რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა
ოთხი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც შიდა ქართლის გუბერნატორად მიხეილ შაყულაშვილი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა რეგიონის მოსახლეობას 2022 წლის 15 აგვისტოს წარუდგინა.

როგორც სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, ამ ოთხი თვის განმავლობაში, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პოზიციაზე მუშაობა მიხეილ შაყულაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრებით დაიწყო და დღემდე ამ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას.

,,აქტიურად ხვდება ადგილობრივებს და ადგილზე ეცნობა მოსახლეობის საჭიროებებს. ამავდროულად, იგი მჭიდროდ თანამშრომლობს მუნიციპალიტეტების მერებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, რეგიონში მომუშავე სამინისტროების სამსახურებთან, არასამთავრობო სექტორთან და საელჩოებთან.'' - აღნიშნავენ ადმინისტრაციაში.

მიხეილ შაყულაშვილმა პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობასთან გამართა. რწმუნებულმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და ერთობლივად გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

,,შიდა ქართლის რწმუნებულმა მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელულად სოფელ ქერეში ახალდაშენებული სკოლაც დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი. ადგილობრივმა სკოლის მოსწავლეებმა განახლებული სასწავლო წელი ახალ შენობაში დაიწყეს. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ახალაენებული სკოლა გაიხსნა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათში.''



შემდეგ იყო ზარდიანთკარის საკითხი: ,,რწმუნებული ზარდიაანთკარის მაცხოვრებლებსაც შეხვდა. ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული და სამომავლო, თანმიმდევრული ქმედებების გაცნობა წარმოადგენდა. იგეგმება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზიანებული 28 სახლის აღდგენა, რომლის ტენდერიც უკვე გამოცხადდა.''  - აღნიშნულია ჩვენთვის მოწოდებულ ანგარიშში.

რაც შეეხება სხვა პროექტებს, რეგიონში წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა. ქარელში საცურაო აუზმა ფუნქციონირება დაიწყო. პირველ საჩვენებელ ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5.6 მლნ ლარით დაფინანსდა. მოეწყო დიდი და მცირე აუზები. ასევე, კომპლექსში განთავსდა სატრენაჟორო დარბაზი, 100 ადამიანზე განკუთვნილი ტრიბუნა, პერსონალისა და მწვრთნელების ოთახები, გასახდელი და საშხაპეები. საცურაო კომპლექსი სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის.

რამდენიმე დღის წინ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის სამუშაოები იწყება. აღნიშნული პროექტი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება და წყალმომარაგების ქსელისა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას ითვალისწინებს. ხელშეკრულების ღირებულება 146 მლნ. ლარს შეადგენს.

2023 წლის დასაწყისში გამოცხადდება ტენდერი წყალმომარაგების სათავე ნაგებობის, რეზერვუარის, სატუმბი სადგურებისა და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. წყალმომარაგების მიმართულებით სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოს, რის შემდეგ ხაშურის 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.