რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
MDF: კრიზისული სიტუაციის გაშუქებისას, მედია ოფიციალური უწყებებიდან ინფორმაციული ვაკუუმის პრობლემაზე საუბრობს
როგორ ავსებენ ჟურნალისტები ინფორმაციულ ვაკუუმს, როცა კრიზისული ვითარებისას ოფიციალური უწყებები კომენტარებისგან თავს იკავებენ, მედიას კი საზოგადოების ინფორმირების ვალდებულება აქვს? საჭიროებათა კვლევაში, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა (MDF) მოამზადა ჟურნალისტები და ექსპერტები ამ პრობლემებზე საუბრობენ.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულ პირისპირ ინტერვიუებში ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო ვაკუუმი, რომელიც ამ დროს იქმნება, ინტერპრეტაციებისთვის ფართო ასპარეზს ქმნის, რაც ყოველთვის არ არის დაზღვეული შეცდომებისგან და ინფორმაციის ხარისხზე აისახება.

ჟურნალისტი გელა ბოჩიკაშვილი ბერი სალოსის ქუჩაზე და პანკისში სპეცოპერაციების დროს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს, როცა მისი თქმით, "მედია მიტოვებული იყო საკუთარი ინტერპრეტაციების ან იქ მყოფი მოქალაქეების იმედზე... როდესაც მედიას არ სთავაზობ ინფორმაციას, ის ყოველთვის ეძებს ინტერპრეტაციას".

სოფო მეგრელიძე, Associated Press: "ოფიციალური სტრუქტურები ხშირ შემთხვევაში აგვიანებენ ინფორმაციის გავრცელებას ან საერთოდ უარს ამბობენ მედიასთან თანამშრომლობაზე და მოსახლეობის ინფორმირებაზე. ინფორმაციული ვაკუუმის დროს ჟურნალისტი ყვება იმას, რასაც ხედავს ან ესმის სხვადასხვა წყაროებიდან, რაც გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების საფრთხეს ქმნის."

საერთაშორისო მედიის რამდენიმე ჟურნალისტმა ყურადღება გაამახვილა უწყებების შიგნით კომპეტენციების განსაზღვრისა და ინციდენტის ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის მკაფიო ინსტრუქციების მიწოდების პრობლემებზე.

მაკა ანთიძე, როიტერი: "სამწუხაროდ, ბოლო 10 წელი რომ ავიღოთ, პრეს-ცენტრები არ გაწვდიან იმ ინფორმაციას, რომელიც შენ გაინტერესებს... შიგნით უწყებაში არ არის დალაგებული, რა უნდა თქვან, რა არ უნდა თქვან. არის არეული პრეს-ცენტრის და Spokesperson-ის ცნებები".

კვლევის მთავარ მიგნებად ასევე გამოიკვეთა კრიზისული ვითარების გაშუქების შიდასარედაქციო გზამკვლევის არარსებობა, რომელიც უმეტესად, სატელევიზიო მედიაში შეიმჩნევა, ამასთან ისიც, რომ ჟურნალისტთა უმეტესობა არ იცნობს საქართველოს მთავრობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც კრიზისების მართვის მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკას განსაზღვრავს.

საჭიროებათა კვლევის ფარგლებში გამოკითხული ექსპერტები ამბობენ, რომ მედიის მიერ კრიზისული ვითარების/ანტიტერორისტული ოპერაციების გაშუქებაში ძირითადი პრობლემები ცოდნის დეფიციტი, სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა და თემატური სპეციალიზაციის არარსებობაა.

ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო: "მოსახლეობას სჭირდება კომპლექსურ შეკითხვებზე პასუხი... ღრმა კომპეტენტური ანალიზი, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს [მოვლენა] სამომავლო სტრატეგიულ პერსპექტივაში და უფრო ფუნდამენტური სოციალური, ეკონომიკური ანალიზი და ა.შ".

საჭიროებათა კვლევის საფუძველზე ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელთა მიზანია, კრიზისული ვითარებების გაშუქებისას არსებულ გამოწვევებს უპასუხოს და ხელისუფლებასა და მედიას შორის თანამშრომლობას, ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის განხორციელებასა და ხარისხიან მედიაგაშუქებას შეუწყოს ხელი.

კვლევის ფარგლებში 2020 წლის იანვარ-მარტში პირისპირ ინტერვიუს ფორმით სულ 30 ადამიანი გამოკითხა, მათ შორის მედიის წარმომადგენლები და მედიის, უმცირესობების საკითხების, უსაფრთხოებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები.

კვლევა MDF-მა პროექტის "ნარატივების რადიკალიზაციის პრევენცია და მათზე რეაგირება საქართველოში" ფარგლებში მოამზადა, რომელიც ფონდ ჰიდაიასა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.