რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2024 »»
26272829 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
პროტესტი კომპანია ,,კულას'' წინააღმდეგ რუსული წარწერების გამო
სოციალურ ქსელში დაიწყო კომპანია ,,კულას'' წინააღმდეგ, რომელმაც რუსული წარწერებით პროდუქტი სავაჭრო ცენტრებში განათავასა.

მოქალაქეები საზოგადოების დანარჩენ წევრებს მოუწოდებენ, რომ აღარ იყიდონ აღნიშნული კომპანიის ნაწარმი.

სოციალურ ქსელში ქვეყნდება სხვადასხვა მიმართვები, ასევე მოკლე ვიდეოები.

,,ქართული კომპანია ხართ, საქართველოში აწარმოებთ, საქართველოშივე უშვებთ პროდუქციას სარეალიზაციოდ რუსულად? საქართველოში ხართ! ბევრი რუსი შემოვიდა?'' - წერენ მოქალაქეები.

კომპანია ,,კულა'' დაფუძნებულია გორში ყოფილი საკონსერვო ქარხნის ბაზაზე. ითვლება ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესად. მონაწილეობას იღებს ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში, აფინანსებს მოსწავლეთა ბიზნესპროექტებს, რომელიც იუსაიდის სამოქალაქო განათლების პროგრამით ხორციელდება.

მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში რუსულენოვანმა წარწერებმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია.

ამ ფაქტს კულამ სპეციალური განცხადებით უპასუხა:

განცხადებაში ვკითხულობთ:

,,გვინდა გამოვეხმაუროთ ჩვენი კომპანიის მიმართ რამდენიმე დღის წინ "ვითომც" პატრიოტების მიერ დაწყებულ კამპანიას.

პირველ რიგში მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა იმ ქართველს და ჩვენს გულშემატკივარს, რომლებიც არამხოლოდ არ აყვნენ პროვოკაციას, არამედ მოგვწერეს მხარდაჭერის მრავალი წერილი იმისთვის, რომ ქართული წარმოება განვითარდეს და თუ რაიმე შეცდომებია გამოსწორდეს.
დიდი მადლობა თქვენ და სიმართლის გაგების შემდეგ, არაა საჭირო მათი ლანძღვა. ბევრი მათგანი უნებლიეთ შეიყვანეს შეცდომაში.

ახლა იმ ფსევდოპატრიოტებს, რომლებიც რუსული ხორბლით დამზადებულ პურს მიირთმევენ, რუსული ზეთით ამზადებენ კერძებს, რუსული შაქრით ატკბობენ სასმელებს და ტკბილეულს, რუსულ საწვავს ასხამენ მანქანებში, სადაც გადახდილი თანხების 90% მიდის რუს ოკუპანტებთან და ხმას არ იღებენ. ხოლო მათი კულტურა და განვითარება "ვაზელინით" იწყება და მთავრდება. ჩვენ კი გვებრძვიან. ჩვენ, ვინც ქართველი ფერმერებისგან ვიბარებთ ვაშლს, ვამუშავებთ და 30-ზე მეტ ქვეყანაში ვაგზავნით ექსპორტზე.

გვინდა გითხრათ, იმისთვის რომ ქართველი ფერმერის მოყვანილი ვაშლი არ გაფუჭდეს და მათმა ოჯახებმა მიიღონ შემოსავალი და კიდევ გააშენონ ბაღები; ჩვენი კომპანია განვითარდეს და არა რამდენიმე მილიონი ლარი, არამედ რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეიტანოს ბიუჯეტში და ამით ქართული ეკონომიკა გაძლიერდეს; ჩვენი შეტანილი თანხებით მრავალი სოციალური პროექტი დაფინანსდეს, გაიცეს პენსიები და ამ თანხის 20-25%-ით საქართველოს თავდაცვის უნარიანობა გაძლიერდეს. ამ ყველაფრისთვის მზად ვართ ვებრძოლოთ არა მარტო მათ, ვინც შეგნებულად, გულუბრყვილობით ან უცოდინრობით აკეთებენ ამას, არამედ მათაც ვინც ეს საქმიანობა შემოსავლის წყაროდ აქცია.

ჩვენ საერთაშორისო კომპანია ვართ და ქართული ენის გარდა, რაც უმთავრესია ჩვენთვის, სხვა ბევრ ენაზე გვიწერია ინფორმაცია ეტიკეტზე. მათ კი სურათები შეფუთვის მხოლოდ იმ ნაწილს გადაუღეს, რომელიც მეტ რეზონანს და სიძულვილს გამოიწვევდა და ეცადნენ ამით ქულები დაეწერათ. შეფუთვას დიდი ასოებით ვაშლი და APPLE აწერია. ეს ვერ დაინახეს და ახლა შეუძლიათ დანახვა.

რაც შეეხება "კირილიცას", ეს ალფავიტი ოკუპანტი ქვეყნის გარდა, ოფიციალურად გამოიყენება უკრაინაში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, სერბეთში, ჩერნოგორიაში, მაკედონიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში და მონღოლეთშიც კი. ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში ჩვენ ვახორციელებთ ექსპორტს.

წარმოგიდგენთ იმ ვაშლის წვენის სურათს, რომლითაც დაიწყეს სპეკულაცია და ქულების დაწერა. ეს ჩვენი სტანდარტული შეფუთვაა, რომელიც რამდენიმე მილიონიანი ტირაჟით იბეჭდება და იგზავნება საზღვარგარეთ.

ასევე გვინდა ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული ვაშლის წვენი არასდროს გაგვიგზავნია რუსეთში და რუსეთი არ წარმოადგენს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებას.

ჩვენ ამ საკითხზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი ვაშლის და სხვა ხილის წვენის რამდენიმე შეფუთვას ვაქვეყნებთ.

დიდი მადლობა ჩვენი პროდუქციის რეკლამირებისათვის.

მათ ვინც მხარი დაგვიჭირა და გულითადი რჩვები მოგვცა, დიდ მადლობას ვუხდით და პირობას გაძლევთ, რომ შემდეგში აუცილებლად ამოვიღებთ "კირილიცას" ჩვენი შეფუთვიდან.''
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფოტოგასეირნება დაიწყება წმინდაწყლის მიმართულებით და გადაიღებენ
ახალი გზის მშენებლობას,
ფოტოგასეირნება დაიწყება წმინდაწყლის მიმართულებით და გადაიღებენ ახალი გზის მშენებლობას,
13:31 / 28.02.2024
,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ
თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ
,,ჰაბი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მძღოლებმა დაისვენონ, ჰქონდეთ თავიანთი სივრცე, ყავის დასალევი თუ
18:36 / 27.02.2024
ტოპ-ათეულში შევიდა ასევე გორის სასწავლებლები: ყველაზე მეტი
მგზავრობა მე-9 საჯარო სკოლასა
ტოპ-ათეულში შევიდა ასევე გორის სასწავლებლები: ყველაზე მეტი მგზავრობა მე-9 საჯარო სკოლასა
16:54 / 27.02.2024
,,ნათესავთან იყვნენ ძმები და მათი ბიძაშვილი. ლიანდაგზე
მიდიოდნენ.

,,ნათესავთან იყვნენ ძმები და მათი ბიძაშვილი. ლიანდაგზე მიდიოდნენ.

19:44 / 26.02.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.