რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლში 135 საჯარო მოხელის გადამზადებისთვის 60 000 ლარი გამოიყო
გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე 135 საჯარო მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დახვეწის მიზნით ტრენინგები ჩატარდება.

ამისათვის თანხას გორის მერიამ გამოყო. ტენდერი დღეს გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაციისთვის მაქსიმუმ 60 000 ლარია გათვალისწინებული.

თემატიკის მიხედვით სწავლება მოიცავს შემდეგ პროგრამებს:

1. სამშენებლო ნებართვები;
2. საქმისწარმოება და ელექტრონული მმართველობა საჯარო სექტორში;
3. საბუღალტრო აღრიცხვის და ფინანსური მართვის ორგანიზება;
4. პერსონალთან ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება;
5. საკრებულოს მუშაობის ორგანიზება;
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა;
7. გენდერული თანასწორობა და სექსუალური შევიწოების აღმოფხვრა;
8. ბავშვთა უფლებების დაცვა და მხარდაჭერა;
9. ქონების მართვა და განკარგვა;
10. რისკების მართვა შესყიდვებში;
11. ადამიანური რესურსების მართვა.

მოხელის პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამები განხორცილედება საკლასო და დისტანციურ ფორმატში. თითოეული მოდული 2 ან 3-დღიანი იქნება.

სქემის მიხედვით, სამშენებლო ნებართვებში ყველაზე მეტად დახმარება ხაშურის მერიას სჭირდება, ასევე, ამავე სქემის მიხედვით, ხაშურის მერიაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ფიქრობენ.

გორის მერიაში ყველაზე მეტ თანამშრომელს აინტერესებს გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრის საკითხები. ეს საკითხები საერთოდ არ აინტერესებთ ქარელსა და კასპში. ასევე, გორის მერიის თანამშრომლებს აინტერესებს ბავშვების უფლებები, პერსონალთან ურთიერთობები და ა.შ.

ქარელისა და კასპის მერიებში ძირითადად სამშენებლო ნებართვებზე არიან კონცენტრირებულნი. კასპის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობისა და სექსუალური შევიწროების საკითხი მხოლოდ ერთ თანამშრომელს ,,აინტერესებს''

იხ. დეტალურად სქემა

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა კიდევ უფრო მარტივი და ხელმისაწვდომია.
17:12 / 19.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს
აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით
დასრულდება.
გორის მუნიციპალიტეტის ყოველწლიური დღესასწაული წელს 3 ოქტომბერს აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები ჯგუფ „1/4“-ის კონცერტით დასრულდება.
12:01 / 19.09.2026
გორში სამგზავრო ავტობუსების ელექტრონული ტაბლოები გამორთულია.
უამინდობის მიუხედავად, მგზავრები ტრანსპორტის მოსვლის დროის გაგებას
ვერ ახერხებენ, ტრანსპორტის სააგენტო კი ზარებს არ პასუხობს.
გორში სამგზავრო ავტობუსების ელექტრონული ტაბლოები გამორთულია. უამინდობის მიუხედავად, მგზავრები ტრანსპორტის მოსვლის დროის გაგებას ვერ ახერხებენ, ტრანსპორტის სააგენტო კი ზარებს არ პასუხობს.
10:44 / 19.09.2026
2022 წელს დაწყებული მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, მოსწავლეები კი
მე-6 წელია საკუთარი შენობის გარეშე არიან. 20 ოქტომბერს გახდება
ცნობილი, გაუხანგრძლივებენ თუ არა კომპანიას ვადა მეშვიდედ.
2022 წელს დაწყებული მშენებლობა კვლავ შეჩერებულია, მოსწავლეები კი მე-6 წელია საკუთარი შენობის გარეშე არიან. 20 ოქტომბერს გახდება ცნობილი, გაუხანგრძლივებენ თუ არა კომპანიას ვადა მეშვიდედ.
23:07 / 18.09.2026
გორის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი
შეადგინა.
გორის სიახლოვეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
19:05 / 18.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.