რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქალებს და გოგონებს? - საინფორმაციო კამპანია გორში

რა საფრთხეს უქმნის რუსული კანონი ქალებს და გოგონებს? - ამ კითხვას პასუხობს საინფორმაციო ბროშურა, რომელსაც "მოზაიკა" თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებაში ავრცელებს.

რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებთან ერთად, ბროშურაში საუბარია იმ სერვისებზე, რომლებსაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალები საერთაშორისო გრანტების დახმარებით იღებდნენ.

"იურიდიული მომსახურება, ფსიქოლოგიური დახმარება, პროფესიული და არაფორმალური განათლება, დასაქმება და ეკონომიკური გაძლიერება – ეს ის სერვისებია, რომლებსაც ქალებს, საერთაშორისო გრანტების დახმარებით, საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ. რუსული კანონის ამოქმედების და არასამთავრობო ორგანიზაციების გაქრობის შემთხვევაში, პრაქტიკულად ქალები და გოგონები რჩებიან ყველა ამ სერვისის გარეშე", - ვკითხულობთ ბროშურის პირველივე გვერდზე.


როგორც "მოზაიკას" ხელმძღვანელი ამბობს, ამ გზით მოქალაქეთა ინფორმირება პროექტის "ქალები საერთო მიზნისთვის" ფარგლებში დაიგეგმა, რომელსაც ორგანიზაცია "ქალთა ფონდის" ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

"ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც ბოლომდე ვერ იაზრებენ, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე რუსული კანონის ამოქმედება და არასამთავრობო სექტორის შევიწროება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თანამოაზრეების ჩართულობით დაგვეგეგმა ეს საინფორმაციო კამპანია და ობიექტური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრების ქალებისთვის და გოგონებისთვის", - აღნიშნავს "მოზაიკას" ხელმძღვანელი.

საინფორმაციო კამპანიაში, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების გარდა, ჩართულები არიან სოფლად მცხოვრები ქალებიც, რომლებიც ბროშურებს საკუთარ თემში ავრცელებენ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.