რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!
გაიცანით თიბისის ბიზნესდაჯილდოების ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“

თიბისიმ ბიზნესდაჯილდოების პროექტის 2023 წლის ფინალისტები გამოავლინა!

გთავაზობთ ნომინაცია „საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის“ ფინალში გასულ კომპანიებს:

3D ანიმაციასა და ვიზუალური ეფექტების მწარმოებელი კომპანია HIGHWAY VFX-ი 2018 წელს, 4 მეგობარმა დააარსა. მათი მთავარი მიზანი, დაარსების დღიდან, გლობალურ მასშტაბებზე გასვლა და საქართველოს ანიმაციის საერთაშორისო ასპარეზზე გატანა იყო, რაც, პირველ რიგში, ხარისხზე ორიენტირებულობითა და ანიმაციისა და ვიზუალური ეფექტების ადგილობრივ სივრცეში განვითარებით უნდა მიღწეულიყო. შესაბამისად, „ჰაივეიმ“ ძალისხმევა, პირველ რიგში, ქართულ ბაზარზე მიმართა და თითქმის ყველა მასშტაბური ადგილობრივი ბრენდის პროექტში მიიღო მონაწილეობა.

სწორი ხედვა და განვითარების სურვილი სტუდიის წარმატების მთავარი კატალიზატორი გახდა და ძალიან მალე „ჰაივეის“ პორტფოლიოს ისეთი წარმატებული და გლობალური ბრენდების პროექტები შეემატა, როგორებიცაა Honda-ი, Nissan-ი, Airbus-ი, Suzuki, Samsung-ი.



„გაგვიმართლა, რომ კომპანიის დამფუძნებლები საერთო ინტერესის და მიზნების გარშემო გავერთიანდით. კომპანიის დაარსების დღიდან განსაზღვრული გვქონდა, საით მივდიოდით და როგორი უნდა ყოფილიყო „ჰაივეი“ მომდევნო 10 წლის განმავლობაში. ახლა ზუსტად ამ გზის ნახევარი გავიარეთ. შეიძლება ვთქვა, რომ უკეთაც შეგვეძლო, მაგრამ, სავარაუდოდ, ამაზე მხოლოდ ამ 5 წლისთავზე დაგროვილი გამოცდილება მალაპარაკებს. მგონია, რომ სწორედ ეს წელიწადი არის იმ დიდი მიზნების და გეგმების ხორცშესხმის დრო, რომელიც სტუდია „ჰაივეის“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბებზე, ოკეანის მიღმა გაყვანას და მსოფლიო კინოინდუსტრიის მოთამაშეებთან პარტნიორობას გულისხმობს. ამისთვის ყველანაირი ნიადაგი მომზადებული გვაქვს და გვგონია, ამ პროექტში გამარჯვების შემთხვევაში, თიბისის ბიზნესდაჯილდოება ჩვენი კომპანიის წარმატების ისტორიაში დადებს აგურს!“ - ამბობს HIGHWAY VFX-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ლევან ლაფაჩი.

ბიზნესდაჯილდოების მეორე ფინალისტია მუსიკალური მენეჯმენტის კომპანია, გამომცემლობა და ლეიბლი „სტოქტონ რექორდსი“. დაარსების დღიდან კომპანიის მიზანი არტისტების ხელშეწყობა და ქართული მუსიკის ინდუსტრიის განვითარება იყო. საქმიანობის დაწყებიდან მალევე, კომპანიამ მზარდი განვითარება დაიწყო, რამაც დამფუძნებლები მიახვედრა, რომ სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი საქმის კეთება ჰქონდათ დაწყებული. მოკლე დროში გაიზარდა პარტნიორების, ბრენდებისა და წარმატებული პროექტების რაოდენობა, კომპანიამ სრული ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც განხორციელებული პროექტების ხარისხზეც აისახა, გაფართოვდა კომპანიის ოფისი, რომელიც სტუდიასა და ჰაბს მოიცავს.



დღეს „სტოქტონი“ისეთ არტისტებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Bedford Falls-ი, კორძი (korz), Moku Moku, სირკუს-მირკუსი. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი „ბრუნტეტი“ - თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა, რომლითაც „სტოქტონმა“ უკვე განახორციელა ტური საქართველოში და საერთაშორისო პროექტი KORDZ x Sakamoto, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა.

„კომპანიამ იმდენად სწრაფად დაიწყო განვითარება, რომ, რაღაც მომენტში, ამ პროცესებისთვის ფეხის აბმა თავადვე გაგვიჭირდა. მიმაჩნია, რომ განვითარების ამ ეტაპზე საჭიროა კომპანიის ცნობადობის ამაღლება, იმიტომ, რომ ჩვენი კომპანია უკვე ნდობის ნიშანია. დადგა დრო, კომპანიის საიმიჯო ზრდაზე ვიფიქროთ. თიბისის ბიზნესდაჯილდოებაში გამარჯვება იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანია სტრატეგიულად, საიმიჯოდ და ბრენდულად განვითარდეს. მას სჭირდება რებრენდინგი, ასევე ვებსაიტი. გამარჯვების შემთხვევაში, 2024 წლიდან ამაზე ვიზრუნებთ.“ - ამბობს „სტოქტონის“ დამფუძნებელი, კოკა გოგოხია.

ბიზნესდაჯილდოების კიდევ ერთი ფინალისტია „კავეა პლუსის“ მიერ შექმნილი პირველი ქართული სტუდენტური სერიალი „ცვალებადი ნიშნები“. სერიალში ნაჩვენებია სტუდენტური გამოწვევებით, დილემებით, სოციალური საკითხებითა და გადაწყვეტილებებით სავსე თანამედროვე ცხოვრება და მკაფიოდ ისმის ახალი თაობის ხმა. "ცვალებადი ნიშნების" პირველი სეზონი ციფრულ პლატფორმებზე ყველაზე ნახვადი და განხილვადი პროექტი უმოკლეს დროში გახდა და ადგილობრივ გართობისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მასშტაბური წარმატების პრეცედენტი შეიქმნა - სოციალურ ქსელში, „ტიკტოკი“, ეპიზოდის სცენები 38 მილიონჯერ ნახეს, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ იგივე მაჩვენებელი 10 მილიონზე მეტია, ხოლო „კავეა პლუსზე“ სერიალის 12 ეპიზოდის ჯამური ნახვების რაოდენობამ 3-მილიონს გადააჭარბა. წარმატების და ზრდის პოტენციალის დასტურად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ სერიალის მეორე სეზონის გადაღებები უკვე მიმდინარეობს და მონატრებული მაყურებელი ახალ ეპიზოდს იანვარში ნახავს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კიდევ ორი სეზონია დაგეგმილი.

ბიზნესდაჯილდოება თიბისის ბიზნესის მხარდამჭერი პროექტია, რომელიც უკვე მეშვიდედ იმართება და მასში მონაწილეობა 3000-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.