რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შიდა ქართლის განახლება ქალაქების ცენტრალური ქუჩების მოწესრიგებით დაიწყება
შიდა ქართლის ოთხივე ქალაქის: გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის ცენტრალური ქუჩები განახლდება. ამის შესახებ დღეს გამართულ სხდომაზე ისაუბრეს, სადაც მერებმა თავიანთი წინადადებები წარადგინეს.

სახელმწიფო პროგრამის "განახლებული რეგიონები" ფარგლებში სპეციალურმა კომისიამ მერების წინადადებები მოიწონა.

პირველ ეტაპზე, შეარჩიეს: გორის მუნიციპალიტეტში ცენტრალური (სტალინის) გამზირი, კასპის მუნიციპალიტეტში - ქალაქის ცენტრი და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერი, ქარელის მუნიციპალიტეტში - ჭავჭავაძის, თამარ მეფის და ნინოშვილის ქუჩები, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში - ცენტრალური მოედანი და მიმდებარე ტერიტორია.

კომისიის სხდომა გორში გაიმართა. მას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში მამუკა საღარეიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,ტენდერები უკვე ყველა მუნიციპალიტეტისათვის გამოცხადდა, რომლის შედეგად, გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. "განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით'' - აღნიშნულია სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა
მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
11:12 / 14.11.2026
11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების
დღეს გამართულ ცერემონიას ქართველი და ფრანგი ოფიციალური
პირები, უცხოური ლეგიონის წარმომადგენლები და გმირის ოჯახის
წევრები დაესწრნენ.
11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების დღეს გამართულ ცერემონიას ქართველი და ფრანგი ოფიციალური პირები, უცხოური ლეგიონის წარმომადგენლები და გმირის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
10:22 / 14.11.2026
ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე
ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
გაასახლა. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭიღლაძის თქმით, გამოსახლების
მიზეზი ვალი გახდა, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაასახლა. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭიღლაძის თქმით, გამოსახლების მიზეზი ვალი გახდა, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
15:45 / 12.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მიერ ურბნისში ქადაგებისას „ქართული
ოცნების“ გაკრიტიკებას მმართველი გუნდის წევრებისა და
პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რაზეც დეკანოზმა
„ფორმულასთან“ ისაუბრა.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მიერ ურბნისში ქადაგებისას „ქართული ოცნების“ გაკრიტიკებას მმართველი გუნდის წევრებისა და პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რაზეც დეკანოზმა „ფორმულასთან“ ისაუბრა.
15:08 / 12.11.2026
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის
აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების
პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ
ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
12:43 / 12.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.