რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორელმა ქეთევან გიორგაძემ “Fake News”-ის აღმოჩენის კონკურსში პრიზი მიიღო
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მორიგი დაჯილდოების ღონისძიება ჩაატარა და გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. მედიაწიგნიერების კონკურსი, რომელიც მოზარდებში მედიაწიგნიერების, კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად, უკვე მეოთხედ ჩატარდა, თუმცა მასში მონაწილეობა ბაკალავრიატის სტუდენტებმა პირველად მიიღეს.

სტუდენტებისთვის პირველი კონკურსის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიაში სულ 120-მდე საკონკურსო ნამუშევარი შემოვიდა, რომელთაგან სამი საუკეთესო კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. სტუდენტებს უნდა აღმოეჩინათ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია (“Fake News”), რომელიც ეხებოდა საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია.

კონკურსის გამარჯვებულებსა და სხვა კონკურსანტებს, რომლებიც პირველ სამეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ ხარისხიანი ნამუშევრები წარმოადგინეს, ამასთან გამოავლინეს მაღალი კომპეტენცია და ეფექტური უნარები, კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება. კომისია კონკურსის მონაწილე 15-მდე საინტერესო ნამუშევრის ავტორ სტუდენტს სერტიფიცირებულ ტრენინგებს ჩაუტარებს.

სტუდენტები BBC აკადემიის სასწავლო მასალებსა და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის მიერ შექმნილ პროგრამას გაივლიან, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისია მათ მისცემს შესაძლებლობას, მედიაწიგნიერების მიმართულებით სხვადასხვა პროექტში მიიღონ მონაწილეობა და საკუთარი გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ.

რაც შეეხება კონკურსში გამარჯვებულებს, პირველი ადგილის მფლობელი ავთანდილ შავაძე გახდა, რომელსაც კომისიამ საჩუქრად iPhone 12 Pro გადასცა. მისი საკონკურსო ნაშრომი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქართველი ვეტერანებისთვის ფულად დახმარებას ეხებოდა. ონლაინ გამოცემა news-front.ge-ზე განთავსდა სტატია, რომლის მიხედვითაც ვლადიმერ პუტინმა ქართველ ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და ფულადი დახმარების სახით 200 ლარი გადასცა. საკონკურსო ნაშრომის ავტორმა თავდაპირველად ინფორმაციის გადამოწმება თავად მედიაში სცადა, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ კი, ავთანდილ შავაძემ ინფორმაცია კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გადაამოწმა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ გავრცელებული სტატია ყალბია.

მეორე ადგილზე ქეთევან გიორგაძე გავიდა, რომელსაც კომუნიკაციების კომისიისგან საჩუქრად New iPad Pro 2020 გადაეცა. ქეთევან გიორგაძემ ყალბი ინფორმაცია geworld.ge-ზე აღმოაჩინა. სტატიაში მოცემულ ინფორმაციაში საუბარია, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მილიარდებს აღწევს, ხოლო ამერიკასთან 40 მილიონს ვერ სცდება. კონკურსანტმა სტატისტიკა საქსტატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაამოწმა, საიდანაც გაირკვა, რომ რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 266 ათას დოლარს შეადგენს. ქეთევანმა ასევე აღმოაჩინა, რომ სტატიაში მოცემული ყალბი ინფორმაცია რუსეთის მიერ კორონავირუსის ვაქცინის გამოგონებას უკავშირდება.

კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი კი მარიამ რუხაძე გახდა, მას Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცა. მარიამის საკონკურსო ნაშრომი სისხლძარღვების გამწმენდ საშუალებას ეხებოდა, მან gaqx.info-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში რამდენიმე უზუსტობა აღმოაჩინა, მათ შორის, სტატიაში ნახსენები ქართველი, 124 წლის ქალბატონი არ არის გინესის რეკორდსმენი და ის სინამდვილეში რუსი ეროვნებისაა. კომენტარების ავტორების ავთენტურობის და თავად ვებ-გვერდის სანდოობის გადასამოწმებლად მარიამმა google-ის ფოტოების საძიებო სისტემა, scamadviser და საქართველოს რეკორდების ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი გამოიყენა, რის შემდეგაც დაადგინა, რომ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია ყალბია.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის პირველად, ხოლო სკოლის მოსწავლეებისთვის სამჯერ წარმატებით ჩაატარა. კონკურის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიამ ფაქტების გადამოწმებისა და ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შესახებ, თბილისსა და რეგიონებში 6 უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს ონლაინ სასწავლო სესიები ჩაუტარა. BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ინტერაქტიული სესიების ფარგლებში, სტუდენტებმა ისწავლეს, როგორ მოახდინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ანალიზი და გადაამოწმონ ფაქტები. აღნიშნული შეხვედრები მათ ასევე საკონკურსო ნაშრომის მომზადებაშიც დაეხმარა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.