ბოშურში მწვადების შეწვის მასტერკლასი დღესაც გაგრძელდება. მერიის მიერ დაქირავებულ ინფლუენსერის კადრებში ამის ამსახველი კადრებიც მოხვდა.
მეორე დღეა ტანას ხეობაში ტანა-თეძმობა იმართება. იხარჯება 60 000 ლარამდე თანხა.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომლის სახელწოდებაა „საერთაშორისო ტექნოლოგიების ჯგუფი“, 190 კგ საქონლისა და ღორის ხორცი უნდა შეიძინოს. მასტერკლასისთვის მდინარე ტანას სანაპირო შეირჩა. კომპანია, 2024 წელს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ვლადიმერ ბუზალაძის პიარს წარმოადგენდა.
რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, ინფლუენსერის კადრებში ხინკლის მომზადების სწავლების ამსახველი კადრებიც მოხვდა. მერიის მომზადებულ პროგრამაში აღნიშნულია, რომ გაიმართება დოლების შოუც.
პროგრამის მიხედვით, ადგილზე უნდა მუშაობდეს ორი ჟურნალისტი და დრონის გადამღები. ასევე, დაქირავებული უნდა იყოს რეჟისორი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები