რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მემორიალური საფლავის ქვები შიდა ქართლში
დღეს ,,კორკოტობაა" და ოჯახები
მიცვალებულებს იხსენიებენ. შიდა ქართლის ტერიტორიაზე მდებარე
სასაფლაოებზე შეხვდებით ქვებს, რომლებიც ადამიანურ ტრაგედიებს
გვამცნობენ.
ამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.
მაია ქერდიყოშვილი 15-წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მშობლებმა ქვის ოსტატებს სთხოვეს, რომ საფლავის ქვაზე, შვილის გამოსახულება საცეკვაო სამოსით ყოფილიყო.
სოფელ რენეში გვითხრეს, რომ გოგონას მშობლები ამჟამად უკვე გარდაცვლილები არიან, საქართველოში მხოლოდ მამიდა ცხოვრობს, თანაც რუსთავში. 1984 წელს, 15 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი, შემდგომ მშობლებისაც - ტუბერკულიოზი ყოფილა.

სოფელ ზადიანთკარში (კასპი) არის საფლავი, რომელზეც 18 წლის ბიჭის გამოსახულებას ასეთი წარწერა აქვს:

ქართულ ისტორიაგრაფიაში მე-19 საუკუნის ქვები უკვე ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენს. მაგალითად,მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ ტანას ხეობაში უნიკალურ მასალებს მიაგნო.
კერძოდ, ქვემო წერეთში ყოფნისას სერგი მაკალათიამ აღმოაჩინა, რომ კლდის ქვებისგან საფლავებს ოსტატები მე-20 საუკუნის შუა ხანებშიც ამზადებდნენ:
,,ამ საფლავის ქვებზე გამოსახულებანი საინტერესო მასალებს იძლევიან ხალხური შემოქმედების შესასწავლად.აგეთვე, შრომა-საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, მეცხვარე გამოსახულია კომბლით და მაკრატელით, გუთნის დედა - გუთნეულით. მევენახე - სასხლავი დანით და სხვ.

სერგი მაკალათია გვატყობინებს, რომ გსმოსახულებანში გარდაცვლილებს აცვიათ იმ დროისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელიც, რაც იძლევა ნათელ სურათს ხალხის ყოფა-ცხოვრების გასაცნობად.

ამის საილუსტრაციოდ, რამდენიმე მაგალითს მოვიყვანთ.
მაია ქერდიყოშვილი 15-წლის იყო, როდესაც გარდაიცვალა. მშობლებმა ქვის ოსტატებს სთხოვეს, რომ საფლავის ქვაზე, შვილის გამოსახულება საცეკვაო სამოსით ყოფილიყო.
სოფელ რენეში გვითხრეს, რომ გოგონას მშობლები ამჟამად უკვე გარდაცვლილები არიან, საქართველოში მხოლოდ მამიდა ცხოვრობს, თანაც რუსთავში. 1984 წელს, 15 წლის გოგოს გარდაცვალების მიზეზი, შემდგომ მშობლებისაც - ტუბერკულიოზი ყოფილა.

,,მშვიდობით დედავ, მშვიდობით
მამავ
მშვიდობით ჩემო დედავ
ტანჯულო,
როგორ მწყუროდა სიცოცხლე
ტკბილი.
რად გამიმეტე სიკვდილო
კრულო.
ჩემ და-ძმის გვერდით ვეღარ
გავივლი,
როგორც ლამაზი ოცნების ყვავილი"
მაია ქერდიყოშვილი, 1969-1984
მაია ქერდიყოშვილი, 1969-1984
სოფელ ზადიანთკარში (კასპი) არის საფლავი, რომელზეც 18 წლის ბიჭის გამოსახულებას ასეთი წარწერა აქვს:

,,მე მზე მიყვარდა, სიხარულით ფეთქავდა
გული.
მაგრამ სიკვდილმა ჩამიტეხა
სიცოცხლი ხიდი.
ამას გთხოვთ ხალხო, არ გამხადოთ ქორების
მსხვერპლი.
მე მოკლული ვარ ბედისა და განგების ხელით."
თემო ზადიშვილი (1961-1979)
თემო ზადიშვილი (1961-1979)
ქართულ ისტორიაგრაფიაში მე-19 საუკუნის ქვები უკვე ისტორიულ ძეგლებს წარმოადგენს. მაგალითად,მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, ეთნოგრაფმა სერგი მაკალათიამ ტანას ხეობაში უნიკალურ მასალებს მიაგნო.
კერძოდ, ქვემო წერეთში ყოფნისას სერგი მაკალათიამ აღმოაჩინა, რომ კლდის ქვებისგან საფლავებს ოსტატები მე-20 საუკუნის შუა ხანებშიც ამზადებდნენ:
,,ამ საფლავის ქვებზე გამოსახულებანი საინტერესო მასალებს იძლევიან ხალხური შემოქმედების შესასწავლად.აგეთვე, შრომა-საქმიანობის გასაცნობად. მაგალითად, მეცხვარე გამოსახულია კომბლით და მაკრატელით, გუთნის დედა - გუთნეულით. მევენახე - სასხლავი დანით და სხვ.

,,გუთნისდედა
ვარ განთქმული, ვხნავდი მთასა და ბარსაო.
ბელტი ბელტს გადადიოდა, არა
ვზოგავდი ჯანსაო.
მაგრამ ბედმა მიმუხთლთა, ხელი მომავლო
მხარსაო;
გამტყორცნა შავი მიწისკენ, ამომაფარა
ქვასაო,
სიკვდილი მუხანათია, მიმტყუნა ბედის
ჩარხმაო,
ცოლ-შვილი ობლად დავტოვე, არ
დამიჩაგროთ ხალხმაო.''
სერგი მაკალათია გვატყობინებს, რომ გსმოსახულებანში გარდაცვლილებს აცვიათ იმ დროისთვის დამახასიათებელი ტანსაცმელიც, რაც იძლევა ნათელ სურათს ხალხის ყოფა-ცხოვრების გასაცნობად.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები