსახლეობას, რომელსაც ნაგავსაყრელთან ახლოს აქვს ნაკვეთები, მისი დამუშავების უფლება არ აქვს.

,,ნაგავსაყრელის გვერდით არის ჩემი ბაღი, ეს ადგილი წითელ ზონად გამოცხადდა, ამის გამო მიწის დამუშავების უფლება არ მაქვს. როგორც ვიცი, სტანდარტების მიხედვით ნაგავსაყრელის მიმდებარედ 600 მეტრის მანძილზე არაფრის მოყვანა შეიძლება. გავიდა ამისა, სამი წელია სარწყავი წყალი არ გვაქვს, ლეხურა მოდის, მაგრამ მტკვარში ჩადის. ხომ შეიძლება, აქეთ იდინოს წყალმა და ცოტა ქვემოთ ისევ მტკვარში ჩავიდეს. ამჟამად 300 ჰექტარი მიწა არის ურწყავი. გადასახადს ვიხდით, მაგრამ წყალს რატომღაც არ უშვებენ. ადრე აქ სულ ვაზი იყო, უწყლოობის გამო გახმა და გაიკაფა",- ამბობს მიქელწყაროს მკვიდრი, თამაზი ისაევი.

მოსახლეობის თქმით, დაბინძურებული მინდვრების გამო საქონელი ეწამლებათ და ეხოცებათ.



,,საქონელი გვეხოცება, რასც ნახავს ზეთიანს, როელსაც სუნი აქვს მიდის და ჭამს, მერე იბერება, ცალკე ვეტერინარის გამოძახება და დამატებითი ხარჯის გაწევა გვიხდება. ყველაფერი საძოვრებად აქციეს, სარწყავ წყალს ჩვენამდე არ უშვებენ. ჩამოსულ მეცხვარეებთანაც ყოველდღე ჩხუბში ვართ, ჩვენი ნაყიდი ტერიტორიებია და ნუ აძოვებთ აქ თქვენს საქონელსო. უპატრონო ქვეყანაში ვართ",- ამბობს ელმან ხალიფოვი.

ამ პრობლემის შესწავლა-მოგვარება კასპელებმა მაშინდელ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას სთხოვეს.

უწყებიდან მიღებულ წერილში ვკითხულობთ:

,,ტერიტორია შეიღობა 2014 წლის შემოდგომაზე, ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის პროექტის დასრულება იგეგმება და შემოსული ნარჩენი განთავსდება სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებზე. უჯრედები გადაიფარება ადგილზე განთავსებული თიხა-მიწის მარაგით," - ნათქვამია წერილში.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს.
გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს. გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
02:21 / 12.07.2020
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
13:26 / 11.07.2020
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
22:05 / 10.07.2020
მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ
სახლში.

მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში.

20:04 / 10.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.