რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
გორის ,,ახალბაღში'' დენდროლოგიური პარკი მოეწყობა
გორის ,,ახალბაღში'' დენდროლოგიური პარკი მოეწყობა. ასევე, გარკვეულ მონაკვეთზე საბავშვო ექსტრემალური სპორტისთვის ტალღოვანი ზედაპირი გაკეთდება.

ამის თაობაზე, მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტი შეცვალა, რისთვის ,,ახალბაღის'' რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერის ფასი 7 მლნ-დან 9 მლნ-მდე გაიზარდა.



ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა წინადებების შეთავაზება 12 მარტიდან უნდა დაიწყონ, ხოლო წინადადებების მიღება დასრულდება 15 მარტს. კომპანიებს ანალოგიური სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ.

ჩვენ მოვიპოვეთ საპროექტო დოკუმენტი. პროექტი უცხოელი არქიტეტორების მიერაა შედგენილი. თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყოფო.

იგეგმება 215 ერთეული ხისა და 286 ერთეული ბუჩქის გადარგვა. სანაცვლოდ, 70 ძველი ხის, 2 ერთეული ბუჩქის მოჭრა.

პარკის გაშენებისათვის წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია



- არანაკლებ 115 სახეობისა და ჯიშის მცენარის დარგვა.

- 12530 კვ. მ. გაზონის გაშენება არანაკლებ 16 სახესხვაობის, 82 ერთეული დეკორატიული ხის დარგვა;

- არანაკლებ 45 სახესხვაობის. 3156 ერთეული დეკორატიული ბუჩქის დარგვა, მათ შორის --- მეტრი ბორდიურის (ცოცხალი ღობის) გაშენება.

- არანაკლებ 31 სახესხვაობის, 4702 ერთეული დეკორატიული მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის დარგვა.

- არანაკლებ 10 სახესხვაობის, 103 ერთეული მხვიარა დეკორატიული მცენარის დარგვა.

- არანაკლებ 13 სახესხვაობის, 1750 ერთეული დეკორატიული ერთწლოვანი ბალახოვანი ყვავილდეკორატიული მცენარის დარგვა.

პარკის დანარჩენი, პერიფერიული ნაწილები განკუთვნილია
სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებსა და ინტერესებზე:



▪ სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტრენაჟორები

▪ საბავშვო ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის ტალღოვანი ზედაპირი

▪ კაფე და ფანჩატურები

▪ სამაგიდო თამაშებისა და ჯგუფური შეხვედრების; საპიკნიკე სივრცეები და სხვ.

▪ რომანტიული ურთიერთობის სივრცეები (ლამაზი ხედებითა, კამერალური სივრცეებით)

▪ ველო და სარბენი ბილიკები

▪ სარიტუალო საზეიმო სივრცე

▪ ცოცხალი ზოოლოგიური კოლექციის სივრცე ვოლიერებითა და გარეული ცხოველებით (მინი ზოოპარკი).

პროექტის ანოტაციაში ვკითხულობთ:



,,პარკი საკმაოდ დიდ ფართობს, განსხვავებულ და ნაირგვან ფუნქციურ ზონებს მოიცავს. განსხვავებულია ამ ზონების არსებული ფაქტიური მდგომარეობები და საჭირო ცვლილებებისა და ჩარევების ხარისხიც. ჩვენს მიერ პირველ რიგში ამ ფაქტორების შესაბამისად მოხდა მთლიანი ფართის დაყოფა სექტორებად, რომლებიც შედარებით დამოუკიდებელ ერთეულებად დაპროექტდა და აღირიცხა კიდევაც.

პარკის ცენტრალური და ფორმალური სტილის ნაწილი -პარტერი, წარმოადგენს ყველაზე საჯარო სივრცეს, - ურთიერთობებისა და მასიური თავშეყრის ადგილს, ამდენად მისთვის მნიშვნელოვანია გახსნილი სასეირნო სივრცე და ვიზუალური და ვერბალური კონტაქტის შესაძლებლობა; ესთეტიურად და ეკოლოგიურად კომფორტული პირობები (ლამაზი და ფერების, ფორმების , სილუეტების თუ სურნელების სიუხვე, აქცენტირებული ობიექტების არსებობა, კომფორტული ტენიანობის უზრუნველყოფა მშრალ კლიმატში, რასაც შადრევანი და წყლის სარკე განაპირობებს და სხვ.

ამ მოსაზრების თანახმად ეს ცენტრალური ნაწილები (ორი დიდი თარგი შადრევანი და მიმდებარე არეები) გაფორმდა ყვავილნარებითა და გართხმული ბუჩქნარებით. აქ მნიშვნელოვანია მცირე ტბორი წყლის მცენარეებითა და ისტორიული და მაღალი მხატვრული ღირებულების ბრინჯაოს მონუმენტით; მძლავრი შადრევანი, ღია სცენა და სტალინის ბიუსტიანი კომპოზიცია საბჭოთა სტილის დიზაინით, რასაც მხოლოდ ისტორიული დატვირთვა აქვს და არავითარ შემთხვევაში იდეოლოგიური, ან სხვა.'' - აღნიშნულია პროექტის ანოტაციაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.