რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,ლესია უკრაინკას ქუჩაზე ასფალტი უხარისხოდ დააგეს'' - ხაშურის მერია
დაბა სურამში ლესია უკრაინკას რეაბილიტირებულ ქუჩაზე ასფალტის სამუშაოები უხარისხოდაა ჩაატარებული.

ამის შესახებ საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპმა'' ხაშურის მერიას აცნობა. საექსპერტო კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, ასფალტის ზედა ფენის სისქე მცირეა.

ხაშურის მერიამ საზედამხედველო კომპანიის დასკვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წარადგინა.

,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" დასკვნით, დადასტურდა ინსპექტირების ჯგუფის პოზიცია ასფალტის ზედა ფენის უხარისხოდ დაგებასთან დაკავშირებით.

ლესია უკრაინკას ქუჩაზე ასფალტი კომპანია ,,ქროსფოინტმა'' დააგო. მერიამ ხელახალი სამუშაოების ჩატარება მოსთხოვა, თუმცა 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ხარვეზი არ გამოუსწორებია.

ამის გამო, ,,ქროსფოინტი'' შავ სიაში ერთი წლის ვადით შეიყვანეს. კომპანია ,,ქროსპონტი'' ტენდერებში მონაწილეობას 2023 წლის მარტიდან გააგრძელებს.

ხაშურის მერიაში გვითხრეს, რომ დღევანდელი მდგომარეობით ხარვეზი კომპანიამ აღმოფხვრა, თუმცა ვინაიდან მოწოდების ვადებიც დაირღვა (რადგან გამოსწორებასაც დრო დაჭირდა), შავ სიაში მაინც არის შეყვანილიო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა,
თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას
ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში
გადაადგილება შეუძლებელია.
ქარელში მცხოვრებ მიხეილ ოქროპირიძეს მერიამ ეტლი აჩუქა, თუმცა მისით გადაადგილება უჭირს. ბენეფიციარის თქმით, მას ელექტროეტლი სჭირდება, რადგან გადაცემული ეტლით აღმართებში გადაადგილება შეუძლებელია.
13:20 / 26.10.2026
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის
შენობის აღდგენა რენტაბელურია.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლის შენობის აღდგენა რენტაბელურია.
10:32 / 26.10.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს
5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ში მომხდარ დაჭრის ფაქტზე მამაკაცს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

18:32 / 24.10.2026
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
შემთხვევა წმინდაწყლის უბანში, დევნილთა დასახლებასთან მოხდა.
17:52 / 24.10.2026
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ
თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
ბანკმა მისი ბინა აუქციონზე გაიტანა და ახლა რეალური საფრთხეა, რომ თეა და მისი შვილი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ.
19:41 / 23.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.