რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში, კეცხოველის ქუჩაზე ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების მიუხედავად გორში
სადგურის დასახლებაში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევა
კეცხოველის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, Honda-ს მძღოლმა სიჩქარე შეანელა, რა დროსაც უკან მიმავალი BMW დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ, ამავე ქუჩაზე მცხოვრები მიხეილ ფავლენიშვილი დაინიშნა.
მანამდე წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები „ბუგაროვკების“ დამონტაჟებას ითხოვდნენ.
გზა გორი-ატენი-უფლისციხის დამაკავშირებელ მონაკვეთს წარმოადგენს.
ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, Honda-ს მძღოლმა სიჩქარე შეანელა, რა დროსაც უკან მიმავალი BMW დაეჯახა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი მას შემდეგ დაამონტაჟეს, რაც შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილედ, ამავე ქუჩაზე მცხოვრები მიხეილ ფავლენიშვილი დაინიშნა.
მანამდე წლების განმავლობაში ადგილობრივი მცხოვრებლები „ბუგაროვკების“ დამონტაჟებას ითხოვდნენ.
გზა გორი-ატენი-უფლისციხის დამაკავშირებელ მონაკვეთს წარმოადგენს.
ამავე კატეგორიაში
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი
ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია კომპანიის სამუშაო
ინვენტარი. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
23 ოქტომბრიდან კასპში, კერძოდ სოფელ კავთისხევში, ლაყე კვერცხებისა
და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხილვა იწყება.
კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და შეეცდება
დაარწმუნოს ისინი, რომ საწარმოს ფუნქციონირება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის
„ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ
თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ
მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც
სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
კავთისხევი-ნიჩბისის გზის მონაკვეთი, რომლის რეაბილიტაციაც 2023 წელს
5.8 მილიონი ლარი დაჯდა, ჩაინგრა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები