რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მთელი ცხოვრება მარტო - 86 წლის დავით წიკლაური
დავითი დაიბადა იმ სახლში, რომელიც მხოლოდ ერთი პატარა ოთახისგან შედგება და სადაც 86 წელია არაფერი შეცვლილა:

"მთელი ცხოვრება ტანჯვაში გავატარე. ორწლინახევრის ვიყავი, როდესაც მამა დამეღუპა. დედა გათხოვდა, დამტოვა ბაბუასთან და ბიძასთან. იმათმა გამზარდეს. ახლა აღარც ბაბუაჩემია, აღარც ბიძაჩემი და დავრჩი მარტო. ვეკითხები ხოლმე უფალს, საერთოდ რატომ დავიბადე. არავის არ აინტერესებს, როგორ ვარ და რა მიჭირს. ახლაც ასე ვარ, სახლში საჭმელსაც კი, ვერ ვაკეთებ, არც გაზი მაქვს და არც დენი. მაღაზიაში ვყიდულობ ხოლმე რაღაცეებს და იმას ვჭამ. შუქი გაფუჭდა 2 წელზე მეტია და ვერ გავაკეთე, არ ვიცი ვის მივმართო, ვის ვუთხრა რომ გამიკეთონ. ზამთარში გირჩით ვთბები, ტყეში ვაგროვებ. ნაკვეთი მაქვს 10 მეასედი, მაგრამ ვეღარ ვამუშავებ, უკვე 86-ე წელიწადში ვარ გადასული და აღარ შემიძლია ფიზიკური მუშაობა." - ამბობს 86 წლის დავით წიკლაური.

სახლს აქვს მიწის იატაკი, ჩამონგრეული კედლები, შესაკეთებელი სახურავი, ერთი შეშის ღუმელი, ერთი რკინის საწოლი და გამოუსადეგარი პოლიეთილენის ბოთლები.

ეს არის მისი ერთადერთი საცხოვრებელი ოთახი, რომელსაც კარი და ორი პატარა სარკმელი აქვს. სარკმელი სინათლის სხივსაც ვერ ატარებს.

ღუმელს გირჩებით ანთებს, რომელსაც ზაფხულობით აგროვებს ტყეში და ტომრებით იმარაგებს ზამთრისთვის. სურვილი აქვს სახლი შეაკეთოს, თუმცა ამისთვის არც ფინანსური მდგომარეობა უწყობს ხელს და არც ჯანმრთელობა. ბევრს არაფერს ითხოვს, მხოლოდ ის უნდა სახურავი შეუკეთონ, დენი ჩაურთონ და სახლის კედლები გაუმაგრონ. მის მდგომარეობას ყველაფერთან ერთად ავადმყოფობა ართულებს, რასაც შესაბამისი მკურნალობა და მედიკამენტები სჭირდება.

86-წლის დავით წიკლაური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში ცხოვრობს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში.

პანდემიის დროს არავინ დახმარებია, ნათესავმა წაიყვანა თავისთან სახლში, ისინი აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა მალევე გამოუშვეს სახლიდან:

,,მათ მხოლოდ მონად ვჭირდებოდი. ერთხელ როცა სახლში ვბრუნდებოდი, წნევამ დამარტყა და ძირს დამაგდო. ამოვიდა ჩემი ბიძაშვილის შვილი და მითხრა, რა დაგემართაო, თან მკითხა ფული გაქვსო? მივეცი რაც მქონდა, 2 200 ლარი ჩაიდო ჯიბეში და თავის სახლში წამიყვანა. ჩემს სახლში რაც ნახა ცოტა ნორმალური, ყველაფერი აიღო და თან წამოიღო. ვეხმარებოდი როგორც შემეძლო, მაგრამ მათ მხოლოდ მონად ვჭირდებოდი და ჩემი ფული უნდადათ. მალევე გამომიშვეს და დავრჩი ისევ მარტო. ვარ ახლა აქ გამომწყვდეული ჩემთვის. წნევის და გულის წამლებს ვსვამ ყოველ დღე. არც ადგილობრივი ხელისუფლება მაქცევს ყურადღებას. ერთადერთი რაც მინდა, არის ის, რომ სახურავიდან სახლში წყალი აღარ ჩამოვიდეს, დენი გამიკეთონ და კედლები გაამაგრონ, რომ შევძლო აქ ცხოვრება." - გვიყვება დავით წიკლაური.

სოფელში მისი მდგომარეობა ყველამ იცის, როგორც შეუძლია მეზობლები ეხმარებიან. სოფლის გამგებელი დავით ცერცვაძე ამბობს, რომ დავით წიკლაურს სინათლე გადაუხდელობის გამო აქვს გათიშული და დენის ფულს ის ვერავის გადაუხდის.

""რაც შეეხება გაზზს, როდესაც სოფელში აკეთებდნენ გაზს, მაშინ თვითონ დავით წიკლაურმა არ ისურვა შეეყვანათ მის სახლშიც,""-ამბობს დავით ცერცვაძე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.