რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ძარის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
1992 წლის 20 მაისს ჯავა-ცხინვალის დამაკავშირებელ მონაკვეთზე სატვირთო ავტომანქანა დაცხრილეს, სადაც სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ.

იმ დროინდელი ქართული პრესის ცნობით, დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 16 მოქალაქე კი, დაშავდა.

ამ ფაქტს გაზეთმა ,,7 დღე" ორი ერის ტრაგედია უწოდა. 1992 წლის 21 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანამ უნდა იგლოვოს.

გთავაზობთ, სტატიის ტექსტს, რომელიც გასულ წელს მკითხველს ჟურნალმა ,,ინდიგომ" გააცნო.




,,ორი ხალხის ტრაგედია (ზარი)"

სოფელ კეხვთან დაბა ჯავისკენ მიმავალ ავტობუსს თავს დაესხნენ შეიარაღებული პირები. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 32 ადამიანი, უმთავრესად ქალები და ბავშვები.

20 მაისს, სახელმწიფო საბჭომ ამ ფაქტთან დაკავშირებით მოიწვია საგანგებო სხდომა. სხდომის დასაწყისში სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ბ-ნმა ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ ოსი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაული წინასწარ გააზრებული ბოროტებაა. იგი იმ ძალებმა განახორციელეს, ვისაც დღეს საქართველოში სიმშვიდე და სტაბილური მდგომარეობა არ აწყობს.

ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი დღე სიმშვიდით გამოირჩეოდა. ქართული და ოსური მხარეების ხელმძღვანელები რეალურად შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მაშინ, როდესაც საქართველოში იმყოფება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფი.

სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის წევრმა ბატონმა ჯაბა იოსელიანმა ამ ვანდალური აქტის განხორციელებაში ბრალი დასდო ყოფილ ექს-პრეზიდენტს. მან გაიხსენა ბატონი ზვიად გამსახურდიას მიმართვა, რომელშიც საქართველოში დესტაბილიზაციის მიღწევის მიზნით თავის მომხრეებს დივერსიებისა და ტერორისაკენ მოუწოდებდა.

სახელმწიფო საბჭოს წევრებმა კატეგორიულად მოითხოვეს დამნაშავეთა სწრაფი გამოაშკარავება. დაისვა საკითხი სპეციალური კომისიის შექმნის თაობაზე, რომელიც კონტროლს გაუწევს ბოროტმოქმედთა დადგენისა და გამოძიების საქმეს.

იმავე საღამოს ბ-ნი ედუარდ შევარდნაძე შეხვდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფს. საუბრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გმობს ყველანაირ ექსტრემიზმსა და ფანატიზმს, რომელი ერის წარმომადგენელიც არ უნდა ამჟღავნებდეს ამას. შეხვედრაზე ითქვა, რომ უნდა ვიზრუნოთ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად, მაგრამ მათ პასუხისმგებლობაზეც უნდა ვილაპარაკოთ.

ჯგუფის ხელმძღვანელმა ბ-ნმა მარკ ეისკენმა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა სახელით განაცხადა, რომ ისინი პატივს სცემენ ბ-ნ შევარდნაძის პიროვნებას და ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისთვის.

21 მაისს ჰელსინკის თათბირის ექსპერტთა ჯგუფი ეწვია გორსა და ცხინვალის რაიონს. დაგეგმილია მათი შეხვედრა რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის ჯგუფის სარდალთან, გენერალ-პოლკოვნიკ პატრიკეევთან.

რედაქციისგან:

მოხდა შემზარავი დანაშაული. ისღა დაგვრჩენია, გლოვა გამოვაცხადოთ. გლოვა, არამხოლოდ დაღუპულთა ხსოვნისათვის, არამედ იმის გამოც, რომ ქართველებს შეგვძლებია ქალებზე და ბავშვებზე ხელის აღმართვა. დღემდე საკუთარი შემწყნარებლობა და ჰუმანურობა გვეამაყებოდა. ამ ფაქტით ილუზიები გაქრა. ჩადენილი დანაშაული ბარბაროსი ხალხების რიგში გვაყენებს, ალბათ ვინმე იტყვის, მოწინააღმდეგე სცოდავს სისასტიკითო, მაგრამ კულტურა და ცივილურობა აძლევს ერს უფლებას, ველურობას ველურობით უპასუხოს?

ამ ფაქტმა გამოააშკარავა, რომ ზნეობრივ, კულტურულ, სულიერ უფსკრულში ვიმყოფებით. დღეს დაღუპულ ბავშვებთან ერთად საკუთარი თავიც უნდა ვიგლოვოთ.

"7 დღე", 21 მაისი, 1992

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა
გამოაცხადეს.

საქართველოს 30-მდე უნივერსიტეტში სტუდენტებმა გაფიცვა გამოაცხადეს.

16:34 / 13.05.2024
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც
პროტესტს უერთდებიან:
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან:
00:02 / 13.05.2024
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე
შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
22:02 / 11.05.2024
თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

22:10 / 10.05.2024
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.