რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ოსმა ახალგაზრდებმა გერის წმ. გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
გერის წმინდა გიორგის ეკლესია ოსმა ახალგაზრდებმა დაასუფთავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომიტეტი ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, დაასუფთავეს როგორც ეკლესიის, ასევე, მისასვლელი გზის გასწვრივ არსებული მწვანე საფარი. აქციაში მონაწილეობდნენ ასევე პროკურატურის წარმომადგენლები.

როგორც ახალგაზრდული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, ვალენტინა გატიკოევმა "რეს" -ს განუცხადა, კომიტეტის თანამშრომლებსა და მოხალისეებს შეუერთდნენ პროკურატურის თანამშრომლებიც.



"ბიჭებმა შეაგროვეს ნაგავი და კამაზით გაიტანეს. მოხალისეთა შორის იყვნენ რიჩარდ თადტაევი, ვადიმ თედეევი, ურუზმაგ ჩუგოევი, ვადიკ ხეთაგუროვი, ჯიმი ზაბიაკა, ანდრეი ბაგაევი, ამგა ჩიბიროვა, მილან ფილიევი, იგორ გაბუევი, აცამათ ფილიევი, სარმატ ცხოვრებოვი, ოლეგ ცხოვრები და განსაკუთრებული მადლობა პროკურორებს. "- ამბობს გატიკოევა.

მისი განმარტებით, ეს არ არის პირველი ღონისძიება, რესპუბლიკის ბუნებრივი ტერიტორიების დასუფთავების მიზნით, რომელიც სამხრეთ ოსეთის ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტის და ტურიზმის კომიტეტის მიერ არის ორგანიზებული, მოხალისეებთან ერთად.



,,იქმნება განცდა, რომ მხოლოდ კომიტეტის თანამშრომლები და ახალგაზრდების ნაწილია შეშფოთებული ბუნების სისუფთავეზე. თუ ვიმსჯელებთ ნაგვის ოდენობაზე, მოქალაქეების ცნობიერების იმედი არ უნდა გვქონდეს, ამიტომ საჭიროა სხვა ზომების მიღება." - აღნიშნავს ვალენტინა გატიკოევმა.

გაზეთ ,,დროებას" 1883 წლის #130 ნომერში წერია, რომ გერში მცხოვრები ოსები სალოცავს " თამარ წყნარს იმავე თამარ მეფეს" უკავშირებდნენ.

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, ქართლის მეფე ფარსმანს (VIს.) შეურთავს აფხაზეთის მთავრის ასული ხვარაზმა, რომელსაც მოჰყოლია ვაჟი ვარამადსადი. ხვარაზმას ნამზითვი წმინდა გიორგის ნაწილიანი მოჭედილი ხატი უშვილო მეფეს გერისთვის უბოძებია. სპარსელების შემოსევისას ხელმწიფეს ვარამადსადი მთაში გაუხიზნავს, რომელსაც მთის წვერზე აუშენებია ეკლესია და ხატიც იქვე დაუსვენებია. სოფელს ამის გამო გერი დარქმევია.

იხ. უფრო ვრცლად:

გერი მავთულხლართებს მიღმა და ცნობები მისი წეს-ჩვეულებების შესახებ
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში
დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
22:03 / 14.07.2026
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში
მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც
მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
20:42 / 14.07.2026
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
15:11 / 14.07.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს
ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველი კვარტლის მონაცემებს ავრცელებს
13:28 / 14.07.2026
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13
ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში
მართავდა.
შსს-ს ცნობით, მძღოლი იმ მანქანას, რომელიც 2026 წლის 13 ივლისს, გორის ცენტრში, დედა-შვილს დაეჯახა, არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
12:23 / 14.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.