კალენდარი
«« ივლისი 2020 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ქარელის მერს შესყიდვების სააგენტომ მეორე გაფრთხილება მისცა
,,სატენდერო წინადადება არ შეიცვლება" - ასეთია ქარელის მერის ზაზა გულიაშვილის ბოლო პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ შესყიდვების სააგენტომ ორჯერ მიუთითა დისკრიმინაციულ მიდგომაზე, ხელშეკრულება ,,საბა კონსტრაქშენთან" მაინც გააფორმა.

ქარელის მერმა შესყიდვების სააგენტოს მითითება არ გაითვალისწინა. პირველი მითითების შემდეგ, სხვა კომპანიებს უფრო მეტად გაურთულა მონაწილეობის მიღება.

შედეგად კი მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ ,,საბა კონსტრაქშენმა" მიიღო, მან ზუსტად ის თანხა
მიუთითა ტენდერში, რაც საწყის ფასს წარმოადგენდა და გაიმარჯვა კიდეც.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, ,,კონსტრაქშენ სერვისს", დღეს აცხადებს, რომ ქარელის საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, კომერციული ინტერესი აღარ გააჩნია და მასზე ბრძოლა აღარ ღირდა. თუმცა, ამ კომპანიის საჩივრებმა და განხილვებმა ნათლად გამოაჩინა ქარელის მუნიციპალიტეტის მუშაობის სტილი ტენდერებში.

,,ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ შესყიდვების სააგენტომ კარგად იმუშავა და სათანადო რეკომენდაციები მისცა ქარელის მერიამ. რაც შეეხება ამ რეკომენდაციების შესრულება ან არშესრულების საკითხს, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით" - გვითხრა ,,კონსტრაქშენ სერვისის" წარმომადგენელმა.

1-ელი რაუნდი

2019 წლის 29 იანვარს, ქარელის მერიამ, საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოების ღირებულება 5,6 მლნ ლარით განისაზღვრა. პროექტი 2-ეტაპიანია და დასრულდება 2021 წელს.

აღნიშნული ტენდერი არ შედგა, რადგან ქარელის მერიას კომპანია ,,კონსტრაქშენ სერვისმა უჩივლა“. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სატენდერო პირობები იყო დისკრიმინაციული და უკონკურენტო გარემოს ქმნიდა.

კერძოდ, შპს ,,Construction Service"-ის წარმომადგენლის ცნობით, დისკრიმინაციული იყო ის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, გამარჯვებულ კომპანიას, ბოლო 4 წლის განმავლობაში, ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონოდა თანაც 8,4 მლნ ლარის ფარგლებში.

დავების საბჭომ თავისი გადაწყვეტილებით დადგინა რომ, სატენდერო დოკუმენტაცია არაადეკვატურად ასახავდა ქარელის მერიის საჭიროებას და ამავდროულად არც უზრუნველყოფდა პროპორციულ და არადისკრიმინაციულ მიდგომას.

შესაბამისად, ქარელის მერიას ახალი სატენდერო პირობების დადგენა დაევალა.

II რაუნდი

2020 წლის 12 თებერვალს ქარელის მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. ამჯერად, გამოცდილების შესახებ მოთხოვნები იმდაგვარად შეცვალა, რომ სხვა კომპანიას უფრო მეტად გაუჭირდათ მონაწილეობის მიღება:

კერძოდ, ,,კონსტრაქშენ სერვისის“ წარმომადგენლის ცნობით, უფრო მეტად შეიზღუდა ტენდერში კონკურენტული გარემო, გამკაცრდა მოთხოვნები და ამის გამო კონკურში არც ერთმა სხვა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა“ ზუსტად ის თანხა მიუთითა, რაც საწყისს ფასს წარმოადგენდა.

2020 წლის 24 მარტს, შესყიდვების სააგენტომ ქარელის მერს, ამჯერად, მეორედ დაავალა არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ამომწურავ ინფორმაციის ანალიზზე იქნებოდა დაფუძნებული.

ქარელის მერიაში განმარტავენ, რომ მოთხოვნები პირველი საჩივრის შემდეგ დააკორექტირეს, მეორე საჩივრის შემდეგ კორექტირება საჭიროდ აღარ ჩათვალეს.

რა ხდება ამჟამად?

2020 წლის 20 მაისს, ქარელში, ,,საბა კონსტრაქშენმა“ აუზის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოს ღირებულება 5,6 მლნ ლარს შეადგენს.

აღნიშნული კომპანია ბათუმში სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსს აშენებს, რომელმაც ვადებს გადააცილა. ქარელის მერიამ, კომპანია ,,საბა კონსტრაქშენის“ საუკეთესო გამოცდილებად, სწორედ ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიიჩნია.
როგორც კონკურენტი კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, სატენდერო პირობები, სწორედ, ,,საბა კონსტრაქშენზე“ იყო მორგებული.

კერძოდ, ტენდერში გაიმარჯვებდა კომპანია, რომელსაც არანაკლებ 10 მლნ ლარის  ,,ტენდერი ერთხელ უკვე იქნა გასაჩივრებული შპს Construction Service -ის მიერ. სატენდერო პირობების გამოცდილების მოთხოვნიდან ამოღებულ იქნა ,, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ან/და საცურაო აუზის მშენებლობა-რიაბილიტაციის შესრულების გამოცდილება „ და მიეთითა შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება, შეიცვალა მოთხოვნა პრეტენდენტის მიმართ ერთი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნავს ქარელის მერი.

რა შუაშია ბათუმის დაუმთავრებელი სპორტული კომპლექსი?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანია ,,საბა კონსტრაქშენმა" გამოცდილებად ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიუთითა. მან ქარელის მერს ბათუმიდან ჩამოტანილი ცნობა წარუდგინა, სადაც წერია:

,,2018 წლის 08 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული არანაკლებ 6 (ექვსი) მილიონი ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით" - წერს შპს ,,ბათუმის სტადიონის" დირექტორი ჯაბა სურმანიძე.

2018 წლის მარტში კომპანია ,,საბა კონსტრაქშენს" 6 მლნ ლარი ავანსად ჩაურიცხეს. ეს თანხა ,,საბა კონსტრაქშენმა" მასალების შესაძენად გამოიყენა. როგორც Qartli.ge-მ გაარკვია, ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობის ღირებულება 55,6 მლნ ლარზე მეტია და ჯერ არ დამთავრებულა.

ქარელის მერია კი პრეტენდტისგან ითხოვდა დადებით რეკომენდაციას იმის შესახებ, რომ მან ანალოგიური ტიპის სამუშაოები შეასრულა ხარისხიანად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დაცვით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს.
გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 3 თვეში დაასრულებს. გათვალისწინებულია 125-მდე საგზაო ნიშნის დამონტაჟება
02:21 / 12.07.2020
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
მიუხედავად იმისა, რომ კასპის მერიასა და ჰაიდელბერგცემენტის
13:26 / 11.07.2020
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
ტრადიციულად დაიტბორა ტინისხიდის შესასვლელი,
22:05 / 10.07.2020
მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ
სახლში.

მას ახლა იმის მტკიცება უწევს, ნამდვილად ცხოვრობდა თუ არა ამ სახლში.

20:04 / 10.07.2020
ვიდეორეპორტაჟი
ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული
,,ვითომ ეს თანხა ჩვენთვის დახარჯეს, სინამდვილეში კი რისთვისაც დაიხარჯა, ფაქტი სახეზეა"
- სახლს ხომ არავინ ყიდის, სააგარაკედ გვინდა? - იკითხა სტუმარმა.
,,იქ ახლა: ჩემი ძმა, რძალი და მათი შვილები ცხოვრობენ. ჩემი დებიც იქით დარჩნენ...
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ქურთიდან ,,გადმოტანილი" ყვავილების ბაღი
ნელი იხსენებს, რომ სოფელშიც დიდი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მათ სანახავად ბევრი ადამიანი მიდიოდა სხვადასხვა სოფლებიდან.
,,ხელისუფლებას ძამას ხეობა მთლიანად საპატრიარქოსთვის უნდა გადაეცა" - მეუფე იობი
იგი განმარტავს, რომ კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული მიწების მიუხედავად,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.