რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
იობის ფავორიტი მღვდლისა და ხაშურელი მილიონერის ინტერესები გადაიკვეთა
ორი დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება ხაშურელი მილიონერის ლევან გამრეკელისა და ხაშური-სურამის ეპისკოპოს სვიმეონის დაპირისპირების ამბავი.

თემა განსახილველად სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გახსნა. მან თქვა, რომ ქვიშხეთში, ამბიონიდან ეპისკოპოსმა გამრეკელი გააკრიტიკა; რომ გამრეკელი მხოლოდ პიარითაა დაკავებული და არავითარ ქველმოქმედს წარმოადგენს. იგულისხმება, რომ ის ეკლესიას არაფერს სწირავს.

ზაზა მეხრიშვილი ლევან გამრეკელთან დაახლოებული პირია. ის ხელმძღვანელობს უპოვართა სასადილოს, სადაც უფასო სადილით ემსახურებიან ისეთ ადამიანებს, რომლებიც სოციალურ ბაზაში ვერ მოხვდნენ, თუმცა გაჭირვებულები არიან. ხაშურის მერიას სოციალურად დაუცველებისთვის ცალკე აქვს გახსნილი უფასო სასადილო.

პირველი დარტყმა ხაშურელ მილიონერს მაშინ მიაყენეს, როდესაც უპოვართა სასადილოს კრიტიკა დაიწყეს. ზაზა მეხრიშვილმა დაწერა, რომ სასადილოს შესახებ ჭორებს ავრცელებენ; რომ სასადილოში უხარისხო საკვებით უმასპინძლდებიან. რამდენად ვარგისიანი საკვები მზადდება გამრეკელის სასადილოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შემდეგ უკვე ქვიშხეთში, ეპისკოპოსის ქადაგების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია. ამის შესახებ საზოგადოებას ისევ ზაზამეხრიშვილმა აცნობა. კომენტარებში უამრავმა საკითხმა წამოიწია წინა პლანზე, მათ შორის, ქვიშა-ხრეშის საბადოებმა, ასევე, მიწის ნაკვეთებმა და ა.შ. ზაზა მეხრიშვილი ამბობს, რომ ეპისკოპოსი ხალხს გამრეკელის წინააღმდეგ ამხედრებს. აქვე ისიც გაჟღერდა, რომ გამრეკელს მომავალ არჩევნებზე მერობა სურს.

არის თუ არა გამრეკელი ქველმოქმედები? გამრეკელი ,,ქართული ოცნების'' ერთ-ერთი დამფინანსებელია ხაშურში. ის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარედ აირჩიეს. მას შემდეგ ორ დეკლარაციაში დაწერა, რომ შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს.

მაგალითად, 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში გამრეკელმა აღნიშნა, რომ ქველმოქმედებაში 300 000 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც მისი შემოსავალი (ძირითადად, ჯართის ბიზნესიდან კომპანია ,,ლე-გა''-დან და სოფელ ალში რეგისტრირებული ფერმიდან) თითქმის 3,2 მლნ ლარს მიაღწია.

2023 წლის დეკლარაციაში კი გამრეკელმა აღნიშნა, რომ ქველმოქმედებაში 300 000 ლარი დახარჯა. მისი შემოსავალი დამატებით იყო 500 000 ლარი.

ჯამში ლევან გამრეკელმა 2 წლის მანძილზე შემოსასვლის სახით მიიღო 3,7 მლნ ლარი, ქველმოქმედებაში კი 600 000 ლარი დახარჯა. ანუ, გამრეკელმა ორ წელიწადში თავისი შემოსავლის 16,2% ქვეომოქმედებაში დახარჯა.

ამავე 2023 წლის დეკლარაციაში ცნობილია, რომ გამრეკელმა 2022 წელს შეიძინა:

მსუბუქი ავტომანქანა - Mercedes G Class - 500 000 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა Volvo G7108 - 190 000 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა Mitsubishi Pajero - 23 000 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა - Toyota Land Cruiser - 150 000 ლარი
მსუქბუი ავტომანქანა Toyota Hilux - 90 000 ლარი
მსუბუქი ავტომანქანა Daihatsu - 11 000 ლარი.

ჯამში ავტომანქანებში გამრეკელმა თითქმის 1 მლნ ლარი (964 000 ლარი) გადაიხადა.

რაც შეეხება ქვიშა-ხრეშის კარიერს, როგორც ზაზა მეხრიშვილი ტვ მონიტორინგთან ინტერვიუში ამბობს: ,,არის ერთ-ერთი საწარმო, რომელშიც გამრეკელის ოჯახია ჩართული. საწარმოს ლიცენზირებული მიწა აქვს აღებული, აბსოლუტურად ყველაფერი კანონიერია, მასალა უნდა ამოიღონ 80 ჰექტარი მიწაა და მეუფეს იმის მითვისება უნდა. მიეჭრა იქ, გააჩერებინა სამუშაოები, რომ ეს მიწა მე მჭირდებაო, ახევა უნდა იმ ყველაფრის. ლაპარაკია დიდ ფულზე, ის მიწაც დიდი ფული ღირს. შეგიძლიათ დაიაროთ ყველა ბიზნესმენი და ჰკითხოთ, მთელ ხაშურში ყველასთან მიდის სესხად. გამოართმევს ფულს სესხად და მერე აღარ აბრუნებს, ასე აქვს ყველაფერი მიტაცებული", - თქვა ზაზა მეხრიშვილმა.

ამავე ტელეკომპანიამ გაავრცელა სვიმეონის კომენტარიც: ,,ადამიანების მხილება გვიწევს ხოლმე, როგორი დამნაშავე და შემცდარიც არ უნდა იყოს, ვეცდებით სწორ გზაზე დავაყენოთ“ - განაცხადა სვიმეონმა, ხაშურელ ბიზნესმენზე.

სვიმეონი ძამის ხეობაში, რუის-ურბნისის ეპარქიაში მსახურობდა. მისი ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ  2004 წლიდან რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) პირად მორჩილებაში იყო. 2005 წლიდან ძამის ხეობაში, ტბეთის მთავარანგელოზთა სახელობის მონასტრის მორჩილია.

2005 წლის 19 აგვისტოს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიმა იობმა ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. 2005 წლის 4 დეკემბერს რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა დიაკვნად აკურთხა. 2006 წლის 25 მარტს მიტროპოლიტმა იობმა სქემაში აღკვეცა და სახელად სვიმეონი უწოდა. 2006 წლის 2 აპრილს მიტროპოლიტმა იობმა მღვდლად დაასხა ხელი და ტბეთის მონასტერში დანიშნა მღვდელმსახურად. 2006 წლის 8 მაისს სურამის სამღვდელმთავრო რეზიდენციასთან არსებულ წმიდა იობ მრავალვნებულის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
2007 წლის 15 აპრილს ურბნისის წმიდა სტეფანე პირველდიაკვნის სახელობის საკათედრო ტაძრის მოძღვარია. 2010 წლიდან ხაშურის რაიონში, ყორანქედის წმიდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარია.

სვიმეონი (ცაკაშვილი) 2013 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ახლად შექმნილი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად აირჩიეს. 2013 წლის 10 ნოემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმიდა სინოდის მღვდელმთავართა თანამწირველობით ეპისკოპოსად დაასხა ხელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.