რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპის მერიამ სოფელ გოსტიბეში მცხოვრებ ფეხმძიმე ქალს გზის ტენდერზე პასუხი არ გასცა

ორჯერ მიმართვის მიუხედავად, კასპის მერიიდან გოსტიბეში მცხოვრებ ფეხმძიმე გოგოს პასუხი არ გასცეს კითხვაზე, როდის გამოცხადდება გზის ტენდერი ხელმეორედ.

საუბარია 1.6 მლნ ლარიან ტენდერზე, რომელიც 2026 წლის 10 აგვისტოს გამოცხადდა და ჩავარდა. ორმა კომპანიამ ვერ წარადგინა გეგმა-გრაფიკისა და პერსონალის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

სამაგიეროდ, 20 აგვისტოს კასპის მერიამ, იმავე ოდენობის თანხაზე, გამოაცხადა ახალი ტენდერი ხოვლის შიდა გზებისთვის. მიემართა თუ არა გოსტიბის გზის თანხა ხოვლისკენ, ამაზე კასპის ერთპარტიულ საკრებულოს სხდომაზე კითხვის დამსმელი არავინაა.

ცნობისათვის, 2024 წლიდან სოფელ დოესში 3 პროექტი განხორციელდა და თითქმის ყველა ქუჩა დაიგო. სოფლის შიდა ტერიტორიაზე 3 კმ-მდე სიგრძის გზა მოასფალტდა. ამ სოფლიდანაა კასპის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარიშვილი.

უფრო ადრე, 2022 წლიდან კი სოფელ სასირეთის შიდა გზები მოასფალტდა - მათ შორის, კასპის მერის, ვახტანგ მაისურაძის ნაკვეთამდე მისასვლელი გზა. გზების დასრულების შემდეგ კასპის მერი მშობლიურ სოფელში წყაროების კეთილმოწყობაზე გადავიდა.

მისასვლელი გზების გარეშეა დარჩენილი როგორც გოსტიბე, ასევე ჭყოპიანი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების
მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
11:25 / 31.10.2026
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ ადგილობრივები კასპის
მერიისგან განმარტებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემის რეალურ
მოგვარებას ითხოვენ.
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ ადგილობრივები კასპის მერიისგან განმარტებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემის რეალურ მოგვარებას ითხოვენ.
10:26 / 31.10.2026
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ
იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
16:05 / 30.10.2026
საქმე სოფელ აგარებში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას
ეხება, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით გზების
დეპარტამენტის საკუთრებაში გადავიდა.
საქმე სოფელ აგარებში მდებარე მიწის ნაკვეთსა და შენობა-ნაგებობას ეხება, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით გზების დეპარტამენტის საკუთრებაში გადავიდა.
15:06 / 30.10.2026
მერიამ ახალი საპროექტო ორგანიზაცია დაიქირავა არსებული პროექტის
გადასაფასებლად, რომლის უვარგისობის სავარაუდო მიზეზიც ფასების ზრდაა.
მერიამ ახალი საპროექტო ორგანიზაცია დაიქირავა არსებული პროექტის გადასაფასებლად, რომლის უვარგისობის სავარაუდო მიზეზიც ფასების ზრდაა.
13:10 / 30.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.