რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერიის თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ - შიდა აუდიტის დასკვნა
გორის მერიის შიდა აუდიტმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ადმინისტრაციის, ზედამხედველობისა და ეკონომიკის სამსახურები შეამოწმა, ასევე, შეამოწმა 2 აიპი, რომელსაც მერია აფინანსებს.

ესენია გორის კეთილმოწყობისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოები.

დასკვნა საკმაოდ მკაცრია, თუმცა შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, თამარ ზურაბიშვილი იტყობინება, რომ შემოწმების ობიექტები რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

ყველაზე მეტი რეკომენდაცია (83-დან 42) მერიის ადმინისტრაციის სამსახურმა დაიმსახურა.

როგორც შიდა აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, შემოწმებულ სამსახურებსა და სააგენტოებში თანამშრომლები გეგმის გარეშე მუშაობენ. ხოლო რასაც მუშაობენ, იმის დამადასტურებელი ანგარიშები არ არსებობს.

ხარვეზებია შესყიდვებშიც. როგორც შიდა აუდიტი ასკვნის, ეს ხარვეზები კანონმდებლობის დარღვევას იწვევს.

შიდა აუდიტი თვლის, რომ კვალიფიციური თანამშრომლების დეფგიციტია. კერძოდ, მისი აზრით, ვაკანსიების გამოცხადების დროს აუცილებელია საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება, ხოლო თანამშრომლები საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად შეარჩიონ.

,,აიპიები მენეჯერის მოადგილეებმა საკურატორო სფეროს მიხედვით განსაზღვრონ რისკები და თითოეული თანამშრომლის ჭრილში ჩართონ კონტროლის ბერკეტები, რათა გამოირიცხოს თანამშრომლის მხრიდან გადაცდომა. გამოვლენილ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა მეჯერების მოადგილეებს დაეკისროთ'' - აღნიშნავს შიდა აუდიტი.

როგორც შიდა აუდიტი იტყობინება, სააგენტოები ბიუჯეტს ხარჯავენ გეგმის გარეშე, რის გამოც, წლის განმავლობაში, ბევრ შეცდომას უშვებენ და ხარჯაღრიცხვის დოკუმენტი მუდმივ კორექტირებას განიცდის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.