რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საია გორის ოლქში 95 უბნიდან 68 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს
საია გორში 95-დან 68 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საოლქო კომისიაში შეიტანეს.
საჩივრის მიხედვით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდა, დარღვეული იყო ფარულობის პრინციპი, კერძოდ, დამონტაჟებული იყო კამერები, საიდანაც ხდებოდა ამომრჩევლის ნების გამოვლენა და დაფიქსირება.
,,კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ფარულობის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენა. ამ უფლების დაცვა შეუძლებელი იყო 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს'' - აღნიშნულია საჩივარში.
იქვე განმარტებულია, თუ რატომ ითხოვენ 68 უბნის შედეგების გაბათილებას:
,,ქართული ოცნების'' მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უყურებდა რესგიტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკან მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას'' - ვკითხულობთ საჩივარში.
აქედან გამომდინარე საიას ითხოვს გორის #32 ოლქში ყველა იმ უბნის შემაჯებელი ოქმის ბათილად ცნობას, სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები