რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების სააგენტო რუსული კომპანიების პარტნიორებთან აგრძელებს თანამშრომლობას
გორის საბავშვო ბაღებში, წელს, აღმზრდელობითი პროცესი 2021 წლის 1-ელი მარტიდან იწყება. კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველა ბაღში, მუშაობა ერთი წელია შეჩერებული იყო.

როგორ ემზადება წელს საბავშვო ბაღების სააგენტო ბავშვთა კვებისთვის? ამისათვის მონაცემები შევაგროვეთ. ირკვევა, რომ საბავშვო ბაღების სააგენტო რუსული წარმოების პროდუქტის დისტრიბუტორებთან თანამშრომლობაზე უარს არ ამბობს.

თებერვალში, საბავშვო ბაღებში, მალფუჭებად პროდუქტს ,,სახანძრო ტექნიკი" მიიტანს, კერძოდ, მან 10-დღიან ტენდერში 51 531 ლარად გაიმარჯვა.

კომპანია ბავშვებს რუსეთში შეძენილ შემდეგი სახის პროდუქტს მიიტანს: კერძოდ: 4.8 ტონა მაკარონსა და ვერმიშელს ი.მ მატვეევისგან; 7.4 ტონა შაქარს რუსულ კომპანია ,,სტავროგრადისგან""; ხოლო 150 კგ სოდას ბაშკირეთიდან. ჯამში, გორის ბიუჯეტიდან 10 დღეში რუსეთიდან შემოტანილ პროდუქტში გადაიხდიან 26 690 ლარს.

მაგალითად, 2021 წლის იანვარში, პირველი ტენდერი (ვერმიშელი, ზეთი, შაქარი, წიწიბურა და ა.შ.) საკვებ პროდუქტებზე 11 იანვარს გამოაცხადა.

წლევანდელ პირველ ტენდერში კომპანია ,,ლუანამ"" საკმაოდ დაბალი ფასი მიუთითა. კერძოდ, ტენდერი გამოცხადებული იყო 118 000 ლარზე, ხოლო ,,ლუანამ" გასამარჯვებლად - 88 000 ლარი მიუთითა, თითქმის 30 000 ლარით ნაკლები.

როგორც ბაღების სააგენტოს სატენდერო კომისიამ შეამჩნია, შეთავაზებულ წინადადებებში მონაცემები დაკოპირებული ჰქონდა და არ იყო მითითებული საკვების მოდელი. ამიტომ, ეს ტენდერი ჩავარდა.

იგივე საკვებზე საბავშვო ბაღების სააგენტომ ტენდერი განმეორებით, 2021 წლის 28 იანვარს გამოაცხადა. საწყისი ფასი 201 000 ლარი იყო მითითებული. ტენდერში მონაწილე კომპანიებიდან 2-ს დისკვალიფიკაცია მისცეს. გამარჯვებულად გამოცხადდა ,,ლუანა"" – 198 000 ლარის ფარგლებში.

შესყიდვების გვერდზე არ არის ატვირთული იმ საკვების ნუსხა, მწარმოებელი ქვეყნის მითითებით, რომელსაც ,,ლუანა"" ბაღებს მიავწიდს.

მიერ წარდგენილი საკვების მწარმოებელი კომპანია და მოდელები არაა მითითებული. თუმცა, ბაღების სააგენტოს გამოქვეყნებული აქვს დისკვალიფიცირებული კომპანიის მიერ შეთავაზებული საკვების მონაცემები:

რაც შეეხება რძის პროდუქტებს (ხაჭო, კარაქი, ყველი, იოგურტი, შესქელებული რძე, მაწონი, პასტერიზეული რძე და არაჟანი), ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ნებიერა" (ირმა კიტრიაშვილი) შეთავაზებული წინადებებმა სრულად დააკმაყოფილა მონაცემები.

ბურღულეულზე გამოცხადებულ ტენდერში კი მონაწილეობა არავინ მიიღო.

საქონლის ხორცს, ქათმის ფილეს და თევზსს საბავშვო ბაღებს ინდმეწარმე მამუკა მენთეშაშვილი მიაწვდის. ეს კომპანია ქვემო ქართლში მდებარეობს. ბოლო არაგეგმიური შემოწმება 2021 წლის 11 იანვარს ჩაატარეს. შემოწმების აქტის მიხედვით, ინდმეწარმის მუშაობა დადებითად შეაფასეს, თუმცა შენიშვნები გამოსასწორებლად მისცეს. კერძოდ, შენობის შესასვლელში არ ჰქონიათ დეზობარიერი.

ასევე წარსადგენი აქვს: სასმელი წყლის ლაბორატორიული შემოწმების აქტი. დანების სტერილიზაციის აღრიცხვის ჟურნალი; პირველი კვარტალში ხორცის ლაბორატორიული კვლევის აქტი.

ჯემებისა და ტომატ-პასტის ტენდერი წარმატებით ჩაატარეს. პროდუქციას (ჯემებს და ტომატებს) ,,სახანძრო ტექნიკი"" მიაწვდის, თანაც საქართველოში წარმოებულს. იგივე კომპანია მიაწვდის შპს ,,საგარეჯოს 2009"-ის" კვერცხებს.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.