რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
სოფელ აგარებში მოქალაქეს მიწის ნაკვეთი და შენობა ჩამოართვეს

ხაშური-გომის საავტომობილო გზის მონაკვეთზე გზების დეპარტამენტმა მოქალაქეს მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოართვა.

საქმე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარებში მდებარე 1 291 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 170.4 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობას ეხება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოქალაქის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა და უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა მოითხოვა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ დეპარტამენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა და ქონების გათავისუფლება და დეპარტამენტისთვის გადაცემა დააკისრა. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა.

მოქალაქემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2026 წლის 24 ივნისს მან საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოსაც მიმართა, თუმცა სასამართლოს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარუდგენლობისა და 150-ლარიანი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, ხარვეზი არ გამოსწორდა.

უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები გზების დეპარტამენტის საკუთრებაში გადავიდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ მერია უპასუხოდ ტოვებს
კითხვას, როდის გამოცხადდება გოსტიბის გზის რეაბილიტაცია ხელმეორედ,
მაშინ როცა ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინოვნიკების მშობლიურ
სოფლებში აქტიურად ხორციელდება.
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ მერია უპასუხოდ ტოვებს კითხვას, როდის გამოცხადდება გოსტიბის გზის რეაბილიტაცია ხელმეორედ, მაშინ როცა ინფრასტრუქტურული პროექტები ჩინოვნიკების მშობლიურ სოფლებში აქტიურად ხორციელდება.
12:24 / 31.10.2026
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების
მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
ფესტივალი, რომლის მიზანიც ადგილობრივი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერაა, 30 ოქტომბერს დაიწყო და 1 ნოემბერს დასრულდება.
11:25 / 31.10.2026
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ ადგილობრივები კასპის
მერიისგან განმარტებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემის რეალურ
მოგვარებას ითხოვენ.
1.6-მილიონიანი ტენდერის ჩაშლის შემდეგ ადგილობრივები კასპის მერიისგან განმარტებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემის რეალურ მოგვარებას ითხოვენ.
10:26 / 31.10.2026
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ
იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის დროს ავტომობილში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.
16:05 / 30.10.2026
მერიამ ახალი საპროექტო ორგანიზაცია დაიქირავა არსებული პროექტის
გადასაფასებლად, რომლის უვარგისობის სავარაუდო მიზეზიც ფასების ზრდაა.
მერიამ ახალი საპროექტო ორგანიზაცია დაიქირავა არსებული პროექტის გადასაფასებლად, რომლის უვარგისობის სავარაუდო მიზეზიც ფასების ზრდაა.
13:10 / 30.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.