რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გორის მერიას ყოფილი ნარკოლოგიური შენობიდან უსახლკარო პირების გაყვანა მოსთხოვა
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, გორის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების სახელით, ოფიციალურად მიმართა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საცხოვრისიდან უსახლკარო პირების დაუყოვნებლივი გაყვანა და მათთვის ღირსეული და უსაფრთხო ალტერნატიული საცხოვრებლის უზრუნველყოფა მოითხოვა.

გორის სოციალურ საცხოვრისში, რომელიც ნარკოლოგიური კლინიკის ყოფილ შენობაში მდებარეობს, ამჟამად 103 უსახლკარო ადამიანი ცხოვრობს; მათ შორის არიან არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, ვეტერანები, შშმ პირები. წლების განმავლობაში ეს ადამიანები უკიდურესად მძიმე, ღირსებაშემლახველ გარემოში ცხოვრობენ, თუმცა, გორის მუნიციპალიტეტის მთავრობა კვლავ არ რეაგირებს საცხოვრისში არსებულ პრობლემებზე.

თავის ოფიციალურ მიმართვაში სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ყურადღება გაამახვილა არაერთ გამოწვევაზე, რომელიც მუნიციპალიტეტის მყისიერ რეაგირებას საჭიროებს, მათ შორისაა,

შენობის მდგომარეობა, რომლის დაზიანებაც შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი შესამჩნევია - ირღვევა შენობის უკანა კედელი, საცხოვრისი დანესტიანებულია, ხოლო დეფორმირებული ჭერი და კედლები ინგრევა. ამის გამო უსახლკარო პირები საცხოვრისის ჩამოქცევის მუდმივი შიშის ქვეშ ცხოვრობენ;
ინდივიდუალური სველი წერტილების არარსებობა - ინდივიდუალურ საცხოვრებელ სივრცეში არ არსებობს სველი წერტილი (საპირფარეშო და სასმელი წყალი). საერთო სარგებლობის სველი წერტილები მხოლოდ დერეფნების ბოლოშია (თითოეულ სართულზე 2 სველი წერტილია), რომელიც არაიზოლირებული და იმდენად ავარიულია, რომ საცხოვრისში შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური პირობების მინიმალური დაცვაც კი. დამატებით, მაცხოვრებლებს არ მიუწვდებათ ხელი თბილ/ცხელ წყალზე;

გადატვირთულობა - სოციალური საცხოვრისის ფართობი შეუსაბამოა მასში მაცხოვრებელთა სულადობასთან; მაგალითად, 3-სულიანი ოჯახი ცხოვრობს 11 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელში;

არასათანადო გათბობა - ინდივიდუალურად გამოყოფილ საცხოვრებელ ფართებს ზოგიერთ შემთხვევაში, არ აქვს კარები და საცხოვრებელი ფართი საერთო სივრცისგან (დერეფნისგან) იზოლირებულია ნაჭრის ფარდით, რის გამოც ვერ ხერხდება საცხოვრებელი სივრცის სათანადოდ დათბობა;

შშმ პირებისა და ხანდაზმულებისათვის შენობის მისაწვდომობის არარსებობა - საცხოვრებელი სივრცის მიუწვდომლობის გამო, აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს არაერთი ბარიერის გადალახვა უწევთ საცხოვრისის შიდა პერიმეტრზე გადასაადგილებლად, მათი ნაწილი კი საერთოდ ვერ გადაადგილდება.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ გორის სოციალურ საცხოვრისში არსებული მდგომარეობა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა, არამედ სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციით გარანტირებული პრინციპის უგულებელყოფასაც წარმოადგენს. ქვეყანაში უსახლკარობასთან ბრძოლისა და საცხოვრისის გარანტირების მიმართულებით პოლიტიკის არარსებობის პირობებში, ამ სფეროში არსებული მთელი პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტზე გადადის, რომელიც სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფის საკითხს არა ვალდებულებად, არამედ ადგილობრივი ხელისუფლების კეთილ ნებად აღიქვამს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია ინფორმირებულია სოციალურ საცხოვრისში შექმნილ მდგომარეობაზე, ამ დრომდე არ იღებს რაიმე ტიპის ღონისძიებას უსახლკარო პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით და, როგორც საცხოვრისის ბენეფიციარები მიუთითებენ, ამ საკითხზე მათ მიმართვებსაც რეაგირების გარეშე ტოვებს. მუნიციპალიტეტის მხრიდან სრული უგულებელყოფის პირობებში, უსახლკარო პირები იძულებულნი არიან, უკიდურესად მძიმე და ღირსებაშემლახველ პირობებში იცხოვრონ, რადგან საცხოვრისის დატოვება მათთვის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას ოფიციალურ მიმართვაზე გორის მუნიციპალიტეტის რეაგირების შესახებ. განცხადებაში დაყენებული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ორგანიზაცია სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა სახელით სასამართლოს მიმართავს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.