ახალი ამბები
იაკობ გოგებაშვილი ვარიანის სკოლის შესახებ - 1912 წელი
დღეს, 27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. სოფელ ვარიანში ამ დღე ,,იაკობობა" იმართება. წელს კი, ,,იაკობობამ'' ზეიმის გარეშე ჩაიარა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კულტურული ღონისძიებები არ დაგეგმილა.

100-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იაკობ გოგებაშვილმა სოფელ ვარიანს სკოლა აჩუქა. სკოლის ერთი ოთახი მის საცხოვრებელ სახლში გაიხსნა, თუმცა სკოლის გახსნას სერიოზული პრობლემები ახლდა თან. ეს ისტორია ,,დედა ენის" ავტორმა საკუთარ წერილში აღწერა, რომელიც 1912 წელს ,,სახალხო გაზეთში გამოქვეყნდა.

 




იაკობ გოგებაშვილის წერილი ,,ვარიანის სკოლის შესახებ"


ამ რამდენსამე ხნის წინად მე განვიძრახე დამეარსებინა ჩემი ხარჯით ჩემს სამშობლო სოფელში სახალხო სკოლა. იმ დროს სადირექციო სკოლებში გამეფებული იყო მუნჯური მეთოდი. შევეკითხე დირექციას, არ შეიძლება, რომ კერძო სახალხო სკოლა დავაარსო ჩემი გეგმით ჩემ სოფელში მეთქი. არაო, კანონი მაგისი წინააღმდეგიაო. ავდექი და ჩემს პატარა სოფელში დავაარსე წერა-კითხვის სკოლა, რომელიც რეგლამენტაციის გარეშე იდგა მაშინ და მთელი სწავლება შეიძლებოდა მოწყობილიყო მშობლიურ ენაზე. მასწავლებლად გავამწესე ჩემი ძმისწული, მცხოვრები ვარიანში თავის პატარა მამულში და სასულიერო სასწავლებელში კურსდამთავრებული.

ჯამაგირი დავუნიშნე პატარა, რადგანაც მაშინ მეტის გაღება არ შემეძლო და თვითონაც ჩემს ძმისწულს თავის მამულიდან საკმარისი შემოსავალი ჰქონდა. ჩემმა ძმისწულმა სკოლა მოათავსა თავისსავე სახლში, მეორე სართულში, სადაც დიდი, ნათელი ოთახი იყო. სასკოლო ავეჯი გავუკეთე ჩემი ხარჯით. საჭირო წიგნებსაც და ყოველ გვარს სასკოლო კუთვნილებას ვუგზავნიდი უფასოდ, ასე, რომ ამ პატარა სკოლაზე ღარიბს ვარიანს გროშიც კი არ ეხარჯებოდა. სკოლაში მიაბარეს ვარიანელებმა როგორც ვაჟები, ისე პატარა ქალებიც. სწავლა რიგზე მოეწყო და რამდენსამე წელიწადს ნორმალურად სწარმოებდა, სოფელი კმაყოფილი იყო და შეჰხაროდა თავის ნორჩ სკოლასა. მაგრამ წინ წაუხედველობამ, რომელიც ასე ხშირია ქართველთა შორის, ძირი გამოუთხარა ამ სკოლასა.

ჩემს ძმისწულს და მაშინდელ ვარიანელ მღვდელს, ჩემს დაუკითხავად ჩაეგონებინათ გლეხებისთვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს პატარა სკოლა დიდ სამრევლო სკოლად გადაკეთდესო, და ესრედ წოდებული სოფლის ,,პრიგოვორიც" დაედგენინებინათ. ეთქვათ გლეხებისთვის, რაც სკოლას იმაზე მეტი ფული მოუნდება, რასაც იაკობი ხარჯავსო, საეკლესიოდან მოგცემთო. გლეხებსაც ,,პრიგავორზე" ხელი მოეწერათ, მაგრამ ის იმედი, რომ ზედმეტი ხარჯი სოფელს არ გადახდებოდა, გაცრულებულიყო.

ერთის წლის შემდეგ, სასულიერო მთავრობას სოფლისაგან მოეთხოვა სასკოლო ფული, და რადგანაც სოფელს უარი ეთქვა, პოლიციისთვის დაევალებინა, ძალით გადაახდევინეო. მე რომ ეს შევიტყე, დაუყოვნებლივ გორის სამაზრო განყოფილებას გავუგზავნე ის ფული, რასაც იგი ითხოვდა ვარიანელებისგან და ვთხოვე ნუღარაფრით შეაწუხებთ-მეთქი ღარიბ სოფელსა.

სოფელი დაფრთხა, სკოლიდან გაიყვანა ყველა მოწაფენი და ქვა მიაგდო. მთავარი დამნაშავე ამ საქმეში ჩემი ძმისწული უნდა ყოფილიყო. იმას ალბად უნდოდა, რომ ჩემგანაც ეღო ჯამაგირი და გორის განყოფილებიდანაც და ამ აზრით შეადგენინა ,,პრიგოვორი". მღვდელსაც უთუოდ იმედი ჰქონდა, რომ მეც მერგება ლუკმაო. ბოლოს და ბოლოს ორივენი კი ხელცარიელნი დარჩნენ და სოფელსაც ვნება მიაყენეს.

ახლა ამ აზრზე ვდგავარ: თუ სახელმწიფო სათათბიროს გეგმა, რომლის ძალით სწავლება დედა-ენაზე უნდა სწარმოებდეს ოთხის წლის განმავლობაში, კანონად დაიდო, ვარიანში გავხსნი, თუ დამცალდა, სრულს სკოლას ჩემი ხარჯით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა"

იაკობ გოგებაშვილი. 1912 წელი, #564, ,,სახალხო გაზეთი"

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 671 ახალი შემთხვევიდან
11:03 / 18.06.2021
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
23:33 / 17.06.2021
გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა
მოკვლევა დაიწყეს.

გორის შს სამმართველოს ახალსოფლის განყოფილების თანამშრომლებმა მოკვლევა დაიწყეს.

17:17 / 17.06.2021
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
ცხინვალის საპატიმროდან ლაშა ხეთერელი 1-წლიანი პატიმრობის შემდეგ
16:22 / 17.06.2021
მოსამართლის თანამშემწის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს
რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ,

მოსამართლის თანამშემწის განცხადებით, საქმის მასალებში არ დევს რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი იმის შესახებ,

12:48 / 17.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
,,ეს არის ანსამბლი, რომელიც მინდოდა, რომ ჩემი ყოფილიყო",
სასტუმრო "გორი ჰაუსში" ახლა შვიდი ხანდაზმულია, მათგან ორი საწოლსაა მიჯაჭვული.
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.