რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ძვლები მეშლება, მკურნალობაზე უარი მითხრეს'' - გორის პოლიციამ ნარკოდამოკიდებული პირი დააკავა
გორის პოლიციამ ერთი პირი დააკავა, რომელიც მეტადონის პროგრამაშია ჩართული.

1983 წელს დაბადებულმა მოქალაქემ მოსამართლე გერმანე დადეშქელიანს განუცხადა, რომ ნივთიერება, რომელიც მას აღმოუჩინეს, პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა.

,,დიდი ხანია ფეხზე მკურნალობა მჭირდება. სახელმწიფომ უარი მითხრა მედიკამენტებზე, ასეთი პროგრამა არ გვაქვს, რომ გავაყუჩოთო. უნდა წახვიდეო'' - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.

,,სად უნდა წახვიდეო?'' - ჰკითხა მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დაკავებულს.

,,საზღვარგარეთო და მე ამის საშუალება არ მაქვს'' - უპასუხა ბრალდებულმა.

პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულის მიმართ აუცილებელია გამოყენებულ იქნეს აღკვეთის ღონისძიება, თუმცა, ამ შემთხვევაში, ბრალის სიმძიმიდან გამომდინარე გირაო 7 ათასი ლარი მოითხოვა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, სპარტაკ ვარძელაშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცხოვრობს უკიდურეს გაჭირვებაში:

,,სახლში ჰყავს დედ-მამა, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან. მამა მწოლიარეა, დედასაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შეუძლებელია, 7 ათასი ლარის გირაოს დაკისრება. ჩვენ ვითხოვთ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნეს გირაო 2 ათასი ლარის ოდენობით. ის ნივთირება, რომელიც მას აღმოუჩინეს, მიღებული აქვს მეტადონის პროგრამით, თუმცა, ტკივილების გასაყუჩებლად იყენებს'' - განაცხადა ადვოკატმა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს გირაო 2 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.