რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რა დახვდათ ბოლშევიკებს გორის საზაფხულო კლუბში 1921 წელს
1921 წლის თებერვლის ოკუპაციის შემდეგ, გორში, ბოლშევიკური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ემიგრაციაში წასული მთავრობის მიერ დატოვებული ქონების აღრიცხვა დაიწყეს. აღრიცხვის ოქმში საზაფხულო კლუბიც მოხვდა.

1921 წლის 10 აპრილის ოქმში მოცემულია ნივთების ჩამონათვალი. ეს დოკუმენტი გორის არქივში ინახება, რომლის გაცნობის საშუალება არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა, ქეთევან მაჭარაშვილმა მოგვცა.

,,1921 წლის აპრილის 10 დღესაც ჩვენ ქვემო ამაზედ ხელის მომწერალები აღრიცხვის ნაწილის კომისიამ თავმჯდომარეობით ჩლაიძისა და წევრებისა მარუტოვისა და ბენიევისა აღმოვაჩინეთ ქონება დატოვილ ყოფილ საქართველოს მენშევიკური მთავრობის მიერ, ქ. გორში, საზაფხულო კლუბში მოთავსებული ავეჯი:

1. საზაფხულო კლუბში რომელიც იმყოფება ქალაქის ბახში, ჩრდილოეთის მხრივ, არის ხის შენობა და შესდგება ერთი დიდი დარბაზისა სცენით, სამივე მხრიდან აქვს შემოვლილი ბალკონი, დასავლეთით არის ერთი ოთახი და ფეხადგილი, აღმოსავლეთის მხრივ არის ბუფეტი და დამატებით შენობა, რასაც შეადგენს ერთ გრძელ ბალკონს, ორათ გაყოფილს სამი ოთახით. დარბაზის უკან არის კუხნა და ყარაულის ოთახი და ფეხადგილი. დარბაზის წინ არის შადრევანი და არკა მუზიკისთვის, ამის გარდა ეზოში არის ხის მაღალი ბუტკა..

2. ჩალის დამტვრეული სკამები
3. გრძელი ზურგიანი სკამები
4. ბილიარდის სკამები
5. ფიცრის მაგიდა ლოტოსთვის
6. როიალი
7. რკინის გატეხილი კრავოტი
8. შკოლის პარტა
9. ელექტრონის ჭაღი
10. გატეხილი პატარა მაგიდა
11. სხვადასხვა ხის სცენის ნაწილები
12. გძელი უზურგო სკამები
13. ტაბურეტკები
14. ლედნიკი
15. ხის გრძელი დაზგა
16. გატეხილი ვეშოლკა
17. ეზოში ზურგიანი სკამები
18. ბახში არის ერთი ხის ბუთკა
დავადგინეთ: ესე აქტი იქმნეს წარდგენილი გორის მაზრის რევკომის განკარგულებაში."

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გორის რევკომმა ქონება 1921 წლის მაისში ჩაიბარა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის ერთ-ერთი მოქალაქე თანაქალაქელებს მოუწოდებს, ტრაგიკულად
დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად თითო სათამაშო
წაიღონ.
გორის ერთ-ერთი მოქალაქე თანაქალაქელებს მოუწოდებს, ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ხსოვნის პატივსაცემად თითო სათამაშო წაიღონ.
14:11 / 19.07.2026
მოქალაქის ნაამბობიდან ირკვევა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე
საქართველოს და ევროკავშირის დროშები მისი ძალისხმევითაა
გამოფენილი
მოქალაქის ნაამბობიდან ირკვევა, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მისი ძალისხმევითაა გამოფენილი
12:05 / 19.07.2026
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში
დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
13 ივლისს დედას და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა გორის ცენტში დაეჯახა. ორივე დაიღუპა.
22:03 / 14.07.2026
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში
მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც
მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
გორში მომხდარი ტრაგიკული ავარიის შემდეგ, სოციალურ ქსელში მოქალაქეები ითხოვენ სპეციალური პლატფორმის შექმნას, რომელზეც მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები გასაჯაროვდება.
20:42 / 14.07.2026
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
გასულ წელს, შიდა ქართლში ავარიების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა
15:11 / 14.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.