რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
ფარაჯანოვის ფილმს ,,სურამის ციხე'' რესტავრაცია ჩაუტარდება
საქართველოს კინოცენტრის ცნობით, წლის ბოლოს, სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით მოეწყობა რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა.

2024 წლის იანვარში კი დაგეგმილია სერგო ფარაჯანოვისა და თენგიზ აბულაძის საიუბილეო ღონისძიებები როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ღონისძიებების ორგანიზატორებმა მოითხოვეს რამდენიმე ფილმის ასლი, რომელთა შორის, ფარაჯანოვის ,,სურამის ციხეცაა'' /ამბავი სურამის ციხისა/

როგორც კინოცენტრში აღნიშნავენ, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 1984 წელს გადაღებულ ფილმს აღადგენენ საერთაშორისო საფესტივალო სტანდარტებით ((4K სკანერი). ფილმის აღდგენა მოხდა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ,,ქართულ ფილმში'' დაცული ასლების მიხედვით. კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ ფილმის ორიგინალი ვერსია დაცულია რუსეთში, ,,გოსფილმში'', საიდანაც ასლის გაკეთება ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, ,,გოსფილმოს"  ფონდში დაცულია 700-ზე მეტი ქართული ფილმი, რომელიც გადაღებულია 1921 წლიდან 1991 წლამდე.

,,2022 წელს რუსეთ - უკრაინის ომის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ მოხერხდა "გოსფილმოფონდიდან" ფილმების ჩამოტანა. ეროვნულმა კინოცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში არსებული ასლების გამოყენებით გაკეთდეს იმ რეჟისორების ფილმები, რომელთა საიუბილეო თარიღებია აღსანიშნი. კერძოდ, ლევან ზაქარეიშვილის 70 წლის იუბილე, სერგო ფარაჯანოვის და თენგიზ აბულაძის 100 წლის იუბილე. აღნიშნულ საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით იგეგმება აღდგენილი ფილმების ჩვენება: "მამა", "თბილისი - თბილის" "აშიკ ქერიბი", "სურამის ციხე", "სხვისი შვილები" "სამკაული ჩემი სატრფოსათვის".'' - აღნიშნულია კინოცენტრის განცხადებაში.

სერგო ფარაჯანოვმა ,,სურამის ციხე'' გადაიღო 1984 წელს.

ფილმს გადაეცა შემდეგი ჯილდოები:

1986. კატალონიის საერთაშორისო კინოფესტივალი (ესპანეთი). პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის;
1986. ბეზანსონის (საფრანგეთი) საერთაშორისო კინოფესტივალი "მუსიკა და კინო". ჟიურის პრიზი
1987. როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალი. პრიზი საუკეთესო ნოვატორული ფილმისათვის.
1987. სან პაოლოს საერთაშორისო კინოფესტივალი. კრიტიკოსთა პრიზი

როლები: ვერიკო ანჯაფარიძე ( მკითხავი), თამარ ციციშვილი, დუდუხანა წეროძე, სოფიკო ჭიაურელი (ვარდო), დოდო აბაშიძე (ოსმან აღა), ზურა ყიფშიძე (დურმიშხანი), ლევან უჩანეიშვილი (ზურაბი), ლელა ალიბეგაშვილი (ვარდო ახალგაზრდობაში), მზია არაბული, პაატა ბარათაშვილი, გია ბურჯანაძე, ნინო ჩხეიძე, ნუნუ დუგლაძე, გეგი გუჯეჯიანი, აბესალომ ლორია, ვ.მგოიანი, მანანა ცხოვრებოვა, თამაზ დანელია, ელენე ყიფშიძე, გივი თოხაძე, გარი ამბარცუმოვი, ვლადიმერ ჩიტიშვილი, მალხაზ გურგენაშვილი .

ფილმი გადაღებულია დანიელ ჭონქაძის ნაწარმოების მიხედვით, რომელსაც საფუძვლად უდევს ძველი ქართული ლეგენდა. ლეგენდის თანახმად, დამპყრობებისგან თავდასაცავად ქართველი ხალხი ციხე-სიმაგრის აშენებას ცდილობდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ნახევრად მისული კედელი ინგრეოდა. "ციხე მხოლოდ მაშინ აშენდება, თუ მის კედელში ყმაწვილი ბიჭი იქნება ჩატანებული" - ასეთი იყო მკითხავის განაჩენი. და გამოჩნდა ჭაბუკი, რომელმაც თავი გაწირა სამშობლოსკეთილდღეობისთვის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,გაწვალებულები ვიყავით. დაიწყებდნენ რაღაცას, შემდეგ გაჩერდებოდნენ.
ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი.
,,გაწვალებულები ვიყავით. დაიწყებდნენ რაღაცას, შემდეგ გაჩერდებოდნენ. ჯერ მხოლოდ მიწაა გათხრილი.
15:12 / 12.02.2025
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
16:05 / 11.02.2025
მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე
არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

12:47 / 11.02.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის
12:09 / 11.02.2025
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე
ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
10:46 / 10.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.